(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 11 თებერვლის დილას, ჩოხატაურში ისევ ძლიერი თოვა დაიწყო. ამჯერად თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს არ ასცდენია, თუმცა, გზებზე პრობლემები ისევ შეიქმნა. გასული კვირისგან განსხვავებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა თოვლს მზადყოფნაში დახვდა და გზებიც დროულად გაიწმინდა, თუმცა, რამდენიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა 11 თებერვალს, დღის ბოლომდე იყო.
საგულდაგულოდ გაიწმინდა ბურნათის გადასასვლელი და მიუხედავად ინტენსიური თოვლისა, მოძრაობა არ შეფერხებულა. მართალია, სოფელ ზემო სურებიდან ჩოხატაურში ჩამოსვლა მოახერხეს, მაგრამ, როგორც იქაურებმა გვითხრეს, უკან დაბრუნებისას, უგზოობის გამო, რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა მოუხდათ. ავტომობილებს მოძრაობის პრობლემა სხვა მაღალმთიან სოფლებშიც შეექმნათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით, ტექნიკა მობილიზებულია: _ ერთდროულად ყველა სოფლის გზა არ გაიწმინდება. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ გზის პრობლემა არც ერთ სოფელში არ იქნება, _ აღნიშნა ხუნდაძემ ჩვენთან საუბრისას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved