"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, საკრებულოებში პარტიას 241 წევრი ჰყავს.
აღნიშნულის შესახებ განმარტებას პარტიის პრესსამსახური აკეთებს:
"მას შემდეგ, რაც პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტიის გარკვეულმა ნაწილმა დატოვა, საჭიროდ მივიჩნევთ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რამდენი საკრებულოს წევრი დარჩა ნაციონალურ მოძრაობაში და რამდენი გავიდა პარტიიდან.
საქართველოს მასშტაბით, სულ, ნაციონალურ მოძრაობას 276 საკრებულოს წევრი ჰყავდა, დღეის მონაცემებით კი ეს რიცხვი 241-ს შეადგენს.
პარტია ჯამში 14 საკრებულოს (მაშ შორის 5 ქალაქი, 9 თემი) 35 წევრმა დატოვა.
თბილისი – სულ იყო 7 საკრებულოს წევრი, საიდანაც 3 გავიდა
ახალციხე – სულ იყო 11 საკრებულოს წევრი, წავიდა 2
ადიგენი – სულ იყო 6 საკრებულოს წევრი, წავიდა 2
გურჯაანი – სულ იყო 6 საკრებულოს წევრი, წავიდა 4
ახალქალაქი – სულ იყო 1 საკრებულოს წევრი, წავიდა 1
ფოთი – სულ იყო 2 საკრებულოს წევრი, წავიდა 2
ზუგდიდი – სულ იყო 18 საკრებულოს წევრი, წავიდა 4
მცხეთა – სულ იყო 2 საკრებულოს წევრი, წავიდა 1
ხულო – სულ იყო 5 საკრებულოს წევრი, წავიდა 4
ჭიათურა – სულ იყო 5 საკრებულოს წევრი, წავიდა 1
ქუთაისის- სულ იყო 4 საკრებულოს წევრი, წავიდა 2
ხონი – სულ იყო 12 საკრებულოს წევრი, წავიდა 9“, _ აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.