“გამიშვით საზღვარგარეთ სასწავლებლად. ეს საუკეთესო გამოსავალია”, _ საკუთარ თანამშრომლებთან უკვე ღიად აცხადებს კალანდაძე, რომელიც მზადაა თანამდებობა უპრობლემოდ ჩააბაროს შემცვლელს.
გიგი კალანდაძე გენერლის ჩინით და 150 ათას ლარიანი პრემიით თავდაცვის სამინისტროში ერთ-ერთ ოდიოზურ ფიგურად ითვლება. ბაჩო ახალაიას მეგობრობამ ის გენერლად აქცია. კალანდაძის სამხედრო განათლება მხოლოდ აშშ-ში გავლილი კაპიტნის კურსით ამოიწურება, რაც ასეულის მეთაურის კურსის ექვივალენტია.
თავდაცვის სამინისტროში სასწავლებლად გაშვება დასჯის შუალედური ფორმაა დაპატიმრებასა და სამსახურიდან გათავისუფლებას შორის.