სიღნაღი – გელა გელაშვილი; დედოფლისწყარო – ალექსანდრე თამაზაშვილი; ლაგოდეხი – ლუკა კურტანიძე; ყვარელი – დავით ქევხიშვილი; ახმეტა – ზურაბ ზვიადაური; ბორჯომი – გედევან ფოფხაძე; ახალციხე – გურამ კუტალაძე; ადიგენი – ბიძინა გუჯაბიძე; ასპინძა – თემურ მაისურაძე; ონი – თამაზ ჯაფარიძე; მესტია – ვიქტორ ჯაფარიძე; საჩხერე – მანანა კობახიძე; ვანი – გოდერძი ტყეშელაშვილი; წყალტუბო – პაატა ზაქარეიშვილი; ხობი – გიგა ბუკია; ჩხოროწყუ – ლევან იზორია; ბათუმი – მურმან დუმბაძე.
“გურია ნიუსი” _ ბატონო ბიძინა, თქვენ წარმოადგინეთ ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატები, ეს ის რეგიონებია სადაც ეთნიკური უმცირესობების მაღალი მაჩვენებელია, რატომ არ არიან ისინი წარმოდგენილი მაჟორიტარ დეპუტატებად?
_ კონკრეტულად რომელი გაინტერესებთ? ადიგენში ქართველების რაოდენობა იცით როგორია, ახალციხეშიც ნახევარზე მეტი ქართველი გახლავთ. ახალქალაქში ვიცით სიტუაცია და ვეძებთ კანდიდატს. ჩვენთვის ძალიან მძიმე რეგიონია და გასაგებია, რომ ეთნიკურად სომეხი უნდა იყოს, თუმცა ძალიან გვიჭირს შერჩევა.
წალკაში, ეთნიკურად 60%-მდე სომხები არიან. იქ აიკ მელტოიანი დავასახელეთ. ძალიან კარგი კანდიდატურაა. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს.