საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, ჩოხატაურში, საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 64.13-მა პროცენტმა დააფიქისრა, რაც 2 პროცენტით მეტია პირველ ტურში მისულ ამომრჩეველზე.
ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, დღეს, არჩევანი 11 694-მა ამომრჩეველმა გააკეთა.
მისივე თქმით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ექსესებს ადგილი არ ჰქონია.
ჩოხატაურში სულ 38 საარჩევნო უბანი და 18 236 ამომრჩეველია.
ამ დროისთვის ოლქში ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.