“არჩევნებამდე 2 კვირაა დარჩენილი. არჩევნის გაკეთება ჩვენს ხელთაა, ჩვენს ხელთაა ასევე ჩვენი ხმების დაცვის უფლება! ხელისუფლება სხვადასხვა მაქინაციებით, მათ შორის არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით თუ ემიგრანტებისთვის დამატებითი სარეგისტრაციო მოთხოვნების დაკანონებით ძალიან ეცადა არჩევნებში მონაწილეობაში ჩვენს ხელშეშლას, მაგრამ მოგიწოდებთ, გამოვნახოთ ყველა რესურსი, მივიღოთ მონაწილეობა ამ ისტორიულ პროცესში და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის მომავალს! – ჩვენ ეს შეგვიძლია!
დროა დავიბრუნოთ ღირსება,დავდგეთ ერთად და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. დავანახოთ, თუ რამდენნი ვართ საქართველოდან იძულებით უცხო ქვეყნებში წამოსულნი. დავანახოთ, რომ ჩვენი გული საქართველოშია და ქვეყნის გარეთ მხოლოდ იმიტომ ვართ, რომ საკუთარ ოჯახებს ღირსება შევუნარჩუნოთ! ჩვენ თავად უნდა შევქნათ ისეთი გარემო, რომ ჩვენი განათლება, ცოდნა და გამოცდილება ჩვენსავე სამშობლოში დაფასდეს! ეს დრო ახლოვდება!” _ ნათქვამია ინგლისში მყოფი ქართველების მიმართვაში.