(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ წინასასეზონო მზადებას განაგრძობს ლანჩხუთის “გურია”. ზედიზედ ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ, ჩვენებურებმა ორი ფრე ითამაშეს. ორივე შემთხვევაში, ისევე, როგორც წინა ორ მატჩში, გურულები უმაღლესლიგელებს გაეჯიბრნენ. მართალია, “სამტრედია” და ფოთის “კოლხეთი” მთავარი ლიგის აუტსაიდერებად ითვლებიან, მაგრამ მაინც მაღალ ლიგაში ასპარეზობენ და “გურიისთვის” მათთან არწაგება ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. სეზონი თვის ბოლოს განახლდება, მანამდე კი ლანჩხუთელები კიდევ რამდენიმე ტესტ-მატჩის გამართვას გეგმავენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved