https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რეპორტაჟი ნოე რამიშვილის სოფლიდან, რომელიც თანდათან იცლება

11:02; 20.02.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დიდი ვანი სოფელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. სუფსის ხეობაში მდებარე დიდი ვანის თემი მოიცავს სოფლებს: გაღმა დობირო, გამოღმა დობირო, გურისტყე.

ამ სოფელში დაიბადა ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე ნოე რამიშვილი; ამავე სოფლის მკვიდრი იყო სახალხო არტისტი, ქართული ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო რამიშვილი; აქ დაიბადა ისიდორე რამიშვილი _ ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დამფუძნებელი კრების წევრი.

ამ ტრადიციებით მდიდარ სოფელს კიდევ არა ერთი წარმატებული ადამიანი აღუზრდია, თუმცა, წლებთან ერთად, ეს ყველას დაავიწყდა. უფრო მეტიც _ სოფელში, მიუხედავად მოსახლეობის დიდი ხნის თხოვნისა, დღემდე არ გაკეთებულა ნოე რამიშვილის მუზეუმი. დღემდე, არც სოფელში და არც ჩოხატაურში, ასევე არაფერი გაკეთებულა არც ნინო რამიშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად.

_ ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით, _ ამბობენ დიდი ვანში და იმაზე წუხან, რომ სოფელი მოსახლეობისგან თანდათან იცლება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ დიდი ვანის თემში ელენე ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიგრაციის მთავარი მიზეზი სამუშაო ადგილების არქონაა:

_ დაახლოებით, 10 წლის წინ, 250 ამომრჩეველი იყო სოფელში, დღეს კი, 112 ამომრჩეველია. 60-მდე კომლია და ბავშვების ჩათვლით, სოფლის მცხოვრებთა რაოდენობა 150-ს აღწევს. ძირითადად,  ერთსულიანი კომლებია . 80-90 წლის მოხუცები ამაგრებენ სოფელს. ახალგაზრდებს აქ გაჩერება არ უნდათ. ან როგორ უნდა გაჩერდნენ _ სამუშაო აქ არ არის და დაუსაქმებელი ადამიანი თავს როგორ ირჩენს?! _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ზაქარეიშვილი.

ადგილობრივების თქმით, თუ ასე გაგრძელდა, მალე სოფელი სრულიად დაიცლება:

_ თვე არ გავა, რომელიმე ოჯახი არ წავიდეს სოფლიდან ეს. ყველა მეორე სახლი დაკეტილია. აქ რომ დარჩნენ, რა აკეთონ? გზა ამ სოფელში არ არის, წყალი ჩვენ არ გვაქვს და გაზი. სამსახურზე ხომ არაფერს ვამბობთ _ სოფელში დასაქმებულ ახალგაზრდას ვერ ნახავთ. არადა, ერთ დროს აქ სიცოცხლე ჩქეფდა, ყველა ეზოდან ისმოდა ბავშვების ჟრიამული, _ ამბობენ უხუცესები და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ:

_ სოფელი უნდა ავაღორძინოთო, იქ მცხოვრებ ხალხს ხელი უნდა შევუწყოთო. რა ეტყობა ჩვენს სოფელს აღორძინებულის?! მთავრობის კაცს აქ საარჩევნოდ თუ ნახავთ მხოლოდ _ სხვა დროს ჩვენ არ ვჭირდებით. ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს ვერავინ ასწრებს, მაგრამ ეს მხოლოდ განცხადებებია, რომლითაც ტელევიზიიდან და გაზეთებიდან გვაწონებენ თავს, _ გვეუბნებიან დიდი ვანში, სადაც ძველ დროში აშენებული შენობები თანდათან ინგრევა _ როგორც აქაურები განმარტავენ, სოფელთან ერთად.

ერთადერთი სიახლე რაც სოფელში ასულებს დაგვხვდა, მოსაცდელია:

 _ ავტობუსს ამ გზაზე სიარული კი უჭირს, მაგრამ ჩვენ მაინც ვუცდით, ეგებ, ვინმე ღვთისნიერიც ამოყვეს და გადმოგვხედოს, _ იმედს არ კარგავენ სოფელში და მოსაცდელზე სახელდახელოდ გაკეთებული წარწერის _ "მოიტან _ მოგეცემა! წაიღებ _ წაგერთმევა!" ისტორიასაც გვიყვებიან:

_ სოფლის სკოლის დირექტორის იდეაა _ იქნებ, ვინმემ რამე აქეთ მოიტანოს, _ ამბობენ დიდი ვანელები.

წარწერის მეორე მხარეს მგლის სურათია. როგორც გამგებლის წარმომადგენელი ამბობს, მოსაცდელს მალე დათვის სურათიც დაამშვენებს:

_ ეს ფოტოები სოფლის რეალობას ასახავს. სოფელში მოსახლეობაზე მეტი დათვი და მგელია! საქონელს გარეთ ვერ ვუშვებთ, _ გვითხრა ელენე ზაქარეიშვილმა.

სკოლის დირექტორი გიორგი რამიშვილი ჩვენთან საუბრისას ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს:

_ მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფრასტრუქტურის არარსებობა და უყურადღებობაა. დიდთოვლობის დროს, მხოლოდ ცენტრალური გზა გაწმინდეს. არადა, პერიფერიულ უბნებშიც ცხოვრობს ხალხი. მაგალითად, დობიროში ერთი თვეა, გზა არ არის. სამი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ ის სამი ოჯახი უნდა იყოს პრიორიტეტული _ სწორედ ისინი აცოცხლებენ სოფელს, _ ამბობს გიორგი რამიშვილი, რომელიც ძალიან წუხს, რომ სკოლას, რომელიც 1886 წელს აშენდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თავმჯდომარის _ ნოე რამიშვილის მამის მიერ, დღეს მხოლოდ 14 მოსწავლე ჰყავს.

_ სოფლის მატეანე გვამცნობს, რომ კერძო სკოლაში თითქმის მთელი ჩოხატაურიდან დადიოდნენ ცოდნის დასაუფლებლად _ საჭამიასერიდან, ზემოხეთიდან, ბუკისციხიდან, დაბლაციხიდან, ნაბეღლავიდან და ჩოხატაურიდანაც კი, _ ყვება გიორგი რამიშვილი.

1890 წლიდან დიდი ვანში არსებობდა შვიდწლედი, 1924 წლიდან კი _ რვაწლედი.

_ 1946 წლის ზამთარში, ერთ ღამეს, მოხდა უბედური შემთხვევა და სკოლის შენობა ხანძარმა შთანთქა. დიდი ვანის საჯარო სკოლის ახლანდელი შენობა 1947 წელს არის აგებული იმდროინდელი ხელმძღვანელი მუშაკებისა და განათლების სამინისტროს დახმარებით. 1980 წელს დიდი ვანის რვაწლიანი სკოლა გადაკეთდა არასრულ საშუალო სკოლად (ცხრაკლასიან სკოლად).

 1999 წელს, დიდი ვანის არასრული საშუალო სკოლა, თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე პირველად გადაკეთდა საშუალო სკოლად, შემდეგ სკოლა საჯარო გახდა, _ დასძენს სკოლის დირექტორი, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ სწორედ მაღალმთიან სოფლებს უნდა მიაქციოს ყურადღება.

მისივე თქმით, სოფლის ცენტრში გაკეთებული წარწერის იდეაც, რომელიც სისრულეში სკოლის პედაგოგმა ვასილ რამიშვილმა მოიყვანა, ამას ემსახურება.

_ ის წარწერა ყველასთვისაა _ ხელისუფლებისთვის, რიგითი ადამიანებისთვის. თუნდაც იმისთვის, ვინ აქ გაივლის, მარილი მაინც დატოვოს, რომ შემდეგ სხვამ გამოიყენოს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ვასილ რამიშვილი.

აღსანიშნავია, რომ წარწერამ გაამართლა _ მოსაცდელში, სახელდახელოდ გაკეთებულ კარადაში მარილსაც იპოვით, ტყემალსაც, არაყსაც და ზოგჯერ, პურსაც, ოღონდ ადგილობრივების შეგროვებულს, რადგან როგორც აღვნიშნეთ და როგორც დიდი ვანში გვეუბნებიან, ხელისუფლება მათ მხოლოდ საარჩევნოდ სტუმრობს:

_ არაფერი მოაქვთ დაპირებების გარდა. სამაგიეროდ, ხმები მიაქვთ, _ გვეუბნებიან დიდი ვანში.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ხელისუფლება მაღალმთიან სოფლებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს:

_ ბატონო ირაკლი, დიდი ვანის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობენ, რომ მაღალმთიანი სოფლები თქვენთვის პრიორიტეტი არ არის. ამის დასტურად ისიც მოჰყავთ, რომ დობიროში ერთი თვეა, გზა თოვლისგან არ გაწმენდილა; იმასაც გვეუბნებიან, რომ ისინი მხოლოდ არჩევნებზე გახსენდებათ და ეს დამოკიდებულებაა მიზეზი იმისა, რომ სოფელი იცლება…

_ არ ვეთანხმები ასეთ შეფასებას იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა, განსაკუთრებით, მაღალმთიან სოფლებში, რამდენჯერმე გაიწმინდა. დღესაც (საუბარი ჩაწერილია 17 თებერვალს. რედ.) გაიწმინდა გზა დიდი ვანის გავლით სურების მიმართულებით. ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღალმთიან სოფლებს, რაც იქედანაც ჩანს, რომ სურების ხეობაში, ფაქტობრივად, ახალი გზის მშენებლობა იწყება უკვე მარტიდან, რომლის ღირებულება 2 644 000 ლარია.

_ და მარტამდე? არ ფიქრობთ, რომ სწორედ უყურადღებობის ბრალია სოფლის დაცლა? შეგიძლიათ, ამ სოფელში მცხოვრები  ერთი ადამიანი მაინც დაგვისახელოთ, რომლის დასაქმებაზეც იზრუნეთ?

_ მიგრაცია მხოლოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის პრობლემაა არაა _ ეს ზოგადად ქვეყნის პრობლემაა. რაც შეეხება დასაქმებას, ხელისუფლება არ ქმნის სამუშაო ადგილებს _ სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი, ხელისუფლება კი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნას უწყობს ხელს. დღეს ბიზნესი თავისუფალი რომ არის ისე, როგორც არასდროს, ამას ყველა აღიარებს.

როდესაც დაიწყება ზემოთ ნახსენები გზის პროექტი, შემსრულებელ კომპანიასთან გვექნება რეკომენდაცია, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის შემთხვევაში ანდა არაკვალიფიციური მუშა ხელის დაკომპლექტების დროს, ადგილობრივთა ინტერესები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული, _ გვითხრა კუჭავამ.

აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტი _ გზის სამუშაოები, მაქსიმუმ, 6 თვეს გასტანს. მერე კი წინ ისევ დიდი და სუსხიანი ზამთარია, რომელიც დიდი ვანში თითქმის 6 თვეს გრძელდება _ გრძელდება უგზოობით, უშუქობით და პრობლემების მატებით, რომელიც, როგორც გამგებელი ამბობს, "ბიზნესმა უნდა მოაგვაროს", ბიზნესმა, რომელიც ჩოხატაურში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში არ არსებობს, შედეგად კი ქრება სინათლე დიდი ვანის ოდა სახლებში _ სოფელს მოსახლეობა ტოვებს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მკვლელობაში ბრალდებულების - გია გვიჩიანსა და ნიკა ჩემიას განაჩენი ცნობილია

ლიბიაში დამხრჩვალი მიგრანტებით სავსე ნავი გამოირიყა

ყველა სიახლე

სამართალი

სირაძე: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, 15 პირს ბრალი წარედგინება – მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია

15:20; 3.02.2026
საზოგადოება

რა გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად

14:44; 3.02.2026
საზოგადოება

არალეგალური სასაკლაოები- სეს-მა ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

14:20; 3.02.2026
სამართალი

რუსთავის ქალთა ციხეში 70 წლის პატიმარი გარდაიცვალა

13:07; 3.02.2026
საზოგადოება

მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

12:20; 3.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთი ნოტარიუსის გარეშე

12:03; 3.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართება

11:28; 3.02.2026
საზოგადოება

სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება ყველა მოსწავლეზე არ გავრცელდება

10:36; 3.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელი ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება _ გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:27; 3.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ჭკვიანი ადამიანები

10:10; 3.02.2026
ზაფრანი

ვინ ხდება საკუთარი სიკეთის მსხვერპლი

10:08; 3.02.2026
ზაფრანი

ხართ თუ არა დაცული მაგიური ზეგავლენისგან

10:07; 3.02.2026
ზაფრანი

გახდომის საუკეთესო გზა

9:59; 3.02.2026
საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2.02.2026
სამართალი

რამდენი და რა სახის ვიდეოკამერა განათავსდა ოზურგეთში 2025 წელს

21:12; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო