“მინდა გავაკეთო ერთი განცხადება და იმედი მაქვს, პატიმრები თვითონ მოისმენენ ამას. გუშინ, მას შემდეგ რაც გამოვედი ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან, #-8 საპყრობილიდან, ციხის ყველა ფანჯრიდან ყვიროდნენ პატიმრები და ითხოვდნენ ჩემთან შეხვედრას. ყველასთან შეხვედრა ვერ მოხერხდება. ერთ-ერთმა მათგანმა იმ მოთხოვნით, რომ მე შემხვდეს, პირი ამოიკერა.
მე ასეთ ქმედებებს ვერ წავახალისებ. ამ ადამიანს რომ შევხდე, მერე შეიძლება 50-მა ან 150-მა პატიმარმა ამოიკეროს პირი. უმორჩილესად ვთხოვ ყველას, მინისტრი ვერ შეხვდება 21 000-ვე პატიმარს. ამ წუთში, რამდენადაც ვიცი, ცოტა მეტი პატიმარია, მაგრამ ყველას მიმართ იქნება მაქსიმალური ყურადღება. პირის ამოკერვით და თვითდაზიანების მიყენებით ნუ ცდილობენ ადმინისტრაციის პროვოცირებას და მინისტრის ყურადღების მიქცევას.
მეორე სამუშაო დღეა, რაც დავინიშნე. ორ დღეში, პლუს შაბათ-კვირა, ბევრი რამე მოვასწარით. კიდევ უფრო მეტი რამე გაკეთდება, მოგვეცით საშუალება. მივმართავ პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს, რომ ყველას მივაქცევთ ყურადღებას,” _ განაცხადა სუბარმა.