თბილისის 51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან საპატრულო პოლიციის მობილიზება მოხდა. ეკიპაჟები სასწავლო დაწესებულებებთან დილიდან გამოჩნდნენ და პერიმეტრს აკონტროლებენ.
მელიქიშვილის გამზირზე მიდიან მოქალაქეებიც და დაღუპული ბავშვების ხსოვნას მიაგებენ პატივს. დღის განმავლობაში დაგეგმილია მოსწავლეებთან ფსიქოლოგების დამატებითი ჯგუფების მუშაობა. ადგილზე იმყოფება 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი.
მანანა თურქაძე ეხმაურება სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას და გამორიცხავს შენობაში პნევმატური იარაღის შეტანის ფაქტს და ასევე, გაკვეთილების დასრულებამდე ბავშვების სკოლიდან გასვლას.
„სამინისტრო გამოუშვებს ფსიქოლოგებს და ჩვენი ფსიქოლოგიც და ის ფსიქოლოგიც იქნებიან იმიტომ, რომ სტრესშია სკოლა. საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში რა თქმა უნდა, ხდება მოსწავლეების შემოწმება, ის რისი უფლებაც გვაქვს. პნევმატური იარაღი არ ყოფილა არასდროს სკოლაში და არც ახლა არ ყოფილა ამ შემთხვევაში,“ – აცხადებს მანანა თურქაძე.
rustavi2.ge