https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ლახტაობის ჩემპიონატი, მწვრთნელი დირექტორები, იდენტური შტატები

11:12; 19.12.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიის მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ შემცირებები უკვე დაანონსდა., მათ შორის ა(ა)იპ-ებში, რომელთა უფუნქციობაზე წლებია, საუბრობენ.

ანონსის მიუხედავად, ამ დრომდე არავინ იცის, როგორ უნდა მოხდეს თანამშრომელთა გაშვება და რა პრინციპით შეირჩნენ "უმუშევრობის" კანდიდატები.

უცნობია ისიც, მოხდება თუ არა ერთი ტიპის ა(ა)იპ-ების შერწყმა _ მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ჩოხატაურის სპორტის განვითარების ცენტრი და ჩოხატაურის სასპორტო სკოლა, სადაც შტატებიც კი იდენტურია _ მაგალითად, სელექციონერის შტატი, სამნეო ნაწილის ხელმძღვანელის შტატი, მეთოდისტ-ინსტრუქტორის შტატი. ორივე ა(ა)იპი სპორტის განვითარებითაა დაკავებული და ორივეს დირექტორი, პარალელურად, მწვრთნელებადაც მუშაობს _ სასპორტო სკოლის დირექტორი თამაზ ძნელაძე, რომლის ხელფასი 700 ლარია, ამავე სკოლაში ფეხბურთის მწვრთნელადაც მუშაობს ნახევარ შტატზე და მისი ხელფასი ამ თანამდებობაზე 300 ლარს შეადგენს იმ ფონზე, როცა სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მწვრთნელებს ხელფასი 400 ლარი აქვთ. ამ ა(ა)იპის დაფინანსება წლევანდელ ბიუჯეტს 268 ათასი ლარი დაუჯდა და აქედან, ხელფასებზე 220 000 ლარი გაიცა.

ძნელაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ის პროფესიონალი მწვრთნელია და ეს თანხაც "დამსახურებულად ეკუთვნის. ამბობს იმასაც, რომ ამით კანონს არ არღვევს. მართალია, ძნელაძეს კანონი არც მაშინ დაურღვევია, როცა საკუთარი რძალი ინგა წიტაიშვილი ნახევარ განაკვეთზე მედდად დანიშნა და 250-ლარიანი ხელფასი დაუნიშნა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მთლიან განაკვეთზე დასაქმებულთა ხელფასებს ამავე ა(ა)იპ-ში, ნათელი ხდება, რომ ნათესავები პრივილეგიებით სარგებლობენ.

ამ ა(ა)იპში ფუნქციონირებს რაგბის, ფეხბურთის, თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის და ძიუდოს წრეები. აქ შესაძლებელია მძლეოსნობის, ბალახის ჰოკეის, კალათბურთისა და ჭადრაკის შესწავლა. აღსანიშნავია, რომ კალათბურთის სექცია წლების განმავლობაში მხოლოდ მწვრთნელის ხელფასისთვის ფუნქციონირებდა, რაზეც "გურია ნიუსმა" სტატია მოამზადა და მას შემდეგ გუნდიც გაკეთდა.

_ მითითებებს ჩვენც ვიღებთ და არ გვწყინს, როცა შენიშვნებს გვაძლევენ. თქვენი სტატიის შემდეგ გუნდი ჩამოყალიბება დავიწყეთ. ახალშექმნილია და ჯერ მიღწევები არ აქვს. 12 გოგონა და 18 ბიჭია გუნდში. ზოგადად, გურიაში კალათბურთი არ არის პოპულარული, თუმცა, ვცდილობთ რომ გავხადოთ, _ გვითხრა ძნელაძემ.

მისივე ინფორმაციით, გაცილებით წარმატებულია ბალახის ჰოკეის და ჭიდაობის სექციები:

_ ყველაზე დიდი წარმატება ჰოკეის გუნდს აქვს _ ჩვენი 3 აღსაზრდელი საქართველოს ნაკრების წევრი იყო. ახლა კი, 2003-იან ასაკობრივ ნაკრებში, საქართველოს ღირსებას იცავს კოხნარელი საჯარო სკოლის მოსწავლე. ჩვენი გუნდი საქართველოს ჩემპიონატში ყოველ წელს სამეულშია. რაც შეეხება ჭიდაობას, აქაც გვაქვს მიღწევები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. მეორე-მესამე ადგილებს ყოველთვის იკავებენ ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებიდან, _ აღნიშნავს სპორტსკოლის დირექტორი.

თამაზ ძნელაძის მსგავსად, მწვრთნელის ხელფასს იღებს სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ჯინჭარაძეც. დირექტორობის 700-ლარიანი ხელფასის გარდა, მას, როგორც ლელოს მწვრთნელს, ნახევარ განაკვეთზე 320 ლარის ანაზღაურება აქვს. ამ ა(ა)იპ-ის დაფინანსება 2016 წლის ბიუჯეტში 165 000 ლარია და აქედან, ხელფასებზე 135 ათასი ლარი დაიხარჯა.

ჯინჭარაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ჩოხატაურის ლელოს გუნდში 25 სპორტსმენია და სულ ცოტა ხნის წინ, ფოთში გამართულ ჩემპიონატზე, 12 გუნდს შორის მეოთხე საპრიზო ადგილიც დაიკავეს:

_ ვარჯიშები გაზაფხულამდე არ გვაქვს, ცუდი ამინდებია, _ გვითხრა ჯინჭარაძემ და აღნიშნა, რომ მწვრთნელის ხელფასს მაშინაც იღებს, როცა გუნდს არ ავარჯიშებს.

მისივე თქმით, ხელფასს გუნდის არც ერთი წევრი არ იღებს და სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის გასამრჯელო მხოლოდ მას აქვს.

ამავე ა(ა)იპ-ში არის ასეთი შტატი _ ქართული ხალხური თამაშების და სპორტის ეროვნული სახეობის სპეციალისტი. ეს პოსტი ივანე კობიძეს უკავია და როგორც ჯინჭარაძე ამბობს, ბევრ ღონისძიებასაც ატარებს:

_ ცხენოსნობას, ლახტს, ლელოს ატარებს ბატონი ივანე.

_ ჩოხატაურში ლახტაობა ტარდება?

_ კი. მართალია, ფოტო არ მაქვს, მაგრამ შემიძლია, როცა გინდათ, ჩავატაროთ. სამი-ოთხი სოფელი მოვიწვიოთ, წრეში ჩადგებიან და ითამაშებენ.

_ ლახტაობას ივანე კობიძე ასწავლის სოფლის მცხოვრებლებს?

_ კი, ასწავლის, აკეთებს ამას.

სპორტის განვითარების ცენტრში არსებობს ჟოკეის შტატი, რომელიც შეჯიბრებებზე ჩოხატაურის სახელით გამოდის; ცენტრში ბაზიერთა სექციაცაა და ბაზიერიც ჰყავთ. როგორც ჯინჭარაძე ამბობს, ბაზიერთა სექციის უფროსის გიორგი ვაჩეიშვილის და ბაზიერ აკაკი ბერიშვილის მოვალეობაში მიმინოების დაჭერა შედის, რომელიც სახლში მიჰყავთ და უვლიან.

ამავე ა(ა)იპ-ის საშტატო განრიგის თანახმად, ბენია თავბერიძე სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზატორად მუშაობს და მისი ხელფასი 400 ლარს შეადგენს. თავბერიძე პარალელურად საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" ადმინისტრატორია და იქაც 400 ლარს იღებს. როგორც ჯინჭარაძე ამბობს, თავბერიძის მოვალეობაში სპორტული ღონისძიებების მოწყობა შედის. სპორტული ღონისძიების მოწყობა, ასევე, ევალებათ ავთანდილ მეფარიშვილს და კობა კალანდაძეს.

კლოდი მდინარაძე საავტომობილო სპორტის სპეციალისტად არის გაფორმებული და როგორც ჯინჭარაძე ამბობს, ბოლო დროს ჩოხატაურში გამართული ავტორალი მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა (რალი საავტომობილო სპორტის ფედერაციამ ჩაატარა).

სპორტის განვითარების ცენტრში ოთხი მეთოდისტ/ინსტრუქტორი მუშაობს და როგორც ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი ამბობს, ამ ადამიანებს ღონისძიებების ინსპექტირება ევალებათ.

კიდევ ერთი სპორტული ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი "ბახმაროა" _ 11 შტატიანი და 25 ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლით. მისი ხელმძღვანელი დავით ჩხიკვაძეა, რომლის ხელფასი 625 ლარია. კლუბის შენახვა ბიუჯეტს წელს 140 000 ლარი დაუჯდა და როგორც ჩხიკვაძე ამბობს, თანხის დიდი ნაწილი ხელფასებს მოხმარდა:

_ გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი მოხმარდა ფეხბურთელთა ხელფასებს, მათ კვებას, ტრანსპორტირებას. ამავე თანხიდან დაფინანსდა ბავშვთა აკადემია და გოგონების ჯგუფი. ყველა მიმართულებით გვქონდა შედეგები _ "ბახმარომ" პირველად შეძლო მეორე ადგილის დაკავება საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში, სადაც ჩვენ ვთამაშობთ. რაც შეეხება ქალთა ფეხბურთს _ ორი გოგონა საქართველოს ნაკრების წევრია, _ ამბობს ჩხიკვაძე.

_ ბატონო დავით, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე საკმაოდ სოლიდური დაფინანსება ეძლევა სპორტსკოლას. არ მიგაჩნიათ, რომ ერთი და იმავე ტიპის გუნდების დაფინანსება ბიუჯეტიდან მიზანშეწონილი არ არის?

_ ვის რა დაფინანსება ეძლევა, ჩემი საქმე არ არის _ მთავარი შედეგია. ფაქტი არის ის, რომ 2009 წლიდან დღემდე, "ბახმაროში" ჩოხატაურელი ფეხბურთელების დეფიციტია და კლუბი იძულებულია, აქცენტი ჩამოსულ ფეხბურთელებზე გააკეთოს, ეს, პირველ რიგში, ფინანსურადაც წამგებიანია კლუბისთვის.. "ბახმაროში" აქამდე თუკი ჩოხატაურელს უთამაშია, მათი 90 პროცენტი "21-ე საუკუნის" აღზრდილი იყო, იმ თაობის ფეხბურთელებიდან კი ბოლო სპორტსმენმა წელს დაანება ფეხბურთს თავი. ამიტომ გადავწყვიტეთ, აკადემიის შექმნა _ ჩვენი აღზრდილები ითამაშებენ ჩვენს გუნდში.

_ სასპორტო სკოლაც ხომ ფეხბურთელებს ზრდის, რატომ არ იყენებთ ამ რესურსს?

_ განვლილ სეზონში "ბახმაროში" სამი ფეხბურთელი გადმოვიდა სპორტსკოლიდან. დანარჩენმა პრეტენდენტებმა კლუბის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

_ დამატებითი ხარჯების გაწევით, ბიუჯეტის გაზრდით, იმ ფონზე, როცა, თითქმის ყველა თანხმდება მთავარზე _ ფეხბურთი ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს, თქვენ უკეთეს ფეხბურთელებს აღზრდით, ვიდრე სპორტსკოლა?

_ არ ვიცი, ვინაა ის "ყველა". მე ასე არ ვფიქრობ. ფეხბურთს ჩვენს ქვეყანაში დიდი ტრადიცია აქვს. სპორტის ეს სახეობა ბევრისთვის საყვარელი და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სანამ ბიზნესს არ ექნება დაინტერესება, რაშიც ხელი სახელმწიფომ უნდა შეუწყოს, მანამდე სუბსიდირება ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ფეხბურთი არ მოკვდეს. ხოლო ბიუჯეტის დაზოგვა სხვა უფრო რაციონალური ხერხებითაც არის შესაძლებელი, _ ამბობს ჩხიკვაძე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ აღნიშნული ა(ა)იპ-ების გაერთიანებაზე საკრებულოსთან ერთად მუშაობას იანვრიდან დაიწყებს:

_ საკრებულოსთან ერთად, გაზაფხულამდე შევიმუშავებთ კონცეფციას ერთი ტიპის ა(ა)იპ-ების გაერთიანებისთვის. ამ საკითხზე იანვრიდან ვიწყებთ მუშაობას და ვნახოთ, რა შედეგები იქნება, _ ამბობს კუჭავა.

_ ბატონო ირაკლი, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ, რომ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები მწვრთნელებადაც არიან გაფორმებულები და იმაზე მაღალ ხელფასს იღებენ, ვიდრე სხვა მწვრთნელები?

_ ეს საკითხიც იმ კონტექსტში გადაწყდება, რაზეც გესაუბრეთ.

_ იმაზე რას გვეტყვით, რომ ერთი და იგივე პირები რამდენიმე ა(ა)იპ-ში მუშაობენ?

_ კიდევ ვამბობ, რომ ყველა ეს საკითხი ჩამოსაყალიბებელი კონცეფციის ფარგლებში გადაწყდება, _ გვითხრა ჩოხატაურის გამგებელმა.

ჩოხატაურისგან განსხვავებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებაზე 4 ა(ა)იპ ზრუნავს _ საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთის გურია", საფეხბურთო სკოლა გოგონათა და რაგბის გუნდი, საფეხბურთო სკოლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი.

სპორტულ ცენტრში შტატში 5 თანამშრომელია, ხელშეკრულებით კი _ 64. მათი წლევანდელი ბიუჯეტი 375 ათას ლარს შეადგენდა, რომლის დიდი ნაწილი ხელფასებზე დაიხარჯა. ცენტრს გურამ იმნაიშვილი ხელმძღვანელობს, რომლის ხელფასი 800 ლარია:

_ 13 სპორტული სექცია ფუნქციონირებს, მათ შორის, ჭიდაობის 4 სახეობაა _ ქართული, ძიუდო, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი. ასევე, გვაქვს ცურვის, ჭადრაკის, რაგბის, კალათბურთი და კრივის სექციები. 32 მწვრთნელი გვყავს ხელშეკრულებით აყვანილი, _ გვითხრა იმნაიშვილმა.

როგორც გავარკვიეთ, ლანჩხუთის სპორტულ ცენტრში დასაქმებული მწვრთნელების ხელფასი 400-600 ლარის ფარგლებშია.

ცენტრში სელექციონერებიც ჰყავთ, რომლებიც, როგორც იმნაიშვილი ამბობს, "პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენით არიან დაკავებულები":

_ სელექციონერები, მწვრთნელებთან ერთად, სოფლებში დადიან და სპორტის პოპულარიცაზიას ეწევიან. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ბავშვებს კომპიუტერი ურჩევნიათ, თუმცა, ჩვენ ცდას არ ვაკლებთ. ამჟამად, ხუთასამდე აღსაზრდელი გვყავს და ეს სწორედ სელექციონერების და მწვრთნელების დამსახურებაა.

_ ბატონო გურამ, პრაქტიკაში გქონიათ, რომ სელექციონერებს წარმატებული სპორტსმენები ეპოვოთ?

_ კი, საკმაოდ ბევრი. ერთ-ერთი კი გიორგი შოთაძეა, რომელმაც ახლახან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გიორგი ცეკვაში დადიოდა, თუმცა, იპოვეს და სპორტში გადმონაცვლება ურჩიეს. შედეგიც სახეზეა, რომელიც მისი მწვრთნელის, ზაზა ღლონტის დამსახურებაა, _ ამბობს იმნაიშვილი.

როგორც გაირკვა, ლანჩხუთში ტრადიციული სპორტის სახეობების შესწავლა არ ხდება _ მათ შორის არც ლელოსი, რომლითაც ისინი "მთელ დუნიაზე" არიან ცნობილები:

_ რაგბის გუნდი გვყავს. ასევე, ცალკე ა(ა)იპ-ია გოგონათა რაგბის გუნდი, _ განმარტავს სპორტული ცენტრის დირექტორი, რომელსაც კითხვაზე _ საჭიროა თუ არა ერთი ტიპის ა(ა)იპ ლანჩხუთში, პასუხის გაცემა არ სურს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არაა.

ა(ა)იპ-ს "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა გოგონათა და რაგბის გუნდი" წლიური ბიუჯეტი 65 000 ლარია. ა(ა)იპ-ში სულ 12 თანამშრომელია, აქედან _ 6 მწვრთნელი. დაწესებულებას დურმიშხან ჩხაიძე ხელმძღვანელობს, რომლის ხელფასი 800 ლარია.

ჩხაიძის ინფორმაციით, სკოლაში 110 გოგონაა, რომელთა სპორტული მიღწევები ქვეყნის ფარგლებს სცდება _ ჩხაიძის 9 აღსაზრდელი საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრია.

ჩხაიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისი ა(ა)იპ ყველაზე წარმატებულია. იმასაც ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში შემცირებას ბევრი იმსახურებს, თუმცა, გამგებელს ურჩევს, მათ არ შეეხონ:

_ მე ვიცი, რომ ვართ ჩვენ. გეთანხმებით, ბევრი ა(ა)იპ-ია ერთი მიმართულების და მათი გამსხვილება შესაძლებელია, თუმცა, ამას ჭკუა უნდა, რასაც ლანჩხუთელების ჭკუა ვერ გაწვდა. სიმართლე მწარეა, _ გვითხრა ჩხაიძემ.

_ ბატონო დურმიშხან, კანონით ეს გადაწყვეტილება გამგებელმა უნდა მიიღოს. ზაზა ურუშაძეს უწუნებთ ჭკუას?

_ არ ვიცი მე გამგებლის ჭკუა, არ მაინტერესებს. მე მაქვს ჩემი ჭკუა და ვაკეთებ ჩემს საქმეს. საერთოდ კი გეტყვით, რომ ჩვენს შეხებას არ ვურჩევთ არც ერთს _ არც გამგებელს და არც არავის. ასე ჯობია. მიხედონ თავიანთ საქმეს. გვყოფნის, რასაც ხელს გვიშლიან და გვდევნიან.

_ ვინ გდევნით?

_ დამხმარე არავინ არ მინახავს ლანჩხუთში.

_ ბიუჯეტიდან ხომ გაძლევენ თანხას?

_ დახმარება ისაა, რომ მათხოვრად არ უნდა მაქციონ და თუ მაძლევენ, მომცენ, რადგან მე შედეგს ვუდებ. ერთი მითხრან, კაცთა ფეხბურთიდან რამდენი ჰყავთ ნაკრებში?! ბოლო-ბოლო სიმართლე უნდა ითქვას. სტადიონი მომცეს ვითომ, მაგრამ მოვლის ფული არ მაქვს. გასახდელი ჩვენ არ გვაქვს, გოგონებისთვის წყალი არ მაქვს, თამაშის შემდეგ რომ გადაივლონ. მანქანაში მაქვს ოფისი, ოთახიც არ გვაქვს. ჩაქნეული მაქვს ხელი _ ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვუვლი ამ გოგონებს. უფრო მეტიც, ახლა ჯგუფი ოზურგეთში კი გავხსენით ჩვენი სახელით. მწვრთნელი ოზურგეთელია, თუმცა, ხელფასს ჩვენ გადავუხდით. აი, ასე ვწვალობთ და ვაკეთებთ, _ ამბობს ჩხაიძე.

ა(ა)იპ-ის _ ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლა წლიური ბიუჯეტი 180 ათასი ლარია. შტატში 5 თანამშრომელია, ხელშეკრულებით კი _ 22. ა(ა)იპ-ს სულხან წილოსანი ხელმძღვანელობს, რომელიც მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო კრიზისი ბავშვთა ფეხბურთს არ უნდა შეეხოს:

_ ჩვენი სკოლაში 160 ბავშვია. 4 გუნდი მუდმივად მონაწილეობს აჭარა-გურიის ჩემპიონატში. ვფიქრობ, რომ ეს ის სფეროა, რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. მე, პირადად, საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ვარ, ვეტერანი გახლავართ და ვაგრძელებ იმ ტრადიციას, რაც ლანჩხუთში ყოველთვის იყო. გვიმბალაურის ბაზაზე ვართ, რომელიც 10 წლის მანძილზე პირველად გარემონტდა, ბავშვებისთვის საშხაპეები გაკეთდა, _ ამბობს წილოსანი.

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ "გურიას", რომლის წარუმატებელი სეზონის შესახებ ყველასთვის ცნობილია, წელს მან ბიუჯეტიდან მილიონ 150 000 ლარი მიიღო (ამ თანხაში სტადიონის მოვლა-შენახვაც შედის), თუმცა, როგორც გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია ამბობს, მომავალ წელს "გურიას" ფეხბურთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

ლაშხია მიიჩნევს, რომ ერთი მიმართულების ცალ-ცალკე ა(ა)იპ-ი ბიუჯეტისთვის ზედმეტი ხარჯია:

_ ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, გაერთიანება ჯობს და ერთ ორგანიზაციაში მოქცევა. ა(ა)იპ-ების დაფინანსების 80% ხელფასებზე იხარჯება. თუკი გაერთიანება მოხდება, ბიუჯეტიც დაიზოგება, მაგრამ ამას მე არ ვწყვეტ, _ გვითხრა ლაშხიამ, რომელიც, ასევე, შეცდომად მიიჩნევს საფეხბურთო კლუბის ბიუჯეტიდან დაფინანსებას.

ლაშხიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძეც ეთანხმება:

_ ვმუშაობთ ა(ა)იპ-ების გაერთიანების საკითხზე. რამდენიმე დღეში ზუსტად მეცოდინება, რა სახით გახორციელდება. გეთანხმებით, რომ ბიუჯეტისთვის ზედმეტი ხარჯია და ამიტომაც გპირდებით, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ასე არ იქნება.

_ თუკი იცით, რომ ზედმეტი ხარჯია, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ აფინანსებდით?

_ გოგონათა სარაგბო და საფეხბურთო კლუბი ცალკე ა(ა)იპ-ად იმიტომ გავაკეთეთ, რომ ფედერაცია აპირებდა დაფინანსებას, თუმცა, ასე არ გამოვიდა.

_ ბატონო ზაზა, სწორედ ამ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სპორტული ტიპის ა(ა)იპ-ების გაერთიანებას ჭკუა სჭირდება. იმასაც ამბობს, რომ მათ ყველაზე მეტი პრობლემა აქვთ და მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტად წარმატებულები არიან. ასევე, გირჩევთ, რომ ამ ა(ა)იპ-ის გაუქმებაზე არც იფიქროთ…

_ მემუქრება თუ რა ხდება? რაც შეეხება ჭკუას, ყველას მოსაწონი ჭკუა ვერ გექნება. რას იზამ, ასეც ხდება. ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ. ახლა საჭიროა ოპტიმიზაცია და ასეც მოხდება, _ დაგვიკონკრეტა ურუშაძემ.

ქალაქ ოზურგეთში სპორტული მიმართულების სამი ა(ა)იპ-ი ფუნქციონირებს. რაგბის განვითარების კავშირი, რომლის შენახვაზე წელს 152 000 ლარი დაიხარჯა, საფეხბურთო კლუბი "მერცხალი" 147 000-ლარიანი ბიუჯეტით და გასულ წელს გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრი 445 000 ლარიანი ბიუჯეტით.

ცენტრში 72 თანამშრომელი მუშაობს და როგორც მათი ხელმძღვანელი გოჩა კვანტალიანი ამბობს, ყველა მათგანი საქმეს კარგად ართმევს თავს:

_ ჩვენ ცენტრს ძალიან ბევრი მიმართულებით აქვს წარმატება. სხვა რომ არაფერი, სწორედ ჩვენი ცენტრის აღზრდილია დავით ჩხარტიშვილი, რომელმაც წელს, საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ქვეყანა ასახელა. ჩვენთან სპორტის 15 სახელობის შესწავლა ხდება და მათ პროფესიონალი მწვრთნელები ასწავლიან, _ ამბობს კვანტალიანი, რომლის თვიური ხელფასი 800 ლარს შეადგენს.

ამ ა(ა)იპ-ში მწვრთნელების საშუალო ანაზღაურება 400 ლარია. როგორც გავარკვიეთ, ცენტრის 475 000-ლარიანი ბიუჯეტიდან, მიმდინარე წელს ხელფასებზე 310 365 ლარი დაიხარჯა.

რაგბის განვითარების კავშირის ხელმძღვანელის, თენგიზ კალანდაძის თქმით, მათი სახელფასო ბიუჯეტი 80 000 ლარია:

_ ჩემი ხელფასი 600 ლარს შეადგენს და ხელზე 480 ლარს ვიღებ. ორი მოწვეული მწვრთნელი გვყავს _ ქუთაისიდან და ბათუმიდან და მათ 800 ლარს ვუხდით. გუნდში 32 რაგბისტია და დიდი წარმატებებიც გვაქვს _ პირველ ლიგაში გადავდივართ, _ გვითხრა კალანდაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სპორტზე ზრუნვა კულტურის, სპორტის და ტურიზმის განვითარების ცენტრს აქვს დავალებული, რომლის წლიური ბიუჯეტი 345 800 ლარია. აქედან 252 ათასი ლარი ხელფასებზე იხარჯება. ა(ა)იპ-ს ავთანდილ სირბილაშვილი ხელმძღვანელობს, რომლის ხელფასი 800 ლარია.

_ უშუალოდ სპორტული ღონისძიებებისთვის და გასვლებისთვის 18 ათასი ლარი გვაქვს დახარჯული. რამდენიმე წრე გვაქვს _ ფარიკაობის, ჭიდაობის, რაგბის, კარატეს, ტაიკვანდოს და საცხენოსნო სპორტი. ბალანსზე 7 ცხენი გვყავს და რამდენიმე მათგანი საქართველოს ჩემპიონიცაა. ცხენების მოვლასა და კვებაზე, ჯამში, 11 000 ლარი იხარჯება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სირბილაშვილმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გამოკითხვა: როგორ აისახა ლარის გაუფასურება თქვენს ბიუჯეტზე?

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით შრი-ლანკის ორი მოქალაქე დააკავეს

ყველა სიახლე

სამართალი

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს – დახურულია 10 ობიექტი

14:20; 27.02.2026
საზოგადოება

მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში 1 მარტიდან ამოქმედდება _ დეტალები

13:22; 27.02.2026
საზოგადოება

წვიმა, ქარი და თოვა: ამინდი მკვეთრად გაუარესდება

13:14; 27.02.2026
საზოგადოება

ცვლილებაა – უმაღლესებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა და პროგრამების ჩამონათვალი განახლდა

12:51; 27.02.2026
საზოგადოება

როდის დასრულდება ლაშეს უბანში ხიდის მშენებლობა

12:44; 27.02.2026
ფინანსები

რომან გოცირიძე: “იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია”

12:34; 27.02.2026
პოლიტიკა

“მზად ვარ, პირდაპირ ეთერში მოვყვე” – გია ხუხაშვილი

12:33; 27.02.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც… შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!”

12:28; 27.02.2026
სამართალი

“ერთი საათი _ 120 ლარი” _ შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

11:52; 27.02.2026
სამართალი

თბილისში კაცმა დედა დაჭრა

11:40; 27.02.2026
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე – საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

11:28; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედი“ საკუთარ ბანკს – „იმედის ბანკს“ ქმნის

11:15; 27.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

10:10; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო