https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას ღია წერილი გაუგზავნა

12:08; 30.08.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ამ წერილით მინდა მივმართო დემოკრატიულ სამყაროს. საქართველოში პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის ბედი წყდება და თქვენზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს არჩევნები – ქვეყანა საბოლოოდ დაადგება დემოკრატიული განვითარების გზას, თუ გაგრძელდება ბრძოლა ავტორიტარიზმსა და პოსტკომუნიზმთან.

პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ ვხედავდი, როგორ იღუპებოდა ქვეყანა და ჩემს მოვალეობად მიმაჩნდა, ყველაფერი მექნა მის გადასარჩენად. სააკაშვილის რეჟიმმა ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ზიანი მიაყენა ჩემს სამშობლოს: გაუგონარი ძალადობა განახორციელა ბიზნესზე და თითქმის სრულიად დაიქვემდებარა იგი, ნორმად აქცია დემონსტრაციების დარბევა, ადამიანების უფლებების შელახვა, უკიდურესად გამარტივდა ადამიანის საპატიმრო ადგილებში გამომწყვდევა და საპროცესო გარიგებით გამოშვება, ხალხი გაღატაკებული, დაშინებული და შეურაცხყოფილია, შეზღუდულია თავისუფალი სიტყვა, პროპაგანდის იარაღადაა ქცეული ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედია, სიცრუის ქსელში ჩართულმა ფსევდო ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა ისეთი გარემო შექმნეს, რომ ხალხს უნდობლობა გაუჩინეს პოლიტიკისა და არჩევნების მიმართ.

აუცილებელი ცვლილებების, სამართლიანობის აღდგენისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა. 2011 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მე მოვახერხე აქამდე დაქსაქსული და დასუსტებული ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გაერთიანება და ჩვენი კოალიციის პოლიტიკურ დღის წესრიგად შემდეგი პრიორიტეტები გამოვაცხადე: კონსტიტუციის პატივისცემა, ელიტარული კორუფციის აღმოფხვრა, დამოუკიდებელი სასამართლოს დამკვიდრება, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის პერსპექტივის გაჩენა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. ეს არის ჩემი სამოქმედო გეგმა და პროგრამა, რომლის რეალურობა ხალხმა ირწმუნა ჩემდამი მაღალი ნდობისა და ჩემი ავტორიტეტის გამო.

მაგრამ ხალხთან ერთად სააკაშვილიც მაშინვე მიხვდა, რომ ჩემი გამოჩენით მისი გეგმები თავდაყირა დადგა – ხელისუფლებაში უვადოდ დარჩენისთვის მოსუფთავებულ გზაზე გადაულახავი დაბრკოლება შეექმნა.

ამიტომ სააკაშვილმა ჩემი პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდან სრულიად აშკარად დაიწყო, ერთი მხრივ, ჩემი, როგორც პოლიტიკური ოპონენტისა და მოქალაქის, უპრეცედენტო დევნა და, მეორე მხრივ, საზოგადოებაში სიძულვილისა და დაპირისპირების დამკვიდრება. მან და მისმა რეჟიმმა: პოლიტიკური განაცხადის გაკეთებიდან მე-4 დღეს ჩამომართვა მოქალაქეობა და შეეცადა პოლიტიკური პროცესიდან ჩემს განდევნას, ორი კვირის თავზე დაიწყო შეტევა ჩემს კერძო საკუთრებაზე და გაიტაცა კომერციული ბანკის საინკასაციო მანქანა, იძალადა კონსტიტუციაზე, დააპატიმრა და უმუშევრად დატოვა ჩვენი მომხრეები, სპეციალურად “ქართული ოცნების” და პირადად ჩემთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მიზნით შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი და შექმნა პოლიტიკური რეპრესიების ახალი ორგანო – პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საცხოვრებელი სახლები გაუყიდა ჩვენს შემომწირველებს, დააჯარიმა და შეურაცხმყოფელი დაკითხვები მოუწყო ასობით ჩვენს წევრსა და აქტივისტს. მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში დასატოვებლად დააყადაღა ასობით ათასი სატელიტური თეფში, მათი გამავრცელებელი კომპანიები მილიონობით ლარით დააჯარიმა; საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიღებული “მასთ ქერიც” კი, რომელსაც მხოლოდ 25%-იანი დაფარვის ზონა აქვს და სატელიტური თეფშების ალტერნატივად ვერ განიხილება, შემოიღო მხოლოდ არჩევნების დღემდე, რათა არჩევნების შედეგების შეჯამებისას მოსახლეობა კვლავ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფოს; საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მანიპულაციებით 190 მილიონი ლარი წაართვა და გაკოტრებამდე მიიყვანა ბანკი “ქართუ”, აუქციონზე გაყიდა კოალიციის კონტრაქტორი კომპანიები, პირადად მე 130 მილიონ ლარზე მეტით დამაჯარიმა; კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები მილიონობით ლარით დააჯარიმა, ანგარიშებზე ინკასო დაუწესა და ფაქტობრივად მოუსპო პოლიტიკური აქტიურობის საშუალება; საარჩევნო ბლოკს “ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას” შემოსავლებსა და ხარჯებში უკანონოდ ჩაუთვალა ათობით მილიონი ლარი და ამით ნიადაგი მოამზადა არჩევნების შემდეგ ბლოკის დისკვალიფიკაციისა და პარლამენტში არშეშვებისათვის; არჩევნები დანიშნა ორშაბათ დღეს, რითაც უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაურთულა მათთვის სამუშაო დღეს არჩევნებში მონაწილეობა. როგორც მოსალოდნელი იყო, სააკაშვილის სრულ მორჩილებაში მყოფი სასამართლო ხელისუფლების “ნოტარიული დამმოწმებლის” როლში მოგვევლინა.

ყოველივე ამან ისეთი საარჩევნო გარემო შექმნა ქვეყანაში და იმდენად შეაფერხა კოალიციის საარჩევნო კამპანია, რომ უკვე შეუძლებელია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი. გამომდინარე ზემოთ თქმულიდან და ჩემი პასუხისმგებლობიდან ქართველი ხალხის წინაშე, ვალდებული ვარ განვაცხადო, რომ თუ დღეიდან არჩევნებამდე ხელისუფლების ქმედებებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, საქართველოში ვერ შედგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენი მიზანი გაყალბებულ არჩევნებთან ბრძოლა კი არა, არჩევნებში გამარჯვებაა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 თვის განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების შედეგების მთლიანად აღმოფხვრა წარმოუდგენელია, ჩვენ მაინც მზად ვართ, დღესვე მოვაწეროთ ხელი არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას, მხოლოდ იმ პირობით, რომ დღეიდან არჩევნებამდე საარჩევნო გარემო პრინციპულად შეიცვლება და დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები:

დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება, ისე, როგორც ეს მოხდა პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია “ქართული ოცნების” შემოსავლებიდან და ხარჯებიდან ამოირიცხოს ის თანხები, რომელთა კავშირი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან არაფრით არ არის დადასტურებული, გარდა კონტროლის პალატის ვარაუდებისა და მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებისა;

შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა (ამომრჩევლის 25%) მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა;

დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა დაბრკოლება კერძო კომპანიების მიერ მოსახლეობაში სატელიტური თეფშების გასავრცელებლად და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამომრჩევლის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ სხვა პროექტებს, მაგალითად, ქართველი ემიგრანტების ინიციატივას;

უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდეს კოალიციის წარმომადგენელი, კომისიამ იმუშაოს ყოველდღიურ, გამჭვირვალე რეჟიმში და, სხვა საკითხებთან ერთად, დაუყოვნებლივ განიხილოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის (დაპატიმრება, სამსახურიდან გათავისუფლება, შანტაჟი) დღემდე მომხდარი ყველა ფაქტი;

სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული ქცევის კოდექსის დაცვის მონიტორინგისთვის შეიქმნას ქმედითი მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ჯერ კიდევ ანგარიშს უწევს, ეს არის საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის პოზიცია. მაგალითად, უკანასკნელ ხანს ევროსაბჭოსა და ეუთოს წარმომადგენლების მწვავე კრიტიკის შემდეგ ხელისუფლებამ ზოგიერთ საკითხში უკან დაიხია (მოხსნა ინკასო პარტიების ანგარიშებიდან, კოალიციის ცენტრალური ოფისიდან გაიყვანა უკანონოდ შემოჭრილი პირები, გადაავადა ზოგიერთი ჯარიმის აღსრულება).

არც ერთი ჩვენი მოთხოვნა არ საჭიროებს კონსტიტუციის შეცვლას, არც ერთის შესრულებას არ სჭირდება დიდი დრო. ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ იქნება თქვენი ნება, მიუთითოთ სააკაშვილს და მკაცრად მოსთხოვოთ, შეწყვიტოს საკუთარ ხალხზე ძალადობა და საარჩევნო გარემო ოდნავ მაინც მიუახლოოს საერთაშორისო სტანდარტებს.

ჩვენ და თქვენ ერთი და იგივე არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – ან დღესვე ერთად ვიღებთ გადამჭრელ ზომებს და უზრუნველვყოფთ არჩევნების სამართლიანობასა და თავისუფლებას, ან ერთი თვის შემდეგ მაინც ერთად მოგვიწევს გაყალბებული არჩევნების შედეგებთან გამკლავება და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კახა კალაძე – ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება

16:57; 31 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ, ისიც ეყოფათ, რასაც უშვებიან ევროკავშირს

14:15; 29 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28 დეკემბერი, 2025

ივანიშვილის განცხადებით, შსს-ს დაღუპული თანამშრომლები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ

ზედოზირება _ ნარკომომხმარებელთა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი

ყველა სიახლე

საზოგადოება

ილია მეორე – იმედით უნდა ვიყოთ

0:12; 1.01.2026
სამართალი

დაჭრილი კაცი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა

21:30; 31.12.2025
საზოგადოება

რამდენმა პირმა მიიღო საარსებო შემწეობა დეკემბერში

21:20; 31.12.2025
სამართალი

თბილისში მკვლელობა მოხდა

20:54; 31.12.2025
საზოგადოება

“თანამშრომლებმა გამოასწრეს”- მანქანა გაზის მილს დაეჯახა, რამაც აფეთქება გამოიწვია

20:47; 31.12.2025
სამართალი

სუს-ი თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს

18:54; 31.12.2025
საზოგადოება

დიდთოვლობა, ქარბუქი, ნისლი… _ ამინდი გაუარესდება

17:02; 31.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე – ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება

16:57; 31.12.2025
საზოგადოება

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

16:43; 31.12.2025
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:16; 31.12.2025
ზაფრანი

როგორ მოვიზიდოთ ფინანსური კეთილდღეობა – საახალწლო რჩევა

14:51; 31.12.2025
სამართალი

“მე გადავიხდი ამ გირაოს” _ ზურა ჯაფარიძე

14:46; 31.12.2025
სამართალი

19 წლის ბიჭმა 63 წლის კაცს, დანის მუქარით, ძვირფასეულობა და 14 000 ლარი გასტაცა – შსს-ს განცხადება

13:07; 31.12.2025
საზოგადოება

„საქსტატი“ – წინა წელთან შედარებით, მშპ-ს ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა

12:14; 31.12.2025
სამართალი

სამართალდამცველებმა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს

12:10; 31.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო