აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დავით გაბაიძე განიხილება. ის პროპორციული სიიის მეორე ნომერი იყო. ვიცე-სპიკერად კი მერაბ კარანაძე დასახელდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია _ ცოტნე ანანიძე, განათლების კომისია _ ლადო მგალობლიშვილი, იურიდიულ საკითხთა კომსიია _ ნინო ჩხეტია, საბიუჯეტო საკითხთა კომისია _ გიორგი რომანაძე, აგრარულ საკითხთა კომისია _ ვახტანგ წულაძე, ჯანდაცვის კომისია _ ნუგზარ სურმანიძე. არჩეული დეპუტატები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება პირველ სხდომაზე. რაც შეეხება კრიტერიუმებს თუ რა პრინციპით გადანაწილდა გუნდში თანამდებობები _ "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პროფესიული და პოლიტიკური გამოცდილებით იხელმძღვანელეს. მათი თქმით, გადაწყვეტილება გუნდური იყო და კონსულტაციებში პარტიის აღმასრულებელი და გენერელური მდივანიც მონაწილეობდნენ. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, უმრავლესობას უმაღლეს საბჭოში სამი ფრაქცია ეყოფება. რომელთა ხელმძღვანელებად მოიაზრებიან ირაკლი ჭეიშვილი, დავით ბაციკაძე და ილია ვერძაძე. რაც შეეხება უმცირესობას, "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პარტიას ერთი ფრაქცია ეყოლება, რომელსაც ელგუჯა ბაგრატიონი უხელმძღვანელებს. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ "ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობისა" და "პატრიოტტა ალიანსის" წევრები, ჩვენთვის უცნობია. მათთან დაკავშირება ვერ შევძელით.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved