https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“პოლიციის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტით დაუშვებელია”

22:01; 24.01.2011
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტი 2 მილიონ 689 ათასი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მილიონებიდან გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ 136 საჯარო მოხელეზე 1 032 100 ლარი დაიხარჯება, რაც გასულ წელთან შედარებით, 94 000 ლარით არის გაზრდილი; სოციალურ პაკეტზე 144 600 ლარია გათვალისწინებული, პოლიციისა და კუდ-ის დაფინანსებაზე კი _ 60 ათასი ლარი. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე ამბობს, ადმინისტრაციული ხარჯი მხოლოდ 40 ათასი ლარით გაიზარდა და ეს მატება ახალი სამსახურების შექმნით არის განპირობებული.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 2 689 100 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, უფრო კონკრეტულად კი 30,7%-ით, ხოლო 2009 წლის მონაცემებს _ 40%-ით. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები გასული სამი წლის განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდება.
როგორც “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” ეკონომისტი ლევან ჩხაიძე ამბობს, შემოსულობების სტრუქტურულად შემადგენელი მუხლი, შემოსავლები,  კლებადი ხასიათისაა. ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით 1 950 700 ლარია გამოყოფილი, მათ შორის, გათანაბრებითი ტრანსფერი 1 800 700 ლარი, ხოლო მიზნობრივი ტრანსფერი _ 150 000 ლარი.
მისი თქმით, ქონების გადასახადი 295 000 ლარს შეადგენს, სხვა შემოსავლები კი _ 416 000 ლარს, მათ შორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი 389 200 ლარით განისაზღვრა; სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისთვის მოსაკრებელი 300 000 ლარით; სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისთვის _ 88 200 ლარით; ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისთვის შემოსავალი 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17%-ით ნაკლებია; მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოების შენახვაზე 1 032 100 ლარი გაიხარჯება, მათ შორის, საკრებულოზე 250 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო გამგეობაზე _ 705 600 ლარი.
ჩხაიძის თქმით, სარეზერვო ფონდი 25 000 ლარით განისაზღვრა. საინვესტიციო პროგრამების თანადაფინანსებისთვის 30 000 ლარი გამოიყო. ადმინისტრაციულ ხარჯებში აღნიშნულია ჩოხატაურის ისტორიის მომზადების ხარჯი 1 500 ლარი, რომელიც წარმოადგენს კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას და შესაბამის მუხლში უნდა იქნეს ასახული.
მაჟორიტარი დეპუტატის შენახვის ხარჯი 6 000 ლარია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ანალოგიური მაჩვენებელი კი _ 5 000 ლარი. თავდაცვის ღონისძიებები _ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურზე გამოყოფილია 90 000 ლარი. სახანძრო დაცვის სამსახურის ხარჯები შეადგენს 115 000 ლარს, ხოლო პოლიციის დაფინანსებაზე, მათ შორის, კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ჩათვლით 60 000 ლარი გამოიყო. პოლიციის დაფინანსება თვითმმართველობის ორგანული კანონის თანახმად, არ განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებს. შესაბამისად, მისი დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებით დაუშვებელია. პოლიციის დაფინანსება ვერანაირად ვერ ჯდება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში იმ ფონზე, როცა მუნიციპალიტეტს მოგვარებული არ აქვს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო, რომელიც მუნიციპალიტეტის პირდაპირ ფუნქციას წარმოადგენს. პოლიციის შესახებ, საქართველოს კანონის თანახმად, პოლიციის დაფინანსება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანაც, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს დელეგირებული ხასიათი, რაც განაპირობებს მიზნობრივი ტრანსფერის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას, რაც არ ხდება. საკუთარი ინიციატივით პოლიციის დაფინანსება უფრო “თავისუფლების ბილეთს” წააგავს, ვიდრე ბიუჯეტის ფინანსებისადმი ხელმომჭირნედ მიდგომას.
ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციისთვის 189 000 ლარი გამოიყო. მათ შორის: საგზაო სამუშაოებზე გაიხარჯება 22 800 ლარი; გარე განათების რეაბილიტაცია-ექსპლოატაციაზე 63 000 ლარი; დასუფთავების ღონისძიებებზე 97 000 ლარი; უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციაზე 4 000 ლარი; საახალწლო ღონისძიებებზე 3 800 ლარი. ეს მაშინ, როცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტში აღნიშნულ პრიორიტეტულ მიმართულებას ინფრასტრუქტურის განვითარება-რეაბილიტაცია წარმოადგენს. ასევე პრიორიტეტების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოხდება, მომდევნო 4  წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლის 70%-ში ძირითადი გზები რეაბილიტირებული იქნება.
ჩხაიძეს არარეალურად მიაჩნია, 22 ათასი ლარით შესაძლებელი გახდეს, პრიორიტეტების  დოკუმენტში ჩამოთვლილი საქმიანობების გახორციელება თუ რა თქმა უნდა, დამატებითი სახსრების მოძიებას არ გეგმავს მუნიციპალიტეტი. თუმცა, ასეთი ჩანაწერები მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ არცერთ დოკუმენტში არ მოიპოვება.
ეკონომისტის განცხადებით, სკოლამდელი დაწესებულებების (ბაღები) შენახვაზე 405 000 ლარია გამოყოფილი. მათ შორის, 2011 წელს ახალი საბავშვო ბაღების გახსნა იგეგმება როგორც ჩაისუბანში, ისე კოხნარსა და საჭამიასერში. ბაღებისთვის გამოყოფილ თანხებში არსად  არის მითითებული არაფინანსური აქტივების ზრდა, ანუ გამოყოფილი 405 000 ლარი მთლიანად ბაღების მიმდინარე ხარჯებს მოხმარდება და არა მათ რეაბილიტაციას. ბაღები წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაშია და დაუყოვნებლივ რეაბილიტირებას მოითხოვს. სპორტული და კულტურული ღონისძიებების შენახვას 556 000 ლარი მოხმარდება, აქედან, სპორტულ  ღონისძიებებზე 103 000 ლარი დაიხარჯება, მათ შორის: სპორტის განვითარების ცენტრს 48 000 ლარი, საფეხბურთო კლუბ “ბახმაროს” _ 55 000 ლარი, სპორტსკოლის შენახვას კი 78 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ სპორტის განვითარება განისაზღვრება ძირითადად მიმდინარე ხარჯების დაფინანსებით(?!).
საქართველოს მთავრობის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “სოფლის  განვითარება საქართველოს მთავრობისთვის წარმოადგენს  მაგისტრალურ მიდგომას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. რეგიონული გზები, სოფლის განვითარების პროგრამა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  განვითარება, გაზიფიცირების პროგრამა, წარმოების დივერსიფიკაცია შექმნის საფუძველს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოსაზიდად და სოფლის მეურნეობის სოციალური ფუნქციის შესანარჩუნებლად”. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ დოკუმენტში განსაზღვრა ნაბიჯები აღნიშნული სტრატეგიის გასახორციელებლად. როგორ არის ასახული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და პრიორიტეტების დოკუმენტში მთავრობის ძირითადი სტრატეგია, მას ქვემოთ შევაფასებთ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “წყლით  მომარაგების  სისტემის  განვითარება  წარმოადგენს  მნიშვნელოვან  ფაქტორს რეგიონების  ეკონომიკური  განვითარების  დაჩქარების საქმეში.  ამიტომ, აუცილებელია, გახორციელებულ იქნას მათი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და შემდგომი განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებები. მიუხედავად იმისა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში უხვად არის მდინარეები, წყაროები და ღელეები, მოსახლეობას რიგ სოფლებში წყლის  პრობლემა აწუხებს. რიგ სოფლებში არ არსებობს ერთიანი ქსელი და წყლის გამწმენდი ნაგებობები, მათ გარეშე კი სასმელი წყლის მიღება დაუშვებელია. შესაბამისად, სასმელი წყლის უქონლობა მრავალი დაავადების წარმოშობის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ამ მიმართულებით სოფლებისთვის სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებისთვის არც ერთი თეთრი არ არის გამოყოფილი. შესაძლოა, პრობლემა ნაწილობრივ სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადაიჭრას, მაგრამ ამ ეტაპზე პროგრამის მიმართულებების შეფასება ნაადრევია, რადგანაც ბიუჯეტში პროგრამის ღონისძიებები განსაზღვრული არ გახლავთ.
ასევე, აღნიშნულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2010-2014 წლებში უმუშევრობის შემცირება ძირითადად გახორციელდება ეკონომიკური ზრდის ხარჯზე. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული, თუ არ ჩავთვლით ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებების  საინვესტიციო პროექტების გახორციელებაში მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას. მაგრამ ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობა იმდენად მცირეა, (22 000 ლარი) რომ ამ თანხით შესაძლებელია დამატებით მხოლოდ 3-4 ადამიანის დასაქმება. შესაბამისად, დასაქმების პრობლემის რეალური მოგვარებისთვის ან უმუშევრობის დონის შემცირების სტიმულირებისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სტრატეგიული მიდგომა არ გააჩნია. უფრო მეტიც, მუნიციპალიტეტში გასული წლების განმავლობაში არ შემუშავებულა ხედვა აღნიშნული პრობლემის რეალური გადაჭრის გზების ძიებისთვის. ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს და სექტორში გააუმჯობესოს მდგომარეობა, ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდის ხარჯზე ცდილობს, დროებით შექმნას დასაქმებულთა ვირტუალური გარემო. ვფიქრობთ, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა შექმნას დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამები. ამ მიმართულებით საკმარისი რესურსი გააჩნია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ეს შესაძლებელია როგორც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით, ასევე ბიუჯეტიდან პოლიციის დაფინანსების ამოღებით.
ჩხაიძე მიიჩნევს, რომ “საფინანსო სექტორში მაინც დიდია გამოცდილი და კვალიფიცირებული კადრების დეფიციტი. შიდა აუდიტის დანერგვასთან დაკავშირებით, შესაბამისი ტრენინგებისა და სასწავლო პროექტების შემუშავება, ეს საქართველოს მთავრობის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტშია აღნიშნული. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით 2011 წელს დაფინანსება არ გამოუყვია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ხელისუფლება არ ფიქრობს კადრების გადამზადებაზე. “გადამზადებული კადრები კი საზოგადოებისთვის მეტად კვალიფიციურ მომსახურების მიწოდებას გულისხმობს. უფრო მეტად კვალიფიციური კადრი აღარ დაუშვებს ისეთ შეცდომებს, როგორმაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი გასულ წელს შეაზანზარა. აქ ვგულისხმობთ ლეგალიზაციის კომისიის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას”, _ დასძენს “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” ეკონომისტი.
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ანტონ ხუნდაძის თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების მატება გამგეობაში შექმნილმა ახალმა სამსახურებმა გამოიწვია.
_ შეიქმნა როგორც იურიდიული სამსახური, ასევე  ადმინისტრაციული სამსახური და მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. სწორედ ამიტომ მოხდა ბიუჯეტში, გასულ წელთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა, ეს მატება არ უკავშირდება ხელფასის ან რაიმე სხვა ხარჯის ზრდას. ეს მხოლოდ და მხოლოდ ახალშექმნილ სამსახურებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში საკრებულოს თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, “რაც შეეხება ინფრასტრუქტურის  თანხების მოცულობას, მთავრობის დადგენილებით უკვე შეიცვალა. სოფლის განვითარების პროგრამებზე 540 ათასი ლარი გამოიყო, ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 300 ათას ლარზე მეტი. ამას დაემატება დაბა ჩოხატაურის წყალსადენის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები. ყველა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ადგილობრივი მცხოვრებლები დასაქმდება. რაც შეეხება საჯარო მოხელეების გადამზადებას, მეორე კვარტალში ბიუჯეტში დამატებით შემოსავლები იგეგმება და ცვლილებების გახორციელების თანახმად, თანხები ამ მიმართულებით გამოიყოფა. აქვე მინდა დავძინო, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათი პროექტების ფარგლებში, 26 იანვრიდან უკვე იწყება, როგორც საკრებულოში, ისე გამგეობაში დასაქმებულთა გადამზადების პირველი ეტაპი, რაც მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად”, _ გვითხრა ანტონ ხუნდაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გიორგაძე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ზურაბ ჩანტლაძე ზოტში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდნენ და როგორც სატელეფონო საუბარში განაცხადეს, ისინი თავიანთ მოსაზრებებს და კომენტარებს უკვე ზოტიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთებენ, რომელსაც “გურია ნიუსის” მომავალ ნომერში შემოგთავაზებთ.

 

სტატია მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სახალხო ინიციატივები დემოკრატიისთვის” ფარგლებში

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

18:29; 26 დეკემბერი, 2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად „მწვანე დაფინანსების რალი” გაიმართა

18:13; 26 დეკემბერი, 2025
ფინანსები

არ გამორჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები

16:16; 26 დეკემბერი, 2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქმნის განათლების შესაძლებლობებს

14:26; 26 დეკემბერი, 2025
ფინანსები

2026 წლის მთავარი დოკუმენტი ერთხმად დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

13:41; 26 დეკემბერი, 2025

ძალიან ჩვენებური საღამო

"პასუხისმგებლობა დაეკისრება ჯანდაცვის მინისტრს"

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

12:03; 28.12.2025
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

10:25; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით “მარიხუანა” ამოიღო-დაკავებულია 1 პირი

10:17; 28.12.2025
მსოფლიო

ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

10:14; 28.12.2025
მსოფლიო

უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

9:56; 28.12.2025
მსოფლიო

“15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

9:43; 28.12.2025
საზოგადოება

ოთხი ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს

9:30; 28.12.2025
ზაფრანი

“პოლიტიკური გამარჯვება”

9:22; 28.12.2025
ზაფრანი

„უიღბლო ინტერვიუ“

9:18; 28.12.2025
ზაფრანი

“მატარებელში მიამბო ერთმა მწერალმა” – რას იხსენებს რეზო მიშველაძე

9:14; 28.12.2025
სპორტი

ქსკ “ლანჩხუთის” მეკარე თათია გაბუნია სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

20:21; 27.12.2025
საზოგადოება

როგორ შევინახოთ მზა კერძები სწორად

19:15; 27.12.2025
საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

16:23; 27.12.2025
საზოგადოება

მეწყრული პროცესი განვითარდა, 14 ოჯახი გააფრთხილეს – რა ხდება შუახევში

16:16; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო