ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის 60 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ამ დროისთვის სამტრედიაში 1910 ადამიანს აქვს დადასტურებული ახალი კორონავირუსი. თვითიზოლაციაში გადაყვანილია 484 პირი, გამოჯანმრთელებულია 583 მოქალაქე. გარდაცვალების 17 შემთხვევა დაფიქსირდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა თევზაძის ინფორმაციით, სამტრედიაში ეპიდსიტუაცია დაძაბულია:
,,3 დეკემბრიდან გადავედით ანტიგენის სწრაფ ტესტებზე, რომელიც სამტრედიაში ოთხ ლოკაციაზე ხორციელდება: ,,ჯეო ჰოსპიტალსის” ამბულატორიულ ცენტრში, შპს ,,გივი ცინცაძის” კლინიკაში, შპს ,,პედიატრში” და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრში.”