https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ტრაქტორი სურათის გადასაღებად რომ დააყენეს “რაიკომის” წინ, ეს არის დახმარება?!”

19:01; 21.01.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

 

გლეხისა და მიწის ურთიერთჩივილის შესახებ ნაკლებად ესმის ვინმეს, მით უფრო, ხელისუფლებას, რომელიც, თითქოს, გამუდმებით ადამიანებზე ზრუნავს, თუმცა, სინამდვილეში  ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად ჯერ არავის მოუცლია. ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დანიშნული ლაშა ღლონტი, რომელიც სოფლის მეურნეობის საკითხებს კურირებს, “გურია ნიუსთან” ინტერვიუში, გლეხებისადმი რჩევების მიცემით შემოიფარგლა, რამაც არაერთი სოფლის მეურნის გაკვირვება გამოიწვია და რჩევების მიცემას იქეთ შეპირდნენ ახალგაზრდა აგრონომს, მიუხედავად მისდამი და მისი განათლებისადმი პატივისცემისა.
“გურია ნიუსი”, როგორც ყოველთვის,  სოფლის არაერთ მცხოვრებს, უშუალოდ მიწაზე მომუშავე  ადამიანს შეხვდა, ვინც მამაპაპისეულ საქმეს ვერ ელევა, მიწის და შრომის ფასი იცის, მაგრამ ეკონომიკური ყოფა გასაქანს არ აძლევს, რომ მეურნეობა მოამჯობინოს.
გენო მახარაძე: _ ძალიან კარგია, თუ აგრონომიული განხრით, ხელისუფლებიდან ვინმე გლეხისთვის იზრუნებს და, საერთოდ, სოფლის მეურნეობას მიხედავს, მაგრამ ცარიელი რჩევა ვის სჭირდება, ეს გამაგებინონ. შესაწამლი პრეპარატი რომ ვიყიდო, ფასს თუ შევწვდები? ეს მოაგვარონ!  საწვავი რა ღირს, რომ წავიდე სოფელში, სადაც საკმაო ფართობი მაქვს? გადასაადგილებლად რომ მჭირდება, იმდენი საწვავის ყიდვა მიჭირს, ახლა ხვნა-თესვას რამდენი სჭირდება, ესეც იკითხე. მერე სასუქი, ტექნიკა… რომელი ჩამოვთვალო?  
თამარ ლომჯარია: _ გლეხს მუშაობას ვერავინ ასწავლის, თუიქნება ხელმისაწვდომ ფასში საწვავი, სასუქი; უპროცენტო ხანგრძლივ სესხს რომ გაიმეტებს მთავრობა მიწის ერთგული ხალხისთვის,  მაშინ იქნება საშველი… არ მითხრათ ახლა, საიდანო. რჩევაზე უფრო, ეს გვჭირდება, რა დროს მარჩიელობაა? 1 ჰა ფართობზე სხვადასხვა კულტურის მოყვანას რა თანხაც სჭირდება საწვავის, სასუქის თუ თესლის ჩათვლით, ამის მარაგი სოფლის მცხოვრებთა უმეტესობას, შინ არასოდეს აქვს, დასაქმებულია ვინმე თუ რა? რამდენიმე ტრაქტორი სურათის გადასაღებად რომ დააყენეს “რაიკომის” წინ, ეს არის დახმარება?!
თამაზ ლომჯარია: _ გლეხს არ აქვს გასაქანი, რჩევაზე უფრო რომ დახმარება გვჭირდება, ეს თუ არ იციან, მაშინ, რა იციან? დაუჩემებიათ, ფერმერები უნდა გაგხადოთო. ჯერ ერთი, გლეხი ასე უსაშველოდ რით განსხვავდება ფერმერისგან?! მეორეც, სანამ მძლავრი ფერმერული მეურნეობა გვექნება, მანამ რჩევებს ვუსმინოთ? გლეხს სჭირდება თანხა, საწვავი, სხვადასხვა მინერალური სასუქი, შესაწამლი საშუალებები. ფული გადაინახეო, რომ გვირჩევს, ეგ კაცი ჩვენებურია? სად მაქვს, რომ შევინახო? მასეთ მასწავლებლებზეა ნათქვამი, ვაგონია ჩამომდგარიო.
სოფლების მკვიდრ, შრომაში გამოცდილ სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან შეხვედრის შემდეგ, “გურია ნიუსი” კვლავ ეწვია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს სოფლის მეურნეობის საკითხებში ლაშა ღლონტს. იგი გულღია და დაუზარელი მოსაუბრე ნამდვილად არის და რასაც ამბობს, ეტყობა, თავად ძალიან სჯერა:
_ ბატონო ლაშა, თქვენი წინა ინტერვიუ, საკმაოდ შემაშფოთებელი დარჩა მიწასთან მომუშავე ადამიანებისთვის… ამბობენ, ვის სჭირდება მაგათი რჩევა, ხალხს ეკონომიკურად მოგვხედონ და ჩვენ თვითონ ვეპატრონებით ჩვენს კარ-მიდამოსო.
_ რატომ არ სჭირდებათ? მანდარინს რომ აკლია შეწამვლა, გასხვლა, რეგულარულად ორგანული სასუქის შეტანა, ასევე _ მინერალურის, ხან ნაკელი შეაქვთ, ხან არ შეაქვთ, ხან სხლავენ, ხან _ არა, ჰგონიათ, თუ მიუშვებენ, მცენარე თავისით დაარეგულირებს ყველაფერს? სასუქის ფული თუ არ აქვთ, შეიძლება ოჯახში მომზადდეს კომპოსტი. ადგებიან და ნედლ ნაკელს პირდაპირ მცენარის ძირში ყრიან,
ელემენტარულ რაღაცეებს არ ითვალისწინებენ, უბრალოდ, ჟიჟის  დამზადებასაც თავისი წესი აქვს.
_ გლეხები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ მათთვის გამოყოს იაფი კრედიტი და დაეხმარონ სოფლის მეურნეობის აღორძინებაში. ამ ეტაპზე თავს ხელისუფლებისგან მიტოვებულად თვლიან…
_ სახელმწიფოს სად აქვს მაგის ხარჯები? კომუნიზმი კი არ არის, ყველას გამოუყოს სასუქი ან შესაწამლი პრეპარატი უფასოდ. დამთავრდა კომუნისტების დრო, ახლა ბიუჯეტიდან გლეხს არავინ მისცემს მუქთად არაფერს.
_ კი, მაგრამ, ისევ მოქალაქეების მიერ შექმნილ ბიუჯეტში ძალიან მაღალი ხელფასებისა და პრემიებისთვის ხომ აქვს ხარჯები? ამ დაქცეულ ქვეყანაში რომ, მაგალითად, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, სოლიდურ ხელფასთან (2360 ლარი!)  ერთად, იმავე რაოდენობის პრემიას იღებს საახალწლოდ, თავის თანამშრომლებთან ერთად, ეს ნორმალურია?
_ ეს მე არ მეხება და არც ვიცი ამის შესახებ. მე ვამბობ იმას, რომ გლეხმა როგორმე უნდა გადაინახოს ხვნა-თესვის ფული, გაზაფხულზე ყველა იძახის, არ მაქვს საშუალება და ყანას ვერ დავთესავო, მოვა ივნისის დასაწყისი და მერე ყველა თესავს, ზოგი ქათამს ყიდის, ზოგი _ გოჭს, ცოტა ადრე რომ გაყიდოს ის ქათამი თუ გოჭი, არ შეიძლება?
_ “გამარტება” _ ეს მშიერი დროა! ამიტომ ხდება ბატონო ლაშა, ასე, მაისის ბოლომდე კი რაღაცით მაინც სულს ითქვამს გლეხი, ვიღაცას ნისიად ეხვეწება ყანის დახვნას, ვიღაცას თხილის სეზონამდე ფულის სესხებას თხოვს, არ შეიძლება, მათ კრედიტი მისცენ? ვიღაცამ ხომ უნდა გასწიოს ამ საქმის ორგანიზება?
_ მერე რით არის გარანტირებული, რომ იმ სესხს გადაიხდის? ვთქვათ, ვერ მოიწია ბარაქიანი მოსავალი, პროცენტსაც ვერ გადაიხდის არა თუ ძირეულ თანხას, უნდა მოვიფიქროთ რაღაც, არსებობს მანდარინის მომგებიანი ჯიშები, ყინვაგამძლე, ადვილად შესაკრავი, ბლომად ისხამს, გვალვასაც უფრო უძლებს.
_ ასეთი ჯიშის მანდარინი რომ დარგონ, 3-4 წელი ხომ უნდა, მოსავალი რომ მიიღონ? მანამ რა ჭამონ?
_ კუთვნილი მიწის ფართობიდან გამოყონ ნაწილი, რაზეც დარგავენ მანდარინს, დანარჩენზე სხვადასხვა კულტურა მოიწიონ და ასე გაიტანონ თავი.
_ ბატონო ლაშა, თქვენ ისეთ რჩევებს ხომ არ აძლევთ გლეხებს, შვილიშვილი რომ ბებიას რაღაცეებს ასწავლიდა? რასაც თქვენ ურჩევთ, ფიქრობთ, რომ მათ ეს არ იციან? ის კი არა და, ლამის დაავიწყდათ ეს ყველაფერი. ჩაის ფაბრიკები რომ დაშალეს და ჩაის კულტურა გაავერანეს, ამაზეც უკმაყოფილოა ხალხი, ამბობენ, თავს ჩაით ვირჩენდითო…
_ ის ფაბრიკები დასანგრევი იყო და იმიტომ დაანგრიეს, ძალიან დიდი მასშტაბის ფაბრიკები იყო, უხარისხო ჩაიზე მუშაობდნენ, ახლა მომხმარებელი ხარისხიან ჩაიზეა ორიენტირებული, პატარა მინი-ფაბრიკები აქვთ და კილოგრამ ჩაიში 1 ლარს კი უხდიან, თუ ვინმე მოკრეფს.
_ “მარტინ ბაუერს” რომ დაანგრევინეს მთელი ფაბრიკები და ჩაის მრეწველობის სისტემა, ეს იყო დასანგრევი? თუ დიდი ფაბრიკები არ იყო საჭირო, მის ადგილას პატარა რატომ არავინ ააშენა, თუ ჯართში ჩასაბარებლად უფრო ადვილი იყო?
_ ამაში მართალი ბრძანდებით, გემი ისე არ შეიძლება დაიშალოს, ნავი არ გამოვიდეს, თუმცა ეს მეპატრონეზეა დამოკიდებული და მე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. გლეხს რაც არ უნდა ურჩიო, მაინც ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს, მართალიც არის, რადგან ძალიან დიდხანს ატყუებდნენ მას. იგი მაინც უნდა დაფიქრდეს, შეარჩიოს ოპტიმალური ვარიანტი და სხვადასხვა კულტურა გამოსცადოს, 2-3 წელი მოითმინოს და შედეგსაც მიიღებს. მე გლეხისკენ ვარ, მინდა, ისინი ფერმერები გავხადო, სულ ვამბობდი, თუ კახელ გლეხს ვეხმარებით და სუბსიდირება ხდება, რატომ არ უნდა დავეხმაროთ გურულ გლეხს?
_ სიმინდთან დაკავშირებით მსურს გკითხოთ, თუნდაც ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე, გლეხს თითქმის მოსავლის ღირებულების საფასური უჯდება ყველა ჩასატარებელი სამუშაო, რაღაც ხომ უნდა დარჩეს, რა უნდა ქნას, როცა ყველაფერი ძალიან ძვირია? 
_ სიმინდზე ხელს ხომ ვერ ავიღებთ, მაგრამ გვალვაგამძლე ყვითელი სიმინდი უნდა დავთესოთ. ის ხარისხიანია, არ არის გენმოდიფიცირებული, რატომღაც ჭორებს რომ ყრიან, რაჭაში საუკეთესო შედეგი მიიღეს, ერთ ჰექტარზე _ 10 ტონა! ჩვეულებრივი, საადრეო, ძირითადად ერთტაროიანი სიმინდია. ვფიქრობ, ეს დიდ მოსავალს მისცემს გლეხებს, თესლიც არ ღირს ძვირი.
_ გაზაფხული ახლოვდება, თებერვალი კარს არის მომდგარი და ხეშიც წყალი მალე ჩადგება, როგორც ახალი კადრი, რას ეტყვით სოფელს, გლეხკაცს _ დამაიმედებელს, რომ გულში იმედი გაუჩნდეს?
_ სახელმწიფო აპირებს დიდი ფართობების აღწერა მოახდინოს, ჩამოჰყავთ ინვესტორთა ჯგუფი, უმჯობესი კია, ინვესტორმა იჯარით აიღოს ეს ფართობები, ექსპერტთა ჯგუფთან ერთად, შეამოწმებენ, რა რისკ-ფაქტორებია, რა სჯობია და რა _ არა. გლეხებს მისცემენ სამუშაოს, მიწის გამოუყენებლობა არის საცოდაობა. თითოეული მტკაველი მიწა უნდა იქნეს ათვისებული. ყველა რაიონში  კეთდება ათიდან ოც ჰექტრამდე საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც გაშენდება სხვადასხვა ახალი კულტურები, მოცვი, პავლონია, ყვითელი ჯიშის სიმინდი, ბამბუკი და დააკვირდებიან, რომელი სჯობს. გლეხი თვითონ აირჩევს, რომელი კულტურა იქნება მისთვის სარგებლის მომტანი.
_ პირადად თქვენ, რას ურჩევთ გლეხებს, თვითონ თუ გაქვთ რომელიმე კულტურის მოყვანის გამოცდილება, რომელმაც მოგება მოგცათ?
_ როგორ არა, მე დავრგე პავლონია, მქონდა კივიც, რისგანაც მშვენიერი ბიზნესი ვაწარმოვე. ასევე დათესილი მქონდა ყვითელი ჯიშის სიმინდიც, რომელიც შესანიშნავია. არის ჰიბრიდული, შიში ნურაფრის აქვთ. ბუნებრივი კატაკლიზმები კიდევ უფრო მეტად მოსალოდნელია, ამიტომ, სავარაუდო გვალვის პირობებში, უმჯობესი იქნება, ამ ჯიშის სიმინდი დავთესოთ. ვიმეორებ, მე გლეხისკენ ვარ და მაქვს უდიდესი სურვილი, თითოეული გლეხი უახლოეს მომავალში წარმატებული ფერმერი გახდეს.

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებამ წარმოაჩინა პრობლემა”- რას წერს ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

17:00; 8 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“კვერცხი ვერ ვიყიდე, არ აქვთ”- რით არის გამოწვეული დეფიციტი

15:44; 8 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

14 წლის გოგო დედა გახდა

14:25; 8 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ფოთში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

13:42; 8 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:45; 8 დეკემბერი, 2025

ასე ცხოვრობენ ადამიანები 21-ე საუკუნეში!

სხდომაზე 11 საკითხი განიხილეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებამ წარმოაჩინა პრობლემა”- რას წერს ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

17:00; 8.12.2025
სამართალი

მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

16:03; 8.12.2025
საზოგადოება

“კვერცხი ვერ ვიყიდე, არ აქვთ”- რით არის გამოწვეული დეფიციტი

15:44; 8.12.2025
საზოგადოება

14 წლის გოგო დედა გახდა

14:25; 8.12.2025
ფინანსები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

14:03; 8.12.2025
ფინანსები

500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა Helio AI-მ $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

13:50; 8.12.2025
საზოგადოება

ფოთში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

13:42; 8.12.2025
სამართალი

პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

13:14; 8.12.2025
საზოგადოება

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:45; 8.12.2025
სამართალი

გურიის პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა 

12:37; 8.12.2025
საზოგადოება

“წარმოუდგენლად მძიმე ამბავმა დაადუმა სოფელი” _ ცნობილია ჩოხატაურში გარდაცვლილი ფეხმძიმე ქალის ვინაობა

12:29; 8.12.2025
საზოგადოება

მეექვსე შვილს ელოდებოდა _ ჩოხატაურში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა

12:04; 8.12.2025
ზაფრანი

ვის შეუძლია უსაზღვროდ გამდიდრება

11:32; 8.12.2025
ზაფრანი

15 დღის შემდგომ გექნებათ არაჩვეულებრივი შედეგი” – ბიძინა კულუმბეგოვის 15-დღიანი დიეტა

11:30; 8.12.2025
პოლიტიკა

“ფრანგ პოლიტიკოსებს ქვეყანა თავზე ეშლებათ _ სანამ ჯიბეებში ფულს ჩაიდებენ, საკუთარ მოსახლეობაზე იფიქრონ”

11:14; 8.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო