ინდონეზიაში აცეჰის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.
როგორც ცნობილია, 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და მეჩეთი დაზიანდა, რომელთა ნაწილი მთლიანად განადგურებულია.
მაუწყებლის ინფორმაციით, აცეჰის პროვინციაში სტიქიური უბედურებები ხშირად ხდება.
გავრცელებული ცნობით, ინდონეზიაში 2004 წელს ცუნამის შედეგად 80 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონობით მაცხოვრებელი უსახლკაროდ დარჩა.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში ხშირია მიწისძვრებიც, რაც ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობითაა გამოწვეული.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მიწისძვრა უკვე მეორედ მოხდა.
როგორც ცნობილია, მარტში სუმატრას სამხრეთ დასავლეთ სანაპიროზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, თუმცა მას მსხვერპლი არ მოყოლია.