(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “ქართული პარტია» რეგიონებში ოფისების გახსნას გეგმავს _ გურიაში სამი რაიონული ოფისი დაფუძნდება და რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები წინასაარჩევნო სამზადისში აქტიურადაც ჩაერთვებიან.
უკვე გადაწყვეტილია, რომ “ქართულ პარტიას” ოზურგეთში გოჩა გორდელაძე უხელმძღვანელებს. მანამდე კი ჩვენი წყარო ამბობდა, რომ აღნიშნულ პარტიას ოზურგეთში სათავეში, ვინმე გალოგრე ჩაუდგებოდა. თუმცა, როგორც გავიგეთ, გალოგრე, უბრალოდ, წევრის სტატუსს დასჯერდა.
გორდელაძეს “ქართული პარტიის” ლიდერები ოფიციალურად 16 თებერვალს წარადგენენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved