ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში ხანძრის გაჩენის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.
ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში ცეცხლი დღეს გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
"საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე აალება მოხდა.
”ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები”, _ აცხადებენ რკინიგზაში.