https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პრეზიდენტო, თქვენი ყველა ვიზიტის დროს, 70 წლის ქალბატონს უმოწყალოდ სცემენ!

6:08; 15.08.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსი” ამ მასალაზე უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობს და ჟურნალისტური გამოძიების დასრულების შემდეგ ვაპირებდით მკითხველისთვის შეთავაზებას, მაგრამ, სატელეფონო ზარის გამო, მისი დაუყოვნებლივ გამოქვეყნება გადავწყვიტეთ.

წუხელ, საღამოს, ცინარა აბულაძე ტელეფონით დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის დროს, იგი კიდევ ერთხელ სცემეს. ეს ფაქტი 14 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. ეს იყო ცემის ბოლო შემთხვევა და იმედს ვიტოვებთ, უკანასკნელი.

ცინარა აბულაძის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გთავაზობთ ჩვენს ხელთ არსებულ მასალებს, “გურია ნიუსი” კი აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას ამ იდუმალებით მოცულ საქმეზე.

პირველად მას 15 აპრილს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. იმ დღეს ანაკლიაში, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა და ცინარა აბულაძე მისთვის წერილის გადაცემას აპირებდა.

ხანდაზმული ქალბატონი ასახელებს იმ ადამიანების ვინაობას, ვინც მას სასტიკად გაუსწორდა. ერთ-ერთი მათგანია ზუგდიდის პოლიციის უფროსი, ლევან ქირია.

ცინარა აბულაძე: “პირველად, 15 აპრილს ვცადე პრეზიდენტთან შეხვედრა. ეს იყო აღდგომის დღე. აქეთკენ, ზღვისპირას, სადაც პრეზიდენტის ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილია, იქ ნათესავი მყავს. ვიფიქრე, როგორც კი გამოჩნდება პრეზიდენტი, მივუახლოვდები და… როცა იქ მივდიოდი, დამინახა მეზობელმა დავით გულუამ, რომელიც პოლიციაში მუშაობს. მითხრა, _ შენ რა გინდა, პრეზიდენტს გინდა რამე გადასცეო?! მე ვუთხარი, თუ შევძლებ, მინდა წერილი გადავცე,-მეთქი. იმ წუთას ვიღაცას დაურეკა. ვუთხარი, ნურავის ურეკავ, მე თვითონ ჩემი ხელით უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი,-მეთქი. მაშინვე მოვიდა 2 მანქანა. ერთი იყო შავი ჯიპი ნომრებით _ 713, მეორე ვერცხლისფერი მერსედესი ნომრით _ 293. მანქანიდან რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და მკითხეს, რა გინდათ, რას აკეთებთო. მე ვუთხარი, წერილი უნდა გადავცე პრეზიდენტს ჩემი ხელით,-მეთქი. მაშინ ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა: მე თბილისიდან ვარ ჩამოსული ზუსტად ასეთ საქმეებზე, ვის რა უჭირს და მე მომეცი ეს წერილი, მე გადავცემო. ვუთხარი, თუ შევძლებ, მირჩევნია, ჩემი ხელით გადავცე წერილი,-მეთქი.

შემოვედი ნათესავის სახლში, სადაც ის ბიჭიც შემოვიდა და მითხრა, _ მომეცი წერილი და მე თვითონ გადავცემო. ნათესავებმაც მითხრეს, _ მიეცი და ეს მისცემსო. ჯიბეში რამდენიმე წერილი მქონდა და ვიფიქრე, _ მივცემ ერთ წერილს, თუ მისცა, ამით არაფერი დაშავდება,-მეთქი. ჩემი მეუღლეც მოდიოდა მანქანით ნათესავთან და დაინახა, ჩემს მიერ მიცემული წერილი როგორ მიიტანა იმ ბიჭმა ვერცხლისფერ მერსედესთან და როგორ კითხულობდნენ. შემდეგ, ისევ შემოვიდა და მითხრა _ მეორე წერილიც მომეციო. რად გინდა,-მეთქი? ასე მითხრა, ვიღაცას უნდა, იმასაც უნდა მივუტანოო. დიდი ხანი მეხვეწებოდა და მივეცი. ცოტა ხანში, მოვიდა პრეზიდენტის დაცვის ვერტმფრენი. 5 წუთში პრეზიდენტის ვერტმფრენიც დაჯდა. როგორც კი დავინახე პრეზიდენტი, ჩემი ნათესავის გოგოც მომეხმარა და მივედით. იმდენი დაცვა დააყენეს, შეუძლებელი იყო იქ მისვლა. მე ღობეზე ავედი და იქედან დავიძახე: ბატონო პრეზიდენტო! ამის დაძახება იყო და მომვარდა სამი ადამიანი. ხელი გადამიგრიხეს და პირზე ხელი ამაფარეს.

პირზე ვინც ხელი ამაფარა, ეს ადამიანი გადმოვიდა იმ შავი #713 ჯიპიდან და პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი, ლევან ქირია. კინაღამ დამახრჩვეს. ლევან ქირია ყურში მეუბნებოდა, დღეის მერე შენ არ გინდა ცხოვრება? ხომ გაგაფრთხილეთ, ხომ გითხარით, არ მიხვიდე, ჩვენ მივცემთ წერილსო” შემაგდეს მანქანაში. ცენტრში გადმოვედი მანქანიდან, მაგრამ ისევ შემაგდეს. ჩემს მეუღლეს პირადად ლევან ქირიამ უთხრა, თუ კიდევ გაბედავ მანქანა გამოიყვანო ასეთ რამეზე, დაგიხევ მართვის მოწმობას და თავზე დაგაყრიო. მე და ჩემი მეუღლე სახლში რომ წამოვედით, ის ორი მანქანა _ შავი ჯიპი და ვერცხლისფერი მერსედესი სახლის კარებამდე მიგვყვა. გვიყურებდნენ, როგორ შემოვედით ჭიშკარში.

მე არ ვიცნობდი ლევან ქირიას, მაგრამ მანქანის ნომერი ხომ დავიმახსოვრე? განყოფილებაში რომ მივედი, იქ ვნახე ეს მანქანა და ვიკითხე, ვისი იყო. მითხრეს, განყოფილების უფროსის ლევან ქირიასი არისო. პირზე ხელი რომ ამაფარა, მაშინ წინა კბილები ჩადგმული მქონდა და იქ დავკარგე, იმ ორი ბიჭის სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ, რომ ვნახო, ვიცნობ…”

თუმცა, არც ამ მანქანების მეპატრონეების ვინაობა დაუდგენია ვინმეს და არც “დამრტყმელი ბიჭების” ამოცნობაზე მიუყვანიათ ცინარა აბულაძე. მასთან, როზა წყაბელიასგან განსხვავებით, არც მიხეილ სააკაშვილი მისულა. რატომ ითხოვდა ასე დაჟინებით ცინარა აბულაძე პრეზიდენტისთვის წერილი გადაეცა?

“ვეძებ დაკარგულ შვილს, გოგიტა აბულაძეს. მთავრობა დამუნჯდა, დაყრუვდა, დაბრმავდა, პოლიცია არ მუშაობს. ვეძებ სამართალს,” _ აბულაძეების სახლთან დღესაც არის გაკრული ეს ტრაფარეტი. პრეზიდენტთან შეხვედრაც სწორედ დაკარგული შვილის გამო სურდათ აბულაძეებს…

დაკარგული შვილი, უკანასკნელი წერილი და ადამიანი კონტრდაზვერვიდან

2012 წლის 18 იანვარს, სასტუმრო “ანაკლიის” ინჟინერ-ტექნიკოსი, გოგიტა აბულაძე დილით სახლიდან სამსახურში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დედამ, დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევარზე, შვილთან დაკავშირება მობილური ტელეფონით სცადა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა… მას შემდეგ ცინარა აბულაძე დაკარგულ შვილს ეძებს, მაგრამ ამაოდ…

გაუჩინარებიდან 2 თვენახევრის შემდეგ, გოგიტა აბულაძის დამ ძმის დატოვებული წერილი აღმოაჩინა მეტად უცნაური მინიშნებით:

“მე გადავდივარ აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ ყველაფერი იცის მალხაზ პაჭკორიამ,” _ ეწერა წერილში.

ვინ არის ვინმე ჟენია და მალხაზ პაჭკორია, რომელიც გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის წერილშია მოხსენიებული?

ცინარა აბულაძე: “ჩემი შვილი რომ დაიკარგა მაშინ მალხაზ პაჭკორია სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე იყო. ახლა დააწინაურეს და კონტრდაზვერვის უფროსია.

მალხაზ პაჭკორია ჩემს შვილთან არასდროს მინახავს. არ შემიმჩნევია მასთან რამე კავშირი თუ ჰქონდა. ამ წერილის ნახვის შემდეგ გაირკვა, რომ ჩემი სიძე – დათო ჯანაშია იცნობდა პაჭკორიას. წლების წინ, კუდ-ში 9 წელი უმუშავიათ ერთად. დათოსაც არ სცოდნია იმის შესახებ რომ, მალხაზ პაჭკორიასთან ჩემს შვილს რამე ურთიერთობა ჰქონდა.

ჟენია კი არის ევგენი ბორისოვი. რომელიც ანაკლიაში მსახურობდა. მერე ის გამოაცხადეს მოღალატედ. ტელევიზორშიც გექნებათ თქვენ ნანახი. რადგან იგი ანაკლიაში მსახურობდა, ამის გამო მთელი ანაკლია იცნობდა. მათ შორის ჩემი ბიჭიც. მისი აქედან წასვლის შემდეგ, არავითარი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ რა იყო და რა არა, ეს ჩვენ არ ვიცით.”

გოგიტა აბულაძის ქალიშვილი, ელენე აბულაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ სწორედ მალხაზ პაჭკორიამ მოახდინა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შემდეგაც იძულებული გახდა, აკადემიური აეღო და დროებით უნივერსიტეტი მიეტოვებინა. “გურია ნიუსთან” ის დეტალურად იხსენებს, როგორ დაკითხა მალხაზ პაჭკორიამ.

ელენე აბულაძე: “მამაჩემის გაუჩინარება თბილისში გავიგე. მამიდასთან და ბიძაჩემთან ერთად ვიყავი. რამდენიმე დღეში ავიბარგეთ და წამოვედით, მაგრამ ამის შესახებ არავისთვის გვითქვამს. თბილისიდანვე შევამჩნიეთ, რომ ორი მანქანა მოგვდევდა და გვითვალთვალებდა.

როგორც კი ანაკლიაში შევედით, საპირისპირო მიმართულებით შეგვხვდა პიკაპის მანქანა, რომელიც აღმოჩნდა ანაკლიის პოლიციის. გაგვაჩერეს და გვითხრეს, თუ თქვენ საკუთარი ნებით არ წამოხვალთ სამმართველოში, ძალით წაგიყვანთო.

ამიყვანეს მე-2 სართულზე, სადაც დამკითხეს. მოგვიანებით გავარკვიე, კაცი რომელიც ჩემს დაკითხვას აწარმოებდა, იყო მალხაზ პაჭკორია. ეს გავიგე მამაჩემის გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ. მამიდაჩემის ქმარმა (შეგახსენებთ, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც პაჭკორიასთან ერთად კუდ-ში 9 წელი მუშაობდა. ავტ.) მითხრა, რომ ვინც მე დამკითხა, ის იყო მალხაზ პაჭკორია. ის არ იყო ჩვენი საქმის გამომძიებელი და არანაირი უფლება არ ჰქონდა დავეკითხე.

მან ჩვენი ოჯახის შესახებ ისეთი დეტალები იცოდა, რაც არ უნდა სცოდნოდა. ამან გამანადგურა. მე სხვა კითხვებს ველოდებოდი, ის კი აბსოლუტურად სხვა რამით იყო დაინტერესებული. მან ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ ყველაფერი იცოდა. გაოგნებული დავრჩი. მე, თბილისში, ალასანიას უნივერსიტეტში, ანუ საქართველოს უნივერსიტეტში 1 კურსზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. 4 000 ლარი გადახდილი გვქონდა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ აკადემიური აგვეღო.

მამიდაჩემი და ბიძაჩემი გამომძიებელმა ირაკლი ჭითანავამ დაკითხა. პაჭკორიასთან მოწყობილი დაკითხვიდან მეორე დღეს დამკითხა გამომძიებელმა”.

“ის, ვინც ყვიროდა, რატომ დაკარგეთ ეს კაციო, ვანო მერაბიშვილი იყო”

16 ივნისს, საკუთარი ჭიშკრის წინ მჯდომ ცისანა აბულაძეს კიდევ ერთხელ გაუსწორდნენ ფიზიკურად. 15 ივნისს, ყურადღების მიპყრობის მიზნით, მან ჭიშკართან პლაკატები დაკიდა: “ვეძებ დაკარგულ შვილს, გოგიტა აბულაძეს. მთავრობა დამუნჯდა. დაყრუვდა. დაბრმავდა. პოლიცია არ მუშაობს. ვეძებ სამართალს”.

“სამართლის ბიჭები” მაშინვე იქ გაჩნდნენ. ცისანა აბულაძემ კიდევ ერთი სამართალდამცავი ამოიცნო: “ჭიშკართან მოცვივდნენ სამი მანქანით. ყველა ბიჭი გადაცმული იყო. ერთი ბიჭი ვიცანი – ლექსო თოდუა, რომელიც ადრე ანაკლიის პოლიციის განყოფილებაში მუშაობდა. ყველა მეზობელმა იცნო. აიღეს ჩემი დაწერილი პლაკატები და მანქანაში ჩააგდეს. მერე მომკიდეს ხელი, სახლში შემათრიეს და ჩემი ხელჯოხით მცემეს”, _ აცხადებს ცინარა აბულაძე.

ცემის ამ ფაქტს, აბულაძეების 20 მეზობელი ადასტურებს ხელმოწერით.

რამდენიმე თვით ადრე, 19 იანვარს, გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის საქმით, როგორც ელენე აბულაძე გვეუბნება, სასტუმრო “ანაკლიაში” თავად ვანო მერაბიშვილი დაინტერესებულა.

ელენე აბულაძე: “19 იანვარს, სასტუმრო “ანაკლიაში” მისულა უფროსობა. ვინც არ იცოდა გოგიტას ამბავი და ვისაც არ იყო საჭირო სცოდნოდა. ოთახებში შეყარეს და ჩაკეტეს. გაოცებული და გაკვირვებულები იყვნენ, ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. დანარჩენი, ყველა ზევით ასულა, საიდანაც ვიღაცის ყვირილი ისმოდა თურმე, _ რატომ დაკარგეთ კაციო.

ბებიაჩემს კამერებთან არ უნდოდა ამის თქმა, მაგრამ ჩვენ გვითხრეს, რომ ის კაცი, ვინც სასტუმროში ხმამაღლა ყვიროდა, “რატომ დაკარგეთ ეს კაციო”, ვანო მერაბიშვილი იყო. თავიდან, თანამშრომლებმა არ იცოდნენ ვის დაკარგვაზე იყო საუბარი… მერე ყველაფერი გაიგეს…”

გოგიტა აბულაძის წერილის პოვნის შემდეგ, სადაც ის ვინმე ჟენიაზე და მალხაზ პაჭკორიაზე საუბრობდა, კიდევ ერთ საიდუმლოს აეხადა ფარდა.

ელენე აბულაძესთან მისი ნათესავი გოგონა მივიდა (რომლის ვინაობასაც, მისი მცირეწლოვნების გამო, შეგნებულად არ ვასახელებთ) და უთხრა, რომ მას მოსასმენი აპარატურა გაუკეთეს და აიძულებდნენ მოესმინა ყველაფერი, რაც აბულაძეების ოჯახში ხდებოდა. ყურსასმენები, რომელიც მაშინ უნდა კეთებოდა, როცა აბულაძეებთან მივიდოდა, გაშლილი თმებით უნდა დაემალა…

ელენე აბულაძე: “იცით, როდესაც ეს მითხრა, არ დავიჯერე. რაღაც შპიონაჟის ფილმს ჰგავდა ყველაფერი. ვუთხარი, აუცილებლად ეთქვა ეს ყველაფერი მშობლებისთვის. მან ყველაფერი ჩემი თანდასწრებით უთხრა მშობლებს. დედა შვილს გაოცებული უსმენდა და გათეთრებული იდგა. შემდეგ მოვიდა მშობლებთან ერთად აქ, ჩვენთან სახლში და ყველაფერი ოფიციალურად მოყვა.

როგორც ელენე აბულაძე ამბობს, ეს დავალება 15 წლის გოგონას 19 იანვარს მისცეს, ზუსტად იმ დღეს, როცა სასტუმრო “ანაკლიაში” დიდი შეკრება მოხდა.

ელენე აბულაძე: “19 იანვარს, ამ ბავშვისთვის უთქვამთ, სახლში 11 საათის შემდეგ, შენი მშობლები რომ მოვლენ, უთხარი, რომ გოგიტა იყო მოსული და იკას (ბავშვის მამას ირაკლი ჰქვია) ეძახდა თქვენს ჭიშკართანო. უნდა დაარწმუნო 100%-ით, რომ გოგიტა იყოო. ბავშვმა მართლაც უთხრა ეს მშობლებს. მერე სად წავიდაო, რომ ჰკითხეს, უთხრა – ჯიპის მანქანაში ჩაჯდა და წავიდაო. ის ბავშვი ჩვენთანაც დადიოდა, ალბათ ინფორმაციას იღებდნენ, რა დღეში ვიყავით, რას ვამბობდით… ბავშვი ამბობს: მერე მითხრეს, შენ შენი მოვალეობა შეასრულეო და წადი ეხლა ბულვარში და წყალში ჩააგდე ეს აპარატიო. ასეც მოვიქეციო. ეს ყველაფერი, ორი თვე რომ გავიდა, მერე თქვა.”

ცემა პროკურატურაში _ “ხელები გადამიგრიხა და მუხლი ჩამარტყა”

გოგიტა აბულაძის გაუჩინარების საქმე ჯერ გამომძიებელ ირაკლი ჭითანავას ჰქონდა, შემდეგ კი გიგა დარასელიას გადასცეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში მალხაზ პაჭკორიას დაკითხვის მოთხოვნით მისულ ცინარა აბულაძეს მუხლში ფეხები ურტყეს და 15-დღიანი პატიმრობით ემუქრებოდნენ.

ცინარა აბულაძე: “ბოლოს, 29 მაისს ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. ვკითხე, დაკითხეს თუ არა პაჭკორია. დარასელიამ მითხრა, _ დავუშვით გამონაკლისი და დავკითხეთო. მე ვთხოვე, თუ შეიძლება წამაკითხეთ რას წერს-მეთქი. პაჭკორია წერდა: “მე გოგიტა აბულაძეს არ ვიცნობ. მის დაკარგვასთან არაფერი კავშირი არ მაქვს და მის შესახებ არაფერი ვიციო.”

დავინახე, რომ ამ ჩვენებაზე ეწერა პაჭკორიას მისამართი. ვიფიქრე, ჩავიწერ და ვნახავ-თქო და ამ დროს შემოვარდა გამომძიებელი დარასელია ყვირილით: რა გამიკეთა ამ ქალმა, გამიფუჭა პაჭკორიას ჩვენებაო. აიღო, დაკუჭა ფურცელი და დააგდო. ხელი გადამიგრიხა და ფეხი ჩამარტყა მუხლში. ერთი თვე გაშავებული მქონდა ფეხი. მაგინებდა. ოთახში სხვა გამომძიებლებიც შემოვარდნენ. ირაკლი ჭითანავაც შემოვიდა და უთხრა, _ მიდი, 15 სუტკა გაუფორმეო… მე გავგიჟდი, რაში დაგჭირდათ ამის გაკეთება-მეთქი. კრიმინალივით ხელები გადამიგრიხეს, ჩემი მეუღლე გაგიჟდა. ამ ყვირილში დავინახე სხვა ოთახიდან გამოვიდა ლევან ქირია (ის ვისზეც ქალბატონი ცინარა ამბობს, რომ აღდგომა დღეს ცემა. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი. ავტ.), დაინახა, როგორ მეჩხუბებოდნენ ისინი, მაგრამ არაფერი უთქვამს. იმ წუთას გაქრა… დაიმალა…”

ოჯახმა წერილობით უკვე მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პროკურატურას, სახალხო დამცველს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მაგრამ როგორც აბულაძეები ამბობენ, მათგან, ჯერჯერობით, არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

ელენე აბულაძე ამბობს, რომ მათთან საკუთარი ინიციატივით მივიდა ევროკავშირის ოფიცერი, ლენა შმიდტი, რომელმაც ნაცემ ცისანა აბულაძეს ფოტოებიც გადაუღო. მოგვიანებით, როდესაც ევროკავშირში ამ ფოტოების წამოსაღებად მივიდნენ, უთხრეს, რომ ფირი გაუფუჭდათ…

“გურია ნიუსი” კვლავ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და დამატებით დეტალებს მალე შემოგთავაზებთ. ვიტოვებთ იმედს, რომ 70 წლის ქალბატონზე და მისი ოჯახის წევრებზე კიდევ ერთი ანგარიშსწორება არ გახორციელდება…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მინისტრთა კაბინეტის ორდღიანი ვიზიტი გურიაში ქეიფით დასრულდა

გაცხადებული ტერორი ანაკლიაში

ყველა სიახლე

ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9.02.2026
სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9.02.2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

17:09; 9.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9.02.2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9.02.2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9.02.2026
ფინანსები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

13:14; 9.02.2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო