დღეს, ქართველმა მორაგბეებმა სამოა ანგარიშით 20:16 დაამარცხეს. მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ კომენტარი გააკეთა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი თამაშების დროს გულშემატკივრის როლი დიდია:
„დიდი მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, ოღონდ არა მათი გულის მოსაგებად. ასეთი მატჩების დროს მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება და ეს იგრძნობა კიდეც. იაპონიასთან მარცხის მერე, ქალაქში გვხვდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, არაუშავს ბიჭებოო. სანამ ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ", _ აღნიშნა მამუკა გორგოძემ.
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი იაპონიასთან გამართა და ანგარიშით 22:28 დამარცხდა.
როგორც მამუკა გორგოძემ აღნიშნა, შემდეგი მატჩი შოტლანდიასთან გაიმართება. "შემდეგი მატჩი შოტლანდიასთან გვაქვს. შოტლანდია ყოველთვის საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო. უდავოდ ფავორიტები არიან და რთული მატჩი გველოდება, თუმცა არაფრის დათმობას ვაპირებთ, ჩვენს ძლიერ მხარეებს გამოვიყენებთ“, _ თქვა მამუკა გორგოძემ.