ძლიერმა ქარმა, რომელიც უკვე ორი დღეა ლანჩხუთში მძვინვარებს, სოფელ ქვიანის ცენტრში, დღეს, გამთენიისას საკმაოდ დიდი ზომის, ასწლოვანი ფიჭვის ხე ძირიანად მოთხარა. ხე იქვე მდებარე სავაჭრო დახლებს დაეცა და დააზიანა.
ხის წაქცევის შედეგად, ასევე, დაზიანდა რკინა-ბეტონის ელექტრობოძი და ელექტრო სადენები. ვინაიდან ფიჭვის ხე ცენტრალურ ავტომაგისტრალზე წაიქცა, რამდენიმე ხნით შეფერხებული იყო ავტომობილების მოძრაობა. საპატრულო პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად ოპერატიულად განახორციელა გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ამ დროისთვის ლანჩხუთის სოფლების აღმოსავლეთ ზონას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.