https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ექსკლუზივი – არაერთგზის ნასამართლევი „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან

0:12; 19.12.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ამან მე ბავშვობის ძმაკაცი მომიკლა”; “ეს იყო ცივსისხლიანი მკვლელობა”;  “დამნაშავეა და პასუხი უნდა აგოს”; “ეს არის დამნაშავე, აბა, მე ხომ არ ვარ?!” “ბატონო მოსამართლე, სროლა კარგად შეუძლია”,_ ეს ფრაზები სხვადასხვა პროცესზე დაკითხვისას მოწმე შოთა შანიძეს ეკუთვნის.

2016 წლის 1 დეკემბერს, შოთა შანიძე 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, გამსახურდიასა (პეკინი) და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაიკითხა. შანიძე საქმეში მთავარი მოწმეა.

ამ დაკითხვიდან რამდენიმე დღეში, 2016 წლის 8 დეკემბერს, შოთა შანიძე ასევე მთავარ მოწმედ უკვე 2005 წლის 13 დეკემბერს, თბილისში, გამსახურდიას (პეკინის) ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკითხეს.

ზემოთ აღნიშნულ მკვლელობებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, თუმცა ორივე შემთხვევაში, პროკურატურა ამტკიცებს, რომ საქმე გახსნილია და დამნაშავე პირები დაკავებულები არიან.

ორივე მკვლელობის საქმე გახმაურებულია. მკვლელობის მოწმეები ერთიდაიგივე პირები არიან. საქმის პროკურორიც ერთია.

 პრეისტორია

 2004 წლის 27 ოქტომბერს, გამსახურდიასა (პეკინი) და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე ცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, დავით ოთხმეზური დაჭრეს. ოთხმეზური საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 2016 წლამდე მკვლელობა გაუხსნელი იყო. 2016 წლის 29 მარტს, მთავარი პროკურატურის  გამოქვეყნებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ დავით ოთხმეზურის მკვლელობა გახსნილია და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძეა დაკავებული.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან, 5 დღეში, 2016 წლის 4 აპრილს, პროკურატურა უკვე 2005 წელს მომხდარი, ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის საქმის გახსნის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.

ორივე საქმის მთავარი მოწმე ამჟამად პატიმრობაში მყოფი შოთა შანიძეა. ორივე საქმეს ერთი პროკურორი _ ამირან გულუაშვილი ჰყავს.

ამავე საქმეებში მოწმის სახით გამოდის გიორგი მორჩილაძე, რომელიც შოთა შანიძესთან ერთად ერთ-ერთ საქმეში მსჯავრდებული იყო, თუმცა უკვე გათავისუფლებულია.

შანიძე და მორჩილაძე, როგორც ისინი თავად აცხადებენ, ბავშვობის მეგობრები არიან. ზემოთ აღნიშნული მკვლელობების დროს კი, ერთად იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გამოძიებისას მიცემული ჩვენებების დროს, 2015 წელს, შანიძე და მორჩილაძე ერთ საკანში იმყოფებოდნენ. ეს ფაქტი  გიორგი მორჩილაძემ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე თავად დაადასტურა. 

საეჭვო წარსულის “ოქროს მოწმეები”

“თქვენ ამ საქმის ოქროს მოწმე, მთავარი მოწმე ხართ”, _ ასე მიმართა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მოწმე შოთა შანიძეს 2016 წლის 13 დეკემბერს, ირაკლი გურაბანიძის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე. მოსამართლის ეს დამოკიდებულება კი, შანიძის პასუხებმა გამოიწვია, რომელიც აღელვებული ჰყვებოდა, როგორ მოუკლეს ბავშვობის მეგობარი. თუმცა, საქმის დეტალების გაცნობამდე, გავარკვიოთ ვინ არის შოთა შანიძე.

შოთა არჩილის ძე შანიძე (ზედმეტი სახელი “შიტკა”), დაბადებული 1989 წლის 18 მაისს, არაერთგზის ნასამართლევი ხულიგნობის, ძარცვის, მკვლელობებისთვის, სასჯელს იხდის ყველაზე მკაცრ, მე-6 დაწესებულებაში.

მის შესახებ ინტერნეტში არაერთი საინტერესო მასალა იძებნება. პირველად მისი სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ცნობილი სიონის ტბაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გახდა. 2008 წლის 31 აგვისტოს დაბა სიონში ადგილობრივებსა და დამსვენებლებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგად სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ორი მათგანი – დავით ზურაბიშვილი და ზურაბ მიქაბერიძე გარდაიცვალა, ნუკრი ქავთარაძე კი დაიჭრა. აღნიშნულ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი შოთა შანიძე დააკავეს, რომელსაც სასჯელის სახით, მოგვიანებით, 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, რამდენიმე ამნისტიის შემდეგ შანიძის სასჯელი საგრძნობლად შემცირდა.

ამჟამად კი, შანიძე 2014 წლის 4 მარტს სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულებაში მომხდარი გიგა ფარტენაძის გახმაურებული მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

ამ მკვლელობებამდე, შანიძის სახელი და გვარი სამართალდამცავებისთვის კარგად იყო ცნობილი. შანიძე, 2005-2006 წლებში არაერთგზისაა ნასამართლევი წვრილმანი ხულიგნობის და ძარცვისთვის, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში დევს და სასამართლო პროცესებზეც გამოიკვლიეს.

გარდა ამისა, 2005 წელს, ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის საქმეზე შოთა შანიძე ხულიგნობის და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს; თუმცა, იმის გამო, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო, შანიძე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პარტიმრობიდან ყოველგვარი თავდების გარეშე გაათავისუფლა. სწორედ ამ მკვლელობის საქმეზე გამოვიდა შანიძე მთავარ მოწმედ 2016 წლის 13 დეკემბერს. იგივე ბრალდება ჰქონდა წაყენებული შანიძეს 2006 წლის 15 მარტს, გამრეკელის ქუჩაზე მომხდარი თეიმურაზ კეშელავას მკვლელობის საქმეზეც. შანიძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში და გამოძიების შეცდომაში შეყვანაში ედებოდა. თუმცა მისი დანაშაული აქაც ვერ დაამტკიცეს.

შედარებით მწირი ინფორმაცია იძებნება მეორე მოწმე, გიორგი მორჩილაძის შესახებ, რომელიც შანიძესთან ერთად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთხმეზურისა და გურაბანიძის მკვლელობების მთავარი მოწმეა.

ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში მოთავსებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მორჩილაძე 1988 წელს არის დაბადებული. სასჯელს შანიძესთან ერთად სიონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე იხდიდა, თუმცა, იმის გამო, რომ გასროლა შანიძის მიერ მოხდა, მორჩილაძეს ამ საქმეზე გაცილებით მცირე სასჯელის მოხდა დაეკისრა. გათავისუფლების შემდეგ, მორჩილაძეს სამართალდამცავებთან ურთიერთობა კიდევ რამდენიმე საქმეზე მოუხდა. კერძოდ, 2013 წელს ნარკოტიკების შენახვისთვის, მოგვიანებით კი, ავტომანქანის გატაცებისთვის, რისთვისაც ძებნილიც იყო.

შანიძეს და მორჩილაძეს წარსულში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ოთხმეზურისა და გურაბანიძის მკვლელობების საქმეზე სასამართლოში დაკითხვისას ადვოკატებმა რამდენჯერმე ჰკითხეს. თუმცა, იმის გამო, რომ პროკურორმა ადვოკატის კითხვა გააპროტესტა, მათ ნასამართლეობას, აღნიშნული მკვლელობების საქმეებთან კავშირი არ აქვსო, მოწმეებს დეტალურად არ უსაუბრიათ. თუმცა, ორივე მათგანი ადასტურებს, რომ არაერთგზის ნასამართლევები არიან. რამდენიმე საქმეზე კი, მათი პროკურორი  ამირან  გულუაშვილი იყო.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე დაკითხვისას, გიორგი მორჩილაძემ დაადასტურა, რომ ორჯერ, სხვადასხვა დანაშაულისთვის, სასჯელისგან სწორედ ამირან გულუაშვილის მიერ დაყენებული საპროცესო შეთანხმებებით გათავისუფლდა.

“გურია ნიუსთან” საუბრისას, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხევდველობის სამმართველოს პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ მოწმეების წარსული ამ საქმეებთან კავშირში არ არის და საინტერესოც არაა.

ჩვენს კითხვაზე: რატომ არიან ორივე მკვლელობის მთავარი მოწმეები არაერთგზის ნასამართლევი პირები და რას უპასუხებს ის ადვოკატის ეჭვს, რომ პროკურატურა საქმეების გახსნას ამ პირების მეშვეობით სპეციალურად ცდილობს, გულუაშვილი გვპასუხობს:

 “შოთა შანიძის და გიორგი მორჩილაძის გარდა საქმეში არიან სხვა თვითმხილველებიც, რომლებიც ამ მკვლელობებში ბრალდებულების ბრალეულობის საკითხს ადასტურებენ. მათი წარსული ნასამართლეობა მნიშვნელვანი არ არის. ვიცი, რომ ბრალდებულის ადვოკატს ბევრი ინფორმაცია აქვს მოკვლეული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ რაიმე ეჭვი ჩნდება, ამას მოსამართლე განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინებს”, _ აღნიშნავს გულუაშვილი.

გარდა ნასამართლეობისა, ბრალდებული პირების ადვოკატები აღნიშნავენ, რომ კითხვის ნიშნებს აჩენს შანიძის მიმართ ჩატარებული არაერთი ექსპერტიზის დასკვნაც. მათი განმარტებით, შანიძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. “გურია ნიუსისთვის” მოწოდებული დოკუმენტაციიდან (მასალებს შეგნებულად არ ვასაჯაროებთ, ავტ.) ირკვევა, რომ შოთა შანიძეს “უცნაური ქცევები” 9-10 წლის ასაკიდან გამოუვლინდა. სხვადასხვა პერიოდებში მკურნალობდა ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან. ექსპერტიზის დასკვნებით საჭიროებდა მუდმივ მეთვალყურეობას და მკურნალობას. რამდენჯერმე ჰქონდა სუიციდის მცდელობაც.

 ექსპერტიზის ერთ-ერთ დასკვნაში ვკითხულობთ: “შოთა შანიძეს აღენიშნება ორგანული პიროვნული აშლილობა”, თუმცა ამავე დასკვნის თანახმად, მისი ქცევა “ფსიქიკური დაავადებებისთვის დამახასიათებელ დინამიკაში, ფსიქიკურ აშლილობათა  ცნობილი ფორმების კლასიკურ სურათში არ თავსდება და უნდა შეფასდეს როგორც დაყენებითი (სიმულაციური)”.

ექსპერტიზის კიდევ ერთ დასკვნაში, რომელიც 2016 წელს ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარდა შანიძე ამბობს:

“მესმის რომ აინტერესებთ დაადგინონ იმ პერიოდში როგორ აღვიქვამდი და ახლა ჩვენების მიცემა თუ შემიძლია, გეტყვით რომ როდესაც მაგ ამბავს შევესწარი ვიყავი 15-16 წლის არაადეკვატური და არანორმალური ნამდვილად არ ვყოფილვარ არ ვმალავ რომ ციხეში მოხვედრის შემდეგ ვცდილობდი თავი ავადმყოფად მომეჩვენებინა, ამით სასჯელი ამერიდებინა, ეს თქვენ ხომ იცით. არცერთი თქვენი დასკვნა არ ადასტურებს ჩემს შეურაცხადობას. რასაც ექიმებს ვეუბნებოდი, მათ შორის ბოლო წლებში ხმები და მსგავსი რამე არასდროს არ მქონია, უბრალოდ ვეწეოდი სიმულიაციას და თან ვიცი როგორ უნდა მოვაჩვენო თავი, როცა საქმე ეხება მეხსიერებას, აღქმას, კონცენტრაციის უნარს სადაც გინდათ იქ შემამოწმეთ, ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს“, _ ამბობს შანიძე ექსპერტიზის ერთ-ერთ დასკვნაში.

ამასთან დაკავშირებით, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სასამართლო პროცესზეც ისაუბრა. კაკაბაძემ აღნიშნა, რომ შანიძეს არა მარტო ფსიქიკური პრობლემები აქვს, მძიმე ფსიქოტროპულ წამლებსაც იღებს, რომელიც ნარკოტიკების შემცველია.

თუმცა, როგორც პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, შანიძეს არ აქვს ისეთი მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხელს შეუშლის აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს.

“ნარკოტიკებთან დაკავშირებით მე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შანიძეს ჩაუტარდა ექსპერტიზა, ისევე როგორც ბეჟანიძეს. ექსპერტი  დავკითხეთ სასამართლო დარბაზში. მისი თქმით, შანიძეს აქვს ორგანული პიროვნული აშლილობა, ეს არის დაავადება, რომელიც არ პროგრესირებს, მაგრამ სულ აქვს და საჭიროებს კონტროლს. თუმცა, დამახსოვრებისთვის, აღქმისთვის, გადმოცემისთვის ამას არანაირი შემხებლობა არა აქვს. როცა დავნიშნეთ ექსპერტიზა, შანიძეს დაესვა ორი შეკითხვა: იყო თუ არა შერაცხადი მაშინ, როცა ოთხმეზურის საქმე მოხდა და ხომ არ აქვს ისეთი ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხელს შეუშლის მის რაღაცის დამახსოვრებას, აღქმას და გადმოცემას. ექსპერტმა თქვა, რომ მე შერაცხადობაზე ვერ ჩავატარებ ექსპერტიზას, რადგან ეს უნდა ჩატარდეს რაიმე ქმედებასთან დაკავშირებით, ეს უნდა ეხებოდეს შანიძის დანაშაულოსო. რომ მან ჩაიდინა რაღაც ქმედება და ამ ქმედებასთან მიმართებაში უნდა მეკითხებოდეთ იყო თუ არა მაშინ შერაცხადი. შანიძე მოწმეა და მე ვერ ჩავატარებ მის შერაცხადობაზე ექსპერტიზასო. ჩვენი მეორე კითხვა ეხებოდა _  შეუძლია თუ არა შანიძეს რაიმეს რომ დაინახავს სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და მოყვეს. ამაზე ექსპერტმა თქვა, რომ შეუძლია. ის ფსიქიკური პრობლემა, რომელიც შანიძეს გააჩნია, არანაირ შემხებლობაში არ არის მის მიერ რაღაც მოვლენების აღქმასთან“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორმა არ უპასუხა ადვოკატის განცხადებას, რომლის თანახმადაც შანიძეს სიმულაციის უნარი აქვს.

“სიმულიანტობასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით, ჩვენ რაც გამოვიკვლიეთ ექსპერტი, იქ სიმულიანტობაზე არ გვისაუბრია“, _ აღნიშნა გულუაშვილმა.  

რის გამო შეიძლება თანამშრომლობდნენ მოწმეები პროკურატურასთან

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის, ასლან ბეჟანიძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, შანიძისა და მორჩილაძის პროკურატურასთან თანამშრომლობა ეჭვს აჩენს. ადვოკატი ფიქრობს, რომ შანიძე თანამშრომლობისთვის, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან სრულად გაათავისუფლონ.

“სისხლის სამართლის კოდექსის 373 პრიმა მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად შესაძლოა გადაიხედოს მისი სასჯელი. კერძოდ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების ან სასჯელის სახის შეცვლის, ან სასჯელისგან სრულიად გათავისუფლების თაობაზე. სწორედ ამ მუხლიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შანიძე ამ მიზნით თანამშრომლობს გამოძიებასთან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მას წარსულში არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, 33 წელიც კი ჰქონდა მისჯილი და სასჯელი მინიმუმამდე აქვს დაყვანილი, კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება შანიძისა და პროკურატურის თანამშრომლობაზე”, _ აღნიშნავს კაკაბაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, 11-12 წლის წინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ აღნიშნულ საქმეებში მოწმეებად დაკითხული პირები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ. თუმცა, “გურია ნიუსი” ამის შესახებ კიდევ ერთ სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე დასკვნითი სიტყვები ბრალდებისა და დაცვის მხარემ ხვალ უნდა წაიკითხოს, ირაკლი გურაბანიძის მკვლელობის საქმეზე კი, ბოლო პროცესი 23 დეკემბერსაა ჩანიშნული.

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, 2016 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, სტატიაში ნახსენებ მეორე საქმეზე, რომელიც 2005 წელს მომხდარ, ირაკლი გურაბანიძის მკვლელობას ეხება, შოთა შანიძისა და გიორგი მორჩილაძის ჩვენებებზე დაყრდნობით, ამავე სასამართლოს მეორე მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ, ბრალდებულ გიორგი შალამბერიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

თუმცა, პრობლემა არის ის, რომ მოწმის გამოძიებასთან თანამშრომლობის ვადა კანონით დადგენილი არ არის. ეს კი ქმნის საფრთხეს, რომ საგამოძიებო უწყებამ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ამა თუ იმ პირის ჩვენება დანაშაულების გასახსნელად.

“გურია ნიუსი” აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით მუშაობას სააპელაციო ეტაპზეც აგრძელებს.

ამავე თემაზე: 

პროკურატურის „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან – ნაწილი II

ექსკლუზივი – 12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

ექსკლუზივი – რატომ შეუცვალეს საპატიმრო დაწესებულება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულს

რა არგუმენტებით დაასაბუთა მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულის უდანაშაულობა

მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს (ფოტორეპორტაჟი)

გაზიარება16Tweet10Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

დეპუტატთა მონიტორინგი

დამარტყა და შემდეგ იარაღი მომაბჯინა _ ტელეწამყვანი სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14.09.2026
პოლიტიკა

კომისიის ახალი თავმჯდომარე და სამ მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები _ ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის საკითხები

12:05; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო