სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიაჩნია, რომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ ცვლილებების მიუხედავად, რაც ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლეობაში ადმინისტრაციული და შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირებას გულისხმობდა, უმეტეს საბიუჯეტო ორგანიზაციებში, შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა გეგმიური რიცხოვნობა უცვლელი რჩება და გაურკვეველია, რის საფუძველზე გეგმავს მთავრობა შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირებას.
სახელმწიფო აუდიტის პირველი მოადგილის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტი საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების შემცირების მომხრე არ არის, მაგრამ მიიჩნევენ, რომ თუ პრემიერბის და დანამატების გაცემის თვალსაზრისი შეიცვლება, სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვას შეძლებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე რამდენიმე წელია სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს, მთავრობას ჯერაც არ წარმოუდგენია ბიუჯეტით გათვალისწინებული საშტატო რაოდენობა.
შტატები ბიუჯეტით გაბერილია, რეალურად დასაქმებულ პირთა რაოდენ¬ობა კი ხარჯებთან შედარებით ნაკლებია“, _ აღნიშნა ლომჯარიამ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.
გარდა ამის, სახელმწიფო აუდიტის პირველი მოადგილე ფიქრობს, რომ სახელმწიფო ორგანიზაციები ვერასოდეს ასაბუთებენ ბიუჯეტში დარჩენილი თანხების პრემიებისთვის და დანამატებისთვის გაცემის საფუძველს, მათი გაცემა კი ისევ მასშტაბურად ფიქსირდება.
„ზოგ შემთხვევაში დანამატი ერთი წლის წინს¬წრებითაც გაიცემა, რაც სრულიად ეწინა-აღმდეგება დანამატის გაცემის განაწესს. მართალია, 2014 წელს მთავრობამ მიიღო დადგენილება და პრემია-დანამატების გაცემის წესი თითქოს განისაზღვრა, თუმცა ბიუჯეტში დანამატების მოცულობა მაინც გაიზარდა. თავდაპირველად, პრემია დანამატმა ჩაანაცვლა, თუმცა ბოლო პერიოდში¬ ორივე – პრემიისა და დანამატის გაცემა მასშტაბურად ფიქსირდება. ამიტომ 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში გვქონდა რეკომენდაცია, ზუსტი საშტატო რიცხოვნობა დადგენილიყო, რაც ბიუჯეტში ასახულ ხარჯებს შეამცირებდა“,-განაცხადა ლომჯარიამ და აღNიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნის გათვალისწინება სახელმწიფოს საშალებას მისცემდა, ბიუჯეტის ხარჯები არა მხოლოდ თანამშრომელთა შემცირების ხარჯზე დაეზოგა.