გურიის ამბებით აღფრთოვანებული მიხაკო წერეთელი 1906 წელს წერდა: ,,…მოიგონეთ გურიის მოძრაობა. იქ თვითეულ სოფელსა ქონდა თავისი პატარა თავისუფლება: აღარც პოლიციელი, აღარც მღვდელის ბატონობა, – აღარც მემამულისა, აღარც მსაჯულისა, – ყოველივე გაჰქრა. სახელმწიფო უარყოფილ იქმნა.
წარმოიდგინეთ, რომ ამგვარად მოაწყეს საქმე ყველა სოფლებმა და მერე შეერთდნენ თავისუფლად… გურიაში ხომ აღარ იყო არც პოლიციელი, არც მსაჯული, არც საპყრობილე, და წამება ადამიანის, – შემდეგ, ზემოხსენებულ საზოგადოებაში სრულიად მოსპეს, ძირიანად ამოაგდეს ყველა დაწესებულებანი, რომელნიც გურულებმა უარ ჰყვეს, – და ესე იქმნება ანარქია, ე. ი. ის წესი ცხოვრებისა, როდესაც აღარც პოლიცია, აღარც ჯარი, მსაჯული, და ციხე აღარ იქმნება. ერთი სიტყვით, – ჩვენი სოციალიზმი – კომუნისტური და ანარქიულია, და ეს არის ჩვენი იდეალი".
ნაწყვეტი ირაკლი მახარაძის წიგნიდან "გურიის რესპუბლიკა".