ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის რაშიდ კანჯი-ოღლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად 12- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიგა ოთხოზორიას ოჯახი უკმაყოფილოა, რადგან როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, გამოძიების პროცესში მკვლელობის მოტივი არ გამოკვეთილა.
ამასთან, ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ოთხოზორიას ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი ამჟამად დაკავებული არ არის.