ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის შეძენა ხვალისთვის 2.6692 ლარადაა შესაძლებელი. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6478 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0214 ლარი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7858 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0325 ლარი შეადგინა.