კოლუმბიაში ნავის ჩაძირვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16-ს ამ დრომდე ეძებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სამხედრო ვერტმფრენები და მყვინთავებიც მონაწილეობენ.
როგორც ცნობილია, ნავში 170 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 133-ის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.