ამ წუთებში ოზურგეთში თოვს. თოვლმა უკვე დაფარა მიწა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვატყობინებენ, თოვა 17 თებერვლამდე გაგრძელდება.
სინოპტიკოსები თოვლს საქართველოს სხვა რეგიონებშიც ვარაუდობენ. 14 თებერვლის საღამოდან 17 თებერვლამდე საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში და უღელტეხილებზე ქარბუქი და ზვავსაშიშროება, გზებზე ლიპყინული, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4–5 ბალიანი შტორმი.