ისინი "ალდაგი ბისიაისგან" პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. "გურია ნიუსთან" კომენტარში "ალდაგი ბისიაის" პრესამსახურის ხელმძღვანელი მაია ივჩენკო აცხადებს, რომ ქობულეთის საავადმყოფო "ჩემი ოჯახის კლინიკას" ეკუთვნის, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ ეს კომპანია "ალდაგი ბისიაის" შვილობილია. ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ქობულეთის ცენტრალურ კლინიკაში ჩასვლას სწორედ "ჩემი ოჯახის კლინიკის" წარმომადგენლები აპირებენ, რომლებიც სავარაუდოდ, მედპერსონალს ახალ დირექტორსაც წარუდგენენ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია რამდენიმე დღეში თანამშრომლების შემცირებასაც გეგმავს. "გურია ნიუსმა" მოახერხა და სამედიცინო ცენტრის სამშობიარო ბლოკში შეძლო შესვლა, სადაც გაუსაძლისი პირობებია. როგორც ექიმები ჩვენთან საუბრის დროს ამბობენ, ამ პირობების გამო კლიენტების რიცხვი მცირდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved