შეგახსენებთ, რომ ნანა დარასელია ის მოსამართლეა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი 20 243 827 ლარით დააჯრიმა.
ამავე მოსამართლემ შეუფარდა “ელიტა ბურჯის” იურისტ იმედა ნიკურაძეს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 8 აგვისტოს 20–დღიანი ადმინსიტრაციული პატიმრობა.
ამჯერად, მოსამართლე დარასელიამ წინასაარჩევნო განაჩენი მედიასაც გამოუტანა.
შეგახსენებთ, რომ ცსკო-ს დადგენილების თანახმად, მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი ფოტოვიდეოგადაღების გახორციელება თავისუფალ რეჟიმში, ისიც მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირის გადაღებისას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ფოტოვიდეოგადაღება ნებადართულია კომისიის თავმჯდომარის მიერ შერჩეული ერთი ადგილიდან და ეს ადგილი 3 მეტრით იქნება დაშორებული სუბიექტიდან/ობიექტიდან. ეს კი პრაქტიკულად გამორიცხავს ოქმების, ბიულეტენების დაფიქსირების შესაძლებლობას. რაც ყველაზე მთავარია, კენჭისყრის ოთახში კამერით გადაადგილების ან საარჩევნო უბნის ნებისმიერი მიზეზით დატოვების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი, კარგავს ფოტოვიდეოგადაღების უფლებას.