მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” იურიდიული ჯგუფი რამდენიმე საათის წინ იმყოფებოდა გორის სამხარეო პოლიციაში, მათ განუცხადეს, რომ მსგავსი პიროვნება მათი წინასწარი დაკავების იზოლატორში არ იყო. მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ ცოტნე შენგელია სწორედ იქ ჰყავდათ დაკავებული.
იურიდიული ჯგუფის ქვემო ქართლის სამსახურის უფროსი, თედო კობახიძე აცხადებს, რომ შენგელიას დაცვის ყველა უფლება დარღვეულია. მას ეჭვი აქვს, რომ დაკავებულზე ახორციელებდნენ ზეწოლას და სწორედ ამიტომ მალავდნენ ამდენი ხანი.