დონალდ ტრამპისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სტატუსის ოფიციალურად მინიჭებამდე, THE TELEGRAPH-ის ინფორმაციით, 7 საათი რჩება.
მისი წარმომადგენლის თქმით, ტრამპის პირველი გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში „პირად“ და „ფილოსოფიურ“ საკითხებს დაეთმობა.
"ის იმსჯელებს რას ნიშნავს იყო ამერიკელი და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ის ასევე ისაუბრებს ინფრასტრუქტურისა და განათლების შესახებ",_ ამბობს ტრამპის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ტრამპის გამოსვლა დღის წესრიგს ნაკლებად გაითვალისწინებს.
"ვფიქრობ, რომ ტრამპის გამოსვლა ნაკლებად იქნება დღის წესრიგის მიხედვით და უფრო ფილოსოფიურ ხედვას დაეთმობა, კერძოდ, მისი გამოსვლა ტრამპის თვალით დანახულ სათანადო მთავრობისა და მოქალაქეების როლს შეეხება",_ამბობს წარმომადგენელი.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციას ვაშინგტონში ასობით ათასი ადამიანი დაესწრება, ხოლო ტელეეკრანებზე მილიონობით მაყურებელი თვალს მიადევნებს.