ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ილია ვაშაყმაძესთან და "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად, საზოგადოებას იმ პროექტების და სარეაბილიტაციო სამუშაოების პრეზენტაციას გაეცნო, რომლის გახორციელებაც, ხვალიდან, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში უნდა დაიწყოს.
თეატრის მმართველმა ზაზა ჯინჭარაძემ მადლობა გადაუხადა ნიკა რურუას ამ საქმეში წვლილის შეტანისთვის.
რურუამ თავის გამოსვლაში თეატრის ღირშესანიშნაობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა თეატრის დასის მთლიან შემადგენლობას და ქორეოგრაფ ჯუმბერ დუნდუას კეთილი საქმეების კეთებისთვის. მინისტრმა საქებარი სიტყვები არც რამაზ ნიკოლაიშვილის მისამართით დაიშურა.
_ რამაზ ნიკოლაიშვილი თავის დაპირებებს ყოველთვის ასრულებს. ცდილობს, რომ მთელი ძალებით და ენერგიით იყოს, ხვალინდელი დღე უნდა იყოს უკეთესი, ამას ემსახურება ჩვენი ერთობლივი მუშაობა და თქვენი არჩეული ხელისუფალი. დარწმუნებული ვარ, წინსვლა გაგრძელდება, ვერანაირი პოპულიზმი, ვერანაირი არევ-დარევა ვერ მოკიდებს ისევ ხელს ჩვენს სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ქალაქი მხარს უჭერს წინსვლას და აღმშენებლობას, _ განაცხადა ნიკა რურუამ.
მადლობები რამაზ ნიკოლაიშვილის მისამართით, თეატრში სიტყვით გამოსვლისას, არც მსახიობებმა ომარ ურუშაძემ და ბელა კიკვაძემ დაიშურეს. აღნიშნეს, რომ ისინი მრავალი წლის განმავლობაში, მიზერული ხელფასებით ცხოვრობდნენ და სწორედ რამაზ ნიკოლაიშვილის კეთილი ნებით გაეზარდათ ჯამაგირი 320 ლარამდე.
მსახიობი ომარ ურუშაძე:E _ 47 წელია ვმუშაობ, 17 წლის განმავლობაში კი 35 ლარი მქონდა ხელფასი. მერე მოვიდა ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელიც აგერ იმალება. მისი "ბრალია" ყველაფერი _ 320 ლარი მოგვცა ხელფასი, გაგვანებივრა მსახიობები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
მსახიობ ბელა კიკვაძის თქმით, ისიც ძალიან დიდი ხანია მოღვაწეობს თეატრში.
_ მე 2010 წელს ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლად დამასახელეს საქართველოში, მანამდე გაქცეული ვიყავი უხელფასობის გამო. რამაზს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ვთქვი, რომ გაქცეული ვიყავი. მისი შემორბენა თეატრში, მე გადმოცემით ვიცი, იყო ზუსტად ის 320 ლარი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს 320 ლარზე არ გაჩერდება. ბატონო რამაზ, თქვენ გიხდით მადლობას. მე შემხვდით სასტუმროს წინ და მადლობა გადაგიხადეთ. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ უბრალოდ, ჩვენი გულები გალღვა და გათბობის პროცესიც მალე დაიწყება. მინდა გისურვოთ წარმატებები, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. რასაც თქვენ ამბობთ, დარწმუნებული ვარ, რომ შეასრულებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გაბრწყინებული თეატრი გვექნება, _ თქვა მსახიობმა ბელა კიკვაძემ.