https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სამხედრო პოლიციაში პირადად ბაჩო და დათა ახალაიებმა მცემეს

7:10; 23.10.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსმა” ექსკლუზიურად მოიპოვა იმ საქმის მასალები, რომელსაც პირობითად სერგო თეთრაძის საქმე ვუწოდეთ.

გამოძიების მასალებით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დავით ლონდარიძე, რადიომოყვარული გიორგი გორელაშვილი, სერგეი ჩაპლიგინი და სერგო თეთრაძე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ და სისტემატურად აწვდიდნენ მათ საიდუმლო ინფორმაციას.

დავით ლონდარიძის საქმე

2011 წლის 16 სექტემბერს, გამთენიისას, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს თანამშრომელ დავით ლონდარიძეს სახლში სამხედრო პოლიციიდან დაურეკეს. ლონდარიძე ზარმა ძალიან ააღელვა.

“ანერვიულდა, თან შეშინებულიც ჩანდა, სხვა დროსაც ურეკავდნენ სამსახურიდან _ ხან განგაში იყო, ხან ე.წ. ყაზარმული, მაგრამ მივხვდი, რომ ამჯერად საქმე სხვაგვარად იყო. ტაქსი გამოიძახა და წავიდა. მეორე დღეს ჩვენს სახლში უცნობი პირები შემოვიდნენ. არ ვიცი, საიდან იყვნენ, ე.წ. ბეიჯი ყველას კოსტიუმებში ჰქონდა დამალული. დაიწყეს სახლის ჩხრეკა. წაიღეს კომპიუტერები, საბავშვო დისკები, დათოს სახელფასო ბარათი, ჩვენი მობილურები. ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცალკე გამიყვანა და მითხრა, ჩემი ბავშვების და ქმრის კეთილდღეობისთვის მომხდარზე არავისთან არაფერი მეთქვა. გავიგე, რომ დათო დააპატიმრეს, მაგრამ რის გამო და რას ედავებოდნენ, არავინ მითხრა,” _ აცხადებს ეკა ლონდარიძე “გურია ნიუსთან” საუბარში.

დავით ლონდარიძემ, დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე, საკუთარ თანამშრომლებთან მიწის ნაკვეთი და მასთან დაკავშირებული პრობლემები ახსენა. რუსთავის შესასვლელში მდებარე მიწა დათო ლონდარიძის იტალიაში მყოფ დედას, შუქია წამალაშვილს ეკუთვნოდა. ვინმე ელიზბარ რაქვიაშვილი ამ მიწის შესყიდვით იყო დაინტერესებული.

“ნაკვეთები კომუნისტების დროს საბავშვო ბაღის თანამშრომლებს დაურიგდათ, მათ შორის იყო ჩემი დედამთილიც. 2011 წლის გაზაფხულზე ნაკვეთის მეპატრონეები რუსთავის მუნიციპალიტეტში დაგვიბარეს. წინასწარ შეგვატყობინეს, რომ უკრაინელი ინვესტორი თითო ნაკვეთში 50 ათასს იხდიდა. უკრაინელის ნაცვლად მუნიციპალიტეტში ვინმე ელიზბარ რაქვიაშვილი დაგვხვდა, რომელმაც გვითხრა რომ 10-14 ათასზე მეტის გადახდას არ აპირებდა. დაბალი ფასის გამო რამდენიმე მეპატრონემ გაყიდვაზე უარი ვთქვით. ერთ დღეს, ნაკვეთის მეზობელმა გივი ლობჟანიძემ დამირეკა და მკითხა, პოლიციაში თქვენც დაგიბარესო? თუ ჯერ არ დაუბარებიხარ, დაგიბარებენ და ნაკვეთს დაგათმობინებენო,” _ ამბობს ეკა ლონდარიძე.

გივი ლობჟანიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ადასტურებს, რომ პოლიციაში მასზე ზეწოლა გახორციელდა, რის გამოც იძულებული გახდა რაქვიაშვილის წინადადებას დათანხმებოდა.

“ზეწოლები იყო, აბა რა, მაგრამ ეხლა რაღა დროსია _ ნაკვეთები უკვე სხვისი საკუთრებაა. თავიდან უარი ვთქვით, მერე პოლიციაში დაგვიბარეს და მითხრეს, ბიჭი გყავს და იმის მომავალზე იფიქრეო. 13 ათასი გადამიხადეს, მამა-შვილურად გირჩევთ, ასე აჯობებსო,” _ აცხადებს ლობჟანიძე.

დათო ლონდარიძის ოჯახს ნაკვეთის გაყიდვა არ სურდა. ლონდარიძის მეუღლე იხსენებს, რომ რაქვიაშვილი მზად იყო, ნებისმიერ დროს და ადგილას შეხვედროდა მათ, ოღონდ როგორმე დაეთანხმებინა. ლონდარიძის მეუღლეს რაქვიაშვილთან სატელეფონო საუბარში წამოსცდა, რომ სამსახურის დაწყებას აპირებდა და ტესტირებას გადიოდა.

“ნაკვეთთან დაკავშირებით მთხოვდა შეხვედრას. ავუხსენი, რომ დრო არ მქონდა, რადგან ტესტირებაზე ვიყავი. მაშინვე დაინტერესდა, რა ტესტირებას გავდიოდი და სად ვაპირებდი მუშაობის დაწყებას. სამსახურის შოვნაში დახმარებაც კი შემომთავაზა. ძალიან რომ შევწუხდი, ეს საქმე დათოს გადავაბარე,” _ ამბობს ეკა ლონდარიძე.

ელიზბარ რაქვიაშვილი ლონდარიძეს თბილისში თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს შეხვდა. რაქვიაშვილი დაინტერესდა ზუსტად სად და რა თანამდებობაზე მუშაობდა ლონდარიძე.

ეკა ლონდარიძე: “დათოს უთქვამს, ისედაც ბევრი იცი ჩვენს ოჯახზე და მეტის ცოდნა საჭირო არ არისო. რაქვიაშვილს კი გაღიმებია, გინდა ახლავე დავრეკო და შენს შესახებ ყველაფერი გავიგოო.”

ამ შეხვედრის შემდეგ დათო ლონდარიძემ ოჯახში და სამსახურში თქვა, რომ სამხედრო პოლიციასთან პრობლემები შეექმნა, რაქვიაშვილი მას პოლიციის ზეწოლით აიძულებდა ნაკვეთის გაყიდვას.

საბოლოოდ, ლონდარიძე მიხვდა რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მისმა დედამ რაქვიაშვილისთვის ნაკვეთის მიყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ლონდარიძის მეუღლე იხსენებს, რომ ერთ დღეს, დათო სახლში სამხედრო პოლიციის მანქანამ მოიყვანა. ამ დროს დათოს დედა უკვე საქართველოში იმყოფებოდა.

ეკა ლონდარიძე: “დათო შემოვიდა და დედამისს ხვეწნა დაუწყო, მივცეთ ეგ ნაკვეთი, ხომ ხედავ, რა დღეში მაგდებენო. ძალიან შეშინდა ჩემი დედამთილი, მაშინვე გამოიტანა იმ მიწის საბუთები და დათოს უთხრა, თუ გინდა სულ აჩუქე, ოღონდ შენ ნუ შეგეხებიანო.”

მას შემდეგ, რაც დათო ლონდარიძემ დედისგან სასურველი თანხმობა მიიღო, ის სამხედრო პოლიციის მანქანით სამსახურში დააბრუნეს. 1 ივნისს ელიზბარ რაქვიაშვილმა ნაკვეთი სხვა ნაკვეთების მსგავსად შპს “ენ ლაინზე” გააფორმა. შუქია წამალაშვილს იმავე დღეს ჩაურიცხეს ნაკვეთის ღირებულება _ 14 ათასი დოლარი. ლონდარიძის ოჯახმა ჩათვალა, რომ პრობლემა ამოიწურა.

“გურია ნიუსი” ელიზბარ რაქვიაშვილს დაუკავშირდა. ის ლონდარიძეზე ზეწოლას და მის დაპატიმრებასთან კავშირს უარყოფს:

“იძულება არ ყოფილა, ყველაფერი საჯარო რეესტრით მოხდა. მე პოლიციისთვის დასახმარებლად არ მიმიმართავს. მოსახლეობას შევხვდი გუბერნიაში და შევთავაზე ნაკვეთების გაყიდვა. ყველასთან ინდივიდუალურად მქონდა მოლაპარაკება. ნოტარიუსთანაც მოდიოდნენ, საჯარო რეესტრშიც აფორმებდნენ და მერე მადლობებსაც მიხდიდნენ _ 14-15 ათას დოლარს იმ დროს იმ ნაკვეთში არავინ გადაუხდიდა.”

_ იცნობთ დავით ლონდარიძეს? ის დღეს დაჭერილია.

_ დაჭერილია? არ ვიცნობ ასეთს არავის.

_ ერთ-ერთი ნაკვეთის მეპატრონეა, ოჯახი მის დაკავებას ამ ნაკვეთს უკავშირებს.

_ რატომ უნდა დამეჭერინებინა, ჩემო დაიკო, ეგ ნაკვეთი დედამისისგან ვიყიდე, თუ არ ვცდები. მე რის უფლება მქონდა? ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. ეს სრული აბსურდია. ეხლა შეიძლება ბევრი რამე ითქვას და ბევრი რამე დამაბრალონ, მაგრამ ეგრე არ ხდება, რა.

მე რომ რუსთავში გამოვჩნდი და მაგ ნაკვეთების შესყიდვა დავიწყე, დღეში ათასი ზარი შემოდიოდა, არა ჩემი ნაკვეთი იყიდე, არა ჩემიო.

_ მეპატრონეები უკრაინელ ინვესტორს ელოდნენ, რომელიც მათ 50 ათასს გადაუხდიდა ნაკვეთში.

_ ჩემამდე თუ იყო უკრაინელი ინვესტორი, ეგ არ ვიცი. იმის მერე გასული იყო წელიწადნახევარი და მე ვუთხარი: არ ვიცი, ვინ რას გიხდიდათ, მაგრამ მე ამაზე მეტის გადახდა არ შემიძლია,-მეთქი. თუ გაწყობთ გადაგიხდით, თუ არადა კარგად იყავით,-მეთქი. ვინც თანხმობა გამოთქვა, დავიწყე ამ ნაკვეთების შესყიდვა ნელა-ნელა. ხალხი თვითონ მხვდებოდა და თვითონ მიფორმებდა თავის ნაკვეთს.

_ მეპატრონეები იძულებაზე საუბრობენ, ისინი პოლიციაშიც დაუბარებიათ.

_ ეგ პოლიცია კი არა, ახალი იუსტიციის სახლია, სადაც ნაკვეთები გადავიფორმე. პოლიციაში ერევათ, ეტყობა.

რუსთავის იუსტიციის სახლი ოფიციალურად 14 ივნისს გაიხსნა, ნაკვეთების გადაფორმება კი, როგორც დავით ლონდარიძის მეუღლე იხსენებს, რუსთავის ძველ საჯარო რეესტრში მოხდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ლონდარიძის დედამ ნაკვეთი 1 ივნისს გაასხვისა. იმ დროს იუსტიციის სახლი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებდა.

რაქვიაშვილის საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. მან მიწის მეპატრონეებს უთხრა, რომ “კირკიტაძე და კომპანიაში” მუშაობდა. “გურია ნიუსთან” საუბარში რაქვიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ კომპანიას ნაკვეთების ელექტრონული ნახაზების დასამზადებლად მიაკითხა.

შპს “კირკიტაძე და კომპანიის”იურიდიული მისამართია ქ. რუსთავი, ქალაქის შემოსასვლელი ნაკვეთი №1779. ეს ის ტერიტორიაა, სადაც რაქვიაშვილი ნაკვეთებს ყიდულობდა. უკრაინული ინვესტიციით სწორედ აქ აშენდა ავტობაზრობა” Autopapa” 2011 წლის გაზაფხულზე . იმ დროს კი, როდესაც რაქვიაშვილმა ნაკვეთების ყიდვა დაიწყო, რუსთავის შემოსასვლელში გაიხსნა ახალი საავტომობილო ჰაბი – „კავკასიის ავტოცენტრი”, რომელიც „იბერია ჯგუფის” 4 მლნ. ლარის ინვესტიციით აშენდა.

აშკარაა, რომ ამ ტერიტორიის მიმართ დიდი ინტერესი არსებობდა. რაქვიაშვილმა, რომლის უკანაც, როგორც ამბობენ, გუბერნატორი დავით კირკიტაძე და გიორგი უდესიანი იდგნენ, ნაკვეთები ჯერ იყიდა, მერე კი გააერთიანა (31 ათასი კვ.მ) და როგორც თავად ამბობს, “თეგეტა მოტორსს” მიჰყიდა. რაქვიაშვილის სახელზე საჯარო რეესტრში არა ერთი უძრავი ქონება ირიცხება.

ნაკვეთის გაყიდვიდან 3 თვეში, ლონდარიძე დააპატიმრეს. დაკავებულმა თვითმკვლელობა სცადა. ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი განუვითარდა, რამაც კიდურების პარალიზება გამოიწვია. ლონდარიძის ოჯახს ტელეფონზე უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ, გაჩუმებას აიძულებდნენ.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციაში ყოფნის დროს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დავით ლონდარიძე პირადად სცემა თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ და მისმა ძმამ დათამ.

მამა ფრიდონი, რომელსაც ოჯახმა დახმარება სთხოვა, “გურია ნიუსთან” საუბარში ადასტურებს, რომ ლონდარიძის სულიერი მდგომარეობა მართლაც უკიდურესად მძიმე იყო. მოძღვარი ცდილობდა, პატიმარს თვითმკვლელობაზე აღარ ეფიქრა: “ვკითხე, გცემეს,-მეთქი და მითხრა, არაო. წნევამ დაარტყა და ხელ-ფეხი ჰქონდა გაჩერებული. მერე გავიგე, რომ ნაცემი იყო, თუმცა, მე პირადად ცემის კვალი არ შემიმჩნევია. თვითმკვლელობის მიზეზი ვკითხე. მიპასუხა, მამაო, ასეთ ბრალდებას რომ წაგიყენებენ, აბა, სხვა რა უნდა ქნაო. დათო ლონდარიძე სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანია და არ შეიძლება, რომ ამ კაცს ის ჰქონდეს ჩადენილი, რასაც აბრალებენ.”

ოჯახმა ლონდარიძეს ადვოკატი მერაბ ბაღათურია დაუქირავა.

მერაბ ბაღათურია: “პატიმარს გლდანის მე-8 დაწესებულებაში შევხვდი. პირველად ვნახე ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. რომ დამინახა, ადგა და “ჩესტი” ამიღო. მივხვდი, რომ ნორმალურად ვერ აზროვნებდა. ვუთხარი, თუ არაფერი გაქვს ჩადენილი, შევეცდებით, გაგამართლოთ, მაგრამ თუ რაღაც გაქვს ჩადენილი, არც ესაა ტრაგედია, იმიტომ რომ ყველა ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლო არაა და თავს ტყუილად ნუ დაიდანაშაულებ,-მეთქი. მივხვდი რომ ის ვერ აღიქვამდა ჩემს საუბარს. თითქოს რაღაც წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ვკითხე, გცემეს,-მეთქი და პირზე თითი მიიდო, გაჩუმება მანიშნა. ბევრს ველაპარაკებოდი, ყველაფერზე მპასუხობდა: დიდი მადლობა, დიდი მადლობაო.”

ლონდარიძემ იცოდა, რომ ადვოკატთან მის საუბარს არა მარტო უსმენდნენ, არამედ ვიდეოთვალითაც უყურებდნენ. ბაღათურიასთან ის სწორედ იმ ფაქტებზე იწყებს საუბარს, რაც გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში აისახა.

“ლონდარიძე ამბობდა, რუსეთის ჯარში “დამავერბოვკეს”, საქართველოს მომავალს რუსეთთან ურთიერთობაში ვხედავ, სხვაგვარად სამაჩაბლოს და აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ, ნატო ვერაფერში გამოგვადგებაო. ამბობდა, რომ ვიღაცეებს დაადო ხელი, ერთზე ძალიან ნერვიულობდა, მგონი, თეთრაძეზე. სასამართლოში ყველაფერს ვიტყვიო. ისიც გვითხრა, რაღაც ინფორმაცია კი მქონდა კომპიუტერში, მაგრამ არავისთვის გადამიციაო.

მოკლედ, ათას პატიმართან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ასეთი დაშინებული და გონებიდან ამოვარდნილი ადამიანი არასოდეს მინახავს,” _ აცხადებს ადვოკატი მერაბ ბაღათურია.

გიორგი გორელაშვილის საქმე

რადიო მოყვარული გიორგი გორელაშვილი საკუთარ სახლში 17 სექტემბერს, ლონდარიძის დაპატიმრებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. იმავე დღეს დააკავეს სერგო თეთრაძე და სერგეი ჩაპლიგინი.

იმ პერიოდში გორელაშვილების ოჯახში ტრაგედია მოხდა _ შვილი დაეღუპათ. ოჯახი საფლავის მოწყობით და მოვლით იყო დაკავებული. გორელაშვილის მეუღლე ქეთევან გაბიჩვაძე იხსენებს, რომ სამართალდამცავებმა ოჯახიდან საკოლექციო იარაღი, ფული, რადიო, რაციები და სამზარეულოში გაკრული გახუნებული რუკები წაიღეს: “ამ რუკებით ბავშვებს ვამეცადინებდით, სამზარეულოში გვქონდა გაკრული. ჩამოხსნეს, გადაახვიეს და ზედ “საიდუმლო” დააწერეს. გიორგის თავისი ხელით მოახსნევინეს ანტენა. ჩემი მეუღლე რადიომოყვარული იყო და შესაბამისი ლიცენზიაც ჰქონდა. ჩხრეკის შედეგად წაიღეს რაციები, წინაპრებისგან დატოვებული საკოლექციო იარაღი და ფული. რაც შეეხება მეხსიერების ბარათს, რაც ვითომ გამოძიებამ ამოიღო ჩვენი ბინიდან, ეს ბარათი თავად გამომძიებელმა მოიტანა და მერე ისევ წაიღო. გიორგის მეხსიერების ბარათი არასოდეს ჰქონია.”

გიორგი გორელაშვილი დაკავებამდე საგარეჯოს ღვინის ქარხანაში მუშაობდა, რომელიც ამ პერიოდში თითქმის არ ფუნქციონირებდა. ამას დაემატა შვილის გარდაცვალება. ოჯახს ძალიან გაუჭირდა და სოფელში სახლი გაყიდა. მყიდველმა თანხის ნაწილი დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მიუტანა გორელაშვილებს. გამოძიებამ სწორედ ეს ფული ამოიღო და საქმეს ნივთმტკიცების სახით დაურთო.

“სახლის მყიდველი კეთილსინდისიერი ადამიანი აღმოჩნდა. გამოგვყვა პროკურატურაში და ფულის წარმომავლობა დაადასტურა. გამომძიებელმა თანხაც და იარაღიც დაგვიბრუნა. სხვათა შორის, იარაღი ამ გაზაფხულზე თვითონ გადაგვიფორმეს. ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, ყველაფერს ასაიდუმლოებდნენ. ადვოკატზე კი, რომელიც დავიქირავეთ, გიორგის უარი ათქმევინეს,” _ აცხადებს ქეთევან გაბიჩვაძე.

ადვოკატი გიგლა მაჩიტიძე გიორგი გორალაშვილს იცავდა. “გურია ნიუსთან” საუბარში ის ამბობს, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში მან ნაცემი პატიმარი ნახა: “გორელაშვილმა თავის მოკვლა სცადა, სათვალე გადატეხა და ნამსხვრევით ცდილობდა თავის მოკვლას. როდესაც შევხვდი, აშკარად ეტყობოდა ცემის კვალი. რამდენიმე დღეში მირეკავენ და მეუბნებიან, რომ პატიმარს ვეღარ ვნახავ, იმიტომ რომ მას უკვე სხვა იცავსო. შევეცადე, პატიმარი მენახა და დავრწმუნებულიყავი, რომ ადვოკატის შეცვლა მართლაც მისი სურვილით მოხდა. გლდანში მითხრეს, ციხის უფროსი მოადგილე ალეკო ჯანჯღავას მითითებას ასრულებდნენ და პატიმარს არ შემახვედრებდნენ. სხვათა შორის ჯანჯღავა დღესაც იგივე თანამდებობაზე მუშაობს,” _ ამბობს გორელაშვილის ყოფილი ადვოკატი გიგლა მაჩიტიძე.

ქეთევან გაბიჩვაძემ დაკავებული მეუღლე პირველად თბილისის საქალაქო სასამართლოში ნახა და დარწმუნდა, რომ ცოცხალი იყო: “აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს, შემთხვევით მოვკარი თვალი ჩემს მეუღლეს. კარგად დამამახსოვრდა სერგო თეთრაძეც, თავჩაღუნული იჯდა. ეტყობოდა, ძალიან ცუდად იყო. სერგოს მეუღლე ტიროდა, იხვეწებოდა, გულით ავადმყოფია და წამლები მიეცითო. რამდენადაც მახსოვს, წამლებიც არ მიაწოდეს,” _ ამბობს ქეთევან გაბიჩვაძე. მოგვიანებით, გიორგი გორელაშვილმა მეუღლეს უამბო, როგორ ასმენინებდნენ სერგო თეთრაძის ყვირილს და კვნესის ხმას, როდესაც მას აწამებდნენ.

ადვოკატი თუ პროკურორის თანაშემწე

სამივე დაკავებულის დაცვა ადვოკატ ტარიელ კბილაშვილს მიანდეს. განსასჯელთა ოჯახები ამაოდ ცდილობდნენ, ახალი ადვოკატის ვინაობის დადგენას _ პროკურატურა მის ვინაობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. ბოლოს კი ახალმა ადვოკატმა ოჯახებს გამოუცხადა, რომ საქმეში სწორედ პატიმრების სურვილით ჩაერთო.

ქეთევან გაბიჩვაძე, გიორგი გორელაშვილის მეუღლე: “არ ვიცნობდი ამ კაცს. გამიკვირდა, როგორ ან ვის მიერ მოხდა მისი დაქირავება. მიმტკიცებდა, თვითონ პატიმარი დამიკავშირდაო. კი მაგრამ როგორ, რა საშუალებით, ციხიდან როგორ დაურეკა ადვოკატს? კბილაშვილს ვუთხარი, რომ მისთვის მომსახურების საფასური არ გადამიხდია და არც ვაპირებდი, რადგან ჩვენს უკვე გვყავდა ადვოკატი. არა უშავს, მოვრიგდებით, ფული პრობლემა არ არისო. არც მე და არც ჩემი მეუღლე კბილაშვილს არ ვენდობოდით”.

დავით ლონდარიძის მეუღლე ამბობს, რომ კბილაშვილის მიმართ თავიდანვე უნდობლად განეწყო, საკუთარ ადვოკატს არ ენდობოდა ლონდარიძეც.

“ეს ადვოკატი რომ შემხვდეს, პირში ვეტყვი, რომ პროკურატურის აგენტი და ჩამშვებია. აბა რატომ იძახებენ, ჩემზე მეტი პროფესიონალია თუ პატიოსანი? პროკურატურას ჰყავს ასეთი ადვოკატები. ესენი ადვოკატები კი არა, პროკურორის თანაშემწეები არიან,” _ ამბობს მერაბ ბაღათურია.

პროკურატურამ ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინა, მათ ამ საქმეზე საუბარი არა მხოლოდ მედიასთან, არამედ ოჯახის წევრებთან და კოლეგებთანაც კი აუკრძალეს.

“გურია ნიუსი” ადვოკატ ტარიელ კბილაშვილს დაუკავშირდა. ის გვთხოვს და გვარწმუნებს, რომ ამ ამბის გახმაურება პატიმარ ლონდარიძეს იმდენად არ სურს, რომ ეს უკანასკნელი ჟურნალისტის ხსენებაზე ცუდადაც კი გახდა. ადვოკატი ძალიან გააღიზიანა შეკითხვამ: ხართ თუ არა ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი?

“მე, ტარიელ კბილაშვილი, რომ გელაპარაკებით ჩათვალეთ, ახლა ხატზე მიდევს ხელი, ჯიბით ვატარებ პატარა ხატს. პატიმარმა გაიგიჟა თავი, როცა გაიგო, რომ დაწერას აპირებდით. ძალიან გთხოვთ, უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩამაყენებთ იმ კაცთან _ კატეგორიულად მოითხოვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მივცე არავის ინტერვიუ. მე მას ჩემი ტელეფონი მივეცი და ვუთხარი, რომ თუ დავჭირდები, სხვა პატიმარს გადასცეს ნომერი, როცა ის თავის ადვოკატს ხვდება. მეტს ვერაფერს გეტყვით”.

_ ბატონო ტარიელ, თქვენ ოჯახმა გთხოვათ პატიმრის დაცვა?

_ მე, არ მგონია, ციდან ჩამოფრენილი ვიყო და ეს საუბარი მე არ მიმაჩნია სწორად, არ დაგირეკავდი და არ დაგელაპარაკებოდი, რომ მქონდეს რაიმე შეცდომა ან მიქარული. თქვენ ეტყობა, არასწორი ინფორმაცია გაქვთ. მე ჩემთვის წყნარად, ლამაზად ვაწვები ამ ცხოვრებას. პირადად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა, რომ პატიმარს არ სურს გახმაურება. გუშინ ცუდად გამიხდა, როცა გაიგო, რომ აპირებდით ამის გახმაურებას. ინერვიულა, როცა გაიგო რომ ჟურნალისტს უნდა მივცე ინტერვიუ. ამიტომ ეს ჩვენი საუბარი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე მინდა დარჩეს კონფიდენციალური.

ადვოკატი გვთხოვს, რომ საუბრის შესახებ არაფერი ვუთხრათ ლონდარიძის მეუღლეს, როგორც ირწმუნება, ისევ პატიმრის ინტერესებიდან გამომდინარე.

ოფიციალური ვერსია

2011 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებულ განაჩენში ვკითხულობთ, რომ “ლონდარიძეს, ჩაპლიგინს და გორელაშვილს ბრალი დაედოთ საქართველოს წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. საქმის მასალების მიხედვით, დავით ლონდარიძე, რომელიც 1992 წელს მსახურობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დისლოცირებულ საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში, გადაბირებულ იქნა საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის თანამშრომლის, ვინმე “მაიორ ჟუკოვის” მიერ (შენიშვნა: საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა 1991 წლის დეკემბერში). მოგვიანებით ლონდარიძეს აგენტურული ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ოფიცერ ვინმე “ივანოვთან”, ხოლო 2002 წლიდან აგენტურულ კავშირზე იმყოფებოდა სერგეი ჩაპლიგინთან და იმ პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელ სერგო თეთრაძესთან. 2002 წლიდან ლონდარიძე ხვდებოდა რა ჩაპლიგინს და თეთრაძეს, გადასცემდა საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს, მათ შორის, 2011 წლის ზაფხულში გადასცა მეხსიერების ბარათები, რომელზედაც ჩაწერილი იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობები.

2011 წლის ზაფხულის ბოლოს ლონდარიძემ და სხვებმა გადაიბირეს გიორგი გორელაშვილი და ამ უკანასკნელს რუსეთის სპეცსამსხურებისთვის გადასაცემად მიაწოდეს მეხსიერების ბარათი სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციით”.

გამოძიების ვერსიით, “ჩაპლიგინი 2002 წელს გამოძიებისთვის დაუდგენელ ვითარებაში გადაბირებულ იქნა რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელ ვინმე ივანოვის მიერ. 2002 წლის ზაფხულიდან, ლონდარიძე ხვდებოდა ჩაპლიგინს და გადასცემდა საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას.”

გასაიდუმლოებული სასამართლო

დავით ლონდარიძესთან, სერგეი ჩაპლიგინთან და გიორგი გორელაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ისინი ისე გაასამართლეს, რომ ამის შესახებ ადვოკატ კბილაშვილს ოჯახებისთვის არც კი უცნობებია. იმის მიუხედავად, რომ მოსამართლე მარინა ცერცვაძემ კარგად იცოდა, რა ბედი ეწია ამ საქმის მეოთხე მონაწილეს _ სერგო თეთრაძეს, 25 ოქტომბრით დათარიღებულ განაჩენში ვკითხულობთ:

“სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და ბრალდებულებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება”

მოსამართლემ დასაბუთებულად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმომადგენელი მტკიცებულებები და განსასჯელები დამნაშავედ სცნო. დავით ლონდარიძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც 3 წელს ის ციხეში მოიხდის, სერგეი ჩაპლიგინს _ 7 წელი, აქედან 5 _ საპატიმრო, ხოლო გორელაშვილს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით (6 _ საპატიმრო).

“რადგან ასეთ დათმობაზე წავიდნენ და ლონდარიძეს 3 წელი მიუსაჯეს ისეთი უმძიმესი დანაშაულისთვის, რასაც ედავებიან, ჩანს, რომ პროკურატურას მაგრად გაუჭირდა. ასევე, წარმოუდგენელი იყო ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება,” _ ამბობს ადვოკატი ბაღათურია.

ქეთევან გაბიჩვაძე კი ფიქრობს რომ ხელისუფლებას ამ საქმიდან “ენვერი 2”-ის დადგმა სურდა, მაგრამ თეთრაძის სიკვდილმა მათი გეგმა ჩაშალა. ამიტომაც, მიჩუმათდა ვინმე ივანოვების და ჟუკოვების გადმობირებულთა საქმე და არ გაპიარდა ნაციონალური არხებით.

თავდაცვის მომავალმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რამდენჯერმე ახსენა სერგო თეთრაძის საქმე და განაცხადა, რომ ამ საქმის ბოლომდე მიყვანით პირადად დაინტერესდება.

გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

გურიაში აფეთქება მოხდა- რა არის ცნობილი

19:52; 17 თებერვალი, 2026
სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17 თებერვალი, 2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ზურაბ ჟვანიას შვილზე ძებნა გამოცხადდა

11:26; 17 თებერვალი, 2026
სამართალი

კადრები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებიდან – რა ახალ გარემოებაზე საუბრობს პროკურატურა

11:22; 17 თებერვალი, 2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

10:12; 17 თებერვალი, 2026

ფრაქცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობა შეიცვალა

საიდუმლოდ გაცემული პრემიები გუბერნიაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

აფეთქება ოზურგეთში რესტორანთან- რას ამბობენ მომხდარზე ჩოხატაურში

22:31; 17.02.2026
საზოგადოება

Hello Tech გოგოებისთვის

20:27; 17.02.2026
სამართალი

გურიაში აფეთქება მოხდა- რა არის ცნობილი

19:52; 17.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:28; 17.02.2026
სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17.02.2026
პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17.02.2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

14:03; 17.02.2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17.02.2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17.02.2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17.02.2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო