ჩინეთის პროვინცია ხენანში პირველმა რობოტმა-პოლიციელმა დაიწყო მუშაობა. ის ქალაქ ჩჟენჩჟოუში რკინიგზის სადგურის მოსაცდელ დარბაზში პატრულირებს, – წერს gbtimes-ი.
რობოტის სიმაღლე ადამიანისას არ აღემატება, კორპუსზე სენსორული მიმღებები აქვს დამონტაჟებული და ბორბლებით გადაადგილდება. მას დამოუკიდებლად შეუძლია ტერიტორიის პატრულირება, სკანირება, ადამიანების სახეზე ამოცნობა და მგზავრების შეკითხვებზე პასუხების გაცემა. მას შეუძლია ასევე ტემპერატურის განსაზღვრა და ხანძრის საფრთხის შემთხვევაში გაფრთხილება.
ამ ეტაპზე რობოტი სატესტო რეჟიმში მორიგეობს. სავარაუდოდ, ის მალე ღამის ცვლაში დაიწყებს მუშაობას, როდესაც მოსაცდელ დარბაზში ყველაზე მეტი მგზავრია.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ჩინეთში რობოტი-ჟურნალისტის შექმნის შესახებ, რომელმაც თავისი პირველი სტატია გაზეთ Southern Metropolis Daily-ში გამოაქვეყნა. 300 იეროგლიფიანი ტექსტის დასაწერად რობოტს ერთი წამი დასჭირდა.