ის გურიის მხარის გუბერნატორ ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად დაბა ნარუჯის მოსახლეობას შეხვდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნარუჯაში, მიხეილს სააკაშვილიც იმყოფებოდა ლურჯი მოცვის პლანტაციების დასათვალიერებლად. ისევე როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, დასაქმების მინისტრმაც მედიის გარეშე მოისურვა ხალხთან შეხვედრა.
დასაქმების მინისტრმა ხელისუფლების მიერ საარჩევნო წელს დაგეგმილი პროექტის _ სამუშაო მაძიებელთა რეგისტრაცია გაპიარა. როგორც ცნობილია, ორ თვეში რეგისტრაცია დასრულდება და ერთიანი ბაზა უნდა შეიქმნას (ანუ სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასასწყისში) და შემდეგ კი ჩამოყალიბდება დამსაქმებელთა ბირჟა.
“გურია ნიუსი” მინისტრის ჩამოსვლის დეტალების გასარკვევად გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ეს სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიება იყო და დასაქმების სამინისტროსკენ გადაგვამისამართა.