საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ტიგნეში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზვავში 9 ადამიანი მოყვა, რომელთაგან 5 ამ დრომდე დიდი თოვლის მასის ქვეშაა მოყოლილი.
როგორც ცნობილია გასეულ წელს ზვავის ჩამოწოლის 45 შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც ჯამში 21 ადამიანი ემსხვერპლა.