მან სკოლის რამოდენიმე მასწავლებელს ვარდები გადასცა და ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მასთან ერთად ჩიბათში იმყოფებოდა განათლების მინისტრი ხატია დეკანოიძე.
პრეზიდენტს ადგილობრივი ხელისუფლებიდან ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე დახვდა. ჩიტიძე ამჟამად შვებულებაში იმყოფება და გიორგი გოგუაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.
პრეზიდენტი ჩიბათში ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ ძიმითში გაემგზავრა.