უმრავლესობა მაჟორიტარული სისტემის ცვლილებაზე მსჯელობის განახლებას არ აპირებს, _ ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომელიცსაარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დროულად მიღებას ითხოვს.
,,ვხედავთ, რომ პარლამენტში უმრავლესობა არ აპირებს განაახლოს განხილვა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, კერძოდ კი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე. ახლა, როგორც ვიცი, უნდა შექმნან საკონსტიტუციო კომისია, რომ ამ საკითხზე მუშაობა გააჭიანურონ. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავის დროზე, ორასი ათასი ადამიანის ხელმოწერაც შეგროვდა. ისინი არ აპირებენ თავიანთი დანაპირების შესრულებას და სწორევატყობ, უმრავლესობა უმრავლესობაში ყოფნას კიდევ 70 წელი აპირებს",დ ამიტომ გვაქვს ასეთი სიტუაცია პარლამენტში. აუცილებლად უნდა დაიწყოს დროულად მსჯელობა ამ კანონზე თუ გვინდა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი გვქონდეს. – განაცხადა ინაშვილმა ჟურნალისტებთან.