ისინი აკეთებენ მოკლე განცხადებებს და შემდეგ სწრაფად ტოვებენ ხალხის თავშეყრის ადგილს. ახალგაზრდები არ ასახელებენ ვინაობას და რიგ შემთხვევებში აგრესიულობით გამოირჩევიან. სწორედ ერთ-ერთი მათგანი აეკიდა პარლამენტარ გურამ ჩახვაძეს და მანქანასთან ჩაუსაფრდა. “გურია ნიუსის” კამერის გამოჩენისთანავე, ახალგაზრდა იქაურობას გაეცალა.
ფილარმონიასთან გუშინ კვლავ გამოჩნდნენ ინკოგნიტო პროტესტანტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ”მათი ძმების წამების გამო ყველა უნდა დაისაჯოს.” ერთ-ერთი ახალგაზრდას, რომელსაც “გურია ნიუსი” ესაუბრა, ალკოჰოლის სუნი ჰქონდა.
აქციის რამდენიმე მონაწილემ არ გამორიცხა, რომ ინკოგნიტო პროტესტანტები, შესაძლოა, რაიმე სახის პროვოკაციას გეგმავენ.