ბერლინის საავადმყოფოში, საქართველოს კათალიკოს პატრიაქრის ილია მეორის ოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ჩვენი ინფორმაციით პატრიარქთან ამ წუთებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე იმყოფება, რომელიც "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ილია მეორეს საფრთხე არ ეუქრება:
_ ბატონო ანზორ, თქვენ რატომ იცავთ ილია მეორეს, საფრთხე ემუქრება?
_ არავითარი საფრთხე პატრიარქს არ ემუქრება. ჩემი ყოფნის მიზანი მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა. საპატრიარქოს უსაფრთხოება მუდმივად იყო ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს სხვა სპეც. სამსახურების მზრუნველობის საგანი. პატრიარქი უკვე წაიყვანეს საოპერაციოდ და კარგი იქნება ყველა ამის გარშემო გავერთინდებით.
_ პატრიარქის დაცვის გაძლიერება პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება?
_ კი, უკავშირდება. თუმცა, უფრო პრევენციული ხასიათისაა და როგორც გითხარით, უსაფრთხოების პრობლემა არ დგას.
_ შეგიძლიათ გვითხრათ რატომ დააკავეს მამა გიორგი მამალაძე?
_ მე შემიძლია დავადასტურო დაკავების ფაქტი. დანარჩენი ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს სთხოვეთ, _ გვითხრა ჩუბინიძემ.
შესაბამისი სამსახურები კი ამ დრომდე დუმს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიებას მთავარი პროკურატურა გრიფით საიდუმლოდ აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავე. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამავე საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, შაბათს საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იოსებ ოხანაშვილი დაკითხა. არსებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა პატრიარქის მოწამვლის მცდელობას.