უფრო მეტიც, გზას სპეციალური ტექნიკა ამ წუთებში ასწორებს. რაც შეეხება ამფითეატრს მოსაპირკეთებელი ქვები იქვე აწყვია, სამშენებლო ნაგავი არ არის გატანილი. არც ერთ შენობაში, რომელიც სააკაშვილმა უნდა გახსნას, ინვენტარი არ არის შეტანილი. როგორც ამბობენ, არც იატაკებია დაგებული თუმცა, ეს არ ჩანს _ რადგან ყველგან ნოხები აგია.
ყველა გასახსნელ ობიექტს დაცვის პოლიცია იცავს
ახალ სასტუმროში ადგილობრივი გამგეობის პრესასმსახური ხელმძღვანელი და მეუფის პრესმდივანი ხათუნა ცერცვაძე იმყოფებიან. ამ უკანასკნელმა ჩვენი დანახვისთანავე დაცვა გამოიძახა და ათქმევინა, რომ შენობაში ვერ შეგვიშვებს. თუნდაც იმ დროს, როცა პრეზიდენტი არ იმყოფება.