USA TODAY-ის ინფორმაციით, „ოკლაჰომა სითის“ გამთამაშებელი, რასელ ვესტბრუკი, პირობას დებს, რომ „გოლდენ სტეიტის“ ცენტრალურ პოზიციაზე მოთამაშე ზაზა ფაჩულიას უხეში თამაშისთვის სამაგიეროს გადაუხდის, მაგრამ ფაჩულია უკან დახევას არ აპირებს.
როგორც ცნობილია, „გოლდენ სტეიტის“ და „ოკლაჰომა სიტის“ შეხვედრის პირველ ტაიმში ზაზა ფაჩულია რასელ ვესტბრუკს შეეჯახა და წააქცია.
"არ ვიცი,რატომ, მაგრამ ის მე დამეჯახა და წამაქცია, მაგრამ არაუშავს, პასუხს აუცილებლად გავცემ“,_განაცხადა ვესტბრუკმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფაჩულიას ვესტბრუკისთვის ბოდიში არ მოუხდია.
„სიუხეშე თამაშის ნაწილია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მე მას უხეშად მოვექეცი“,_ამბობს ფაჩულია.