https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ემეტება ხელისუფლებას სოციალურად დაუცველთათვის

6:02; 22.02.2011
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

უფასო სასადილოს შესანახად თანხების მობილიზება გახდება საჭირო _ ხელისუფლებას  65000 ლარი  134 უმწეოს გამოსაკვებად წლის ბოლომდე არ ეყოფა; 1000-ზე მეტი უსახლკაროთაგან კი მხოლოდ 10 ოჯახი შეირჩევა სპეციალური კომისიის მიერ 50 000 ლარის გადასანაწილებლად; წლევანდელი სოციალური დახმარებების პაკეტი არც ისე მდიდარია, რომ ვეტერანებს უფასო კომუნალური გადასახადები შეთავაზოს ან პოლისის გარეშე დარჩენილ დევნილებს სამედიცინო დახმარებისთვის თანხა გამოუყოს; ხელისუფლებას “არც იმის საშუალება აქვს”, 120 000 ქულამდე გაზარდოს სოციალურად დაუცველის სტატუსი _ სოციალური პაკეტის განხილვისას უამრავი  პრობლემები გამოჩნდა. 16 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ამავე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი უძღვებოდა. საჯარო განხილვას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტები, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული სამსახურის უფროსი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი და მასმედიის წარმომამდგენლები. ხსენებული პროექტი,  საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირინა საჯაიამ წარადგინა. სოციალური დახმარების გაცემას და მიღებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება მიეცა დამსწრე საზოგადოებას.
როცა საქმე იძულებით გადაადგილებულთა დახმარების პუნქტზე მიდგა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის მთავარმა სპეციალისტმა მერაბ ჭელიძემ აღნიშნა, რომ დევნილებს სამედიცინო პოლისები არ აქვთ და წლევანდელ სოციალურ პაკეტში აუცილებელია მათი უფასო სამედიცინო მომსახურების შეტანა.
_ დევნილებს ჰქონდათ სამინისტროსგან დანიშნული ფულადი დახმარება, რომელიც მოეხსნათ; დარჩა მხოლოდ საშეშე მერქნით დახმარების შეღავათი; პროექტში გათვალისწინებულია, დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯი, გარდაცვლილის ოჯახზე ერთჯერადი დახმარების გაცემა _ 200 ლარი. აუცილებლად უნდა განისაზღვროს რას ნიშნავს “ექსტრემალურ სიტუაციაში დახმარებისას”, თავად ექსტრემელური სიტუაცია _ ესაა გადაუდებელი ოპერაცია, უბედური შემთხვევა თუ კიდევ სხვა რამ… აუცილებლობად მიმაჩნია, რომ დევნილებს უფასო სამედიცინო მომსახურეობისთვის ჰქონდეთ განსაზღვრული თანხა; სულ 102 ოჯახი ცხოვრობს ჩვენს მუნიციპალიტეტში და კარგი იქნება, თუ საკრებულო გაითვალისწინებს ჩემს წინადადებას, რადგან ეს პრობლემა აუცილებლად იჩენს თავს, _ აღნიშნა ჭელიძემ.
დევნილებისთვის  სოციალურ დახმარების პაკეტში 15 000 ლარია გათვალისწინებული.
განსჯის საგანი გახდა უსახლკაროებისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი, დაზარალებულის შერჩევის კრიტერიუმი. საკრებულოს თავმჯდომარის ალეკო მამეშვილის თქმით, 1000-ზე მეტი მოქალაქის განცხადებაა შესული და ისინი დახმარებას ითხოვენ საცხოვრებლის არქონის ან ავარიულობის გამო;
_ საამისოდ ბიუჯეტიდან გამოყოფილია  50 000 ლარი, ვფიქრობ, რომ ეს თანხა შეიძლება გადანაწილდეს 10 ოჯახზე, მაგრამ მთავარია, რა კრიტერიუმით შეირჩევა ეს ოჯახები. მნიშვნელოვანია თანხის მიზნობრივად გახარჯვა და უსახლკაროებიდან 10 ოჯახის სწორად ამორჩევა, ამისთვის შესაბამისი კომისია იმუშავებს, _ თქვა მამეშვილმა. თუმცა, შეკითხვა, კომისიას ექნება თუ არა გადაწყვეტილებების მიღების უფლება და მის მუშაობას მონიტორინგს ვინ გაუწევს, უპასუხოდ დარჩა.
როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებას მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს დაფინანსების პრობლემაც აქვს; როგორც შეხვედრაზე ითქვა, უნდა გაიზარდოს დაფინანსების ხარჯი, რადგან 65 000 ლარი წლის ბოლომდე ვერ გაწვდება 134 უმწეოს გამოკვებას. როგორ მოხდება ამ თანხების მობილიზება ან რა წესით, საკითხის განხილვა სამომავლოდ გადაიდო.
_ საკვები პროდუქტის გაძვირების გამო, გამოყოფილი თანხა ვერ გაწვდება უფასო სასადილოს მუშაობას; ამ ადამიანებისთვის კვების მენიუ არ უნდა შეიცვალოს. ნათელია, რომ  წლის ბოლომდე საკმარისი არ იქნება ბიუჯეტიდან გამოყოფილი ხარჯები, ამის მოგვარების გზებს ერთად შევიმუშავებთ, _ თქვა ალეკო მამეშვილმა.
შეხვედრაზე გამოითქვა აზრი, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 000 გახდეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ხინთიბიძემ, მისი თანასოფლელის, 80 წლის ნორა ორმოცაძის მაგალითი მოიტანა: _ ქალბატონ ნორას სოციალური დახმარება მოუხსნეს, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აქვს _ მოკვეთილი აქვს ქვედა კიდური, კიდევ ერთი ქირურგიული ოპერაცია სჭირდება. მაღალი სარეიტინგო ქულის გამო კი, პოლისს ვერ მიიღებს.
მისი ყველა საჭირო დოკუმენტაცია შემოვიტანე ადგილობრივ ხელისუფლებაში, ვერა და ვერ მივაღწიე იმას, რომ ამ ქალბატონს სათანადო დახმარება აღმოუჩინონ. მივიჩნევ, რომ ხანდაზმულ ადამიანებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ და ყველა პენსიონერს, ქულების მიუხედავად,  უნდა ჰქონდეს სამედიცინო პოლისი, _ თქვა ხინთიბიძემ, თუმცა, ამ წინადადებაზე პასუხი არავის გაუცია.
ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა საკრებულოში, კახა ღლონტმა სამამულო ომის ვეტერანებისთვის შეღავათების დაწესება შეთავაზა საკრებულოს: _ მათ მხოლოდ შუქის ფულს უხდიან _ სულ 22 ლარს, სხვა არანაირი შეღავათი არ აქვთ; ადრე ტელეფონის სააბონენტოს არ იხდიდნენ, ახლა ესეც მოეხსნათ. ერთი, რომელიმე სახის კომუნალური გადასახადის დაფინანსება მათთვის შეღავათი იქნებოდა, _ თქვა მან.
როგორც გაირკვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 302 ვეტერანი ჰყავს და მიუხედავად ამისა, სათანადო თანხების გამოძებნა გაუჭირდება.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში თვალსაჩინო ადგილას იდო სოციალური დახმარებების ხარჯების აღმრიცხველი დოკუმენტი, რომლითაც იმ დღეს იხელმძღვანელეს; გასაცემი სოციალური დახმარებების სია ასე გამოიყურება: მრავალშვილიანი ოჯახების სოც დახმარებები _ 140 000; შეჭირვებულ მოსახლეობის სამედიცინო დახმარება _ 60 000; უფასო სასადილო ჴ 65 000; უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება _ 50 000; უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯები _ 5 000; ახალშობილების  დახმარება _ 70 000; 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო თანადაფინანსება _ 15 000; ვეტერანები _ 27 900; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები _ 32 200; დევნილები _ 15 000; 100 წელს გადაცილებული ადამიანების დახმარება _ 2 000; საბავშვო ბაღების თანაგადახდა _ 27 000; ეკონომიურად შეჭირვებული მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების პროგრამა _ 56 000.
“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” იურისტის ირაკლი პაპავას თქმით, თავისთავად, ის ფაქტი, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო აწყობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მსგავსი საკითხის საჯაროდ განხილვას, უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია: _ თუმცა, სასურველია, თუ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის საჯაროდ განხილვის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება საკრებულოს ხელთ არსებული სხვადასხვა საშუალებებით (მათ შორის _ ადგილობრივი პრესითაც) მოხდება და თუ თვით გადაწყვეტილების პროექტიც გამოქვეყნდება, თუნდაც საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაინც. ეს მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას, წინასწარ გაეცნონ განსახილველი გადაწყვეტილების პროექტის შინაარსს და მომზადებულები მოვიდნენ საჯარო განხილვაზე.
რაც შეეხება უშუალოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემოთავაზებულ სოციალურ პაკეტს, უნდა აღინიშნოს, რომ შეიცვალა ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებასთან მიმართებაში _ დაწესდა გარკვეული კრიტერიუმები. ასე, მაგალითად, იმისათვის, რომ მრავალშვილიანმა (იგულისხმება ოთხი და მეტი შვილი) ოჯახმა, ან ოჯახმა, რომელსაც ახალშობილი შეეძინა, მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარება, იგი ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: 1) რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2) ოჯახის სარეიტინგო ქულა უნდა იყოს: ა) 57 000-ზე მეტი და არ აღემატებოდეს 100 000-ს (მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების შემთხვევაში); ბ) 70 000-ზე მეტი და არ აღემატებოდეს 100 000-ს (ახალშობილის ოჯახების დახმარების შემთხვევაში). რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების პრემირების ფონზე, შესაძლოა, მართლაც “უხერხულად” ჟღერდეს მსგავსი ტიპის კრიტერიუმების დაწესება და იქნებ უფრო სამართლიანიც იყოს ქულობრივი სისტემის მოხსნა, მაგრამ ფაქტია: ჯერ ერთი, საკრებულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საამისოდ სამყოფი ხარჯები არ გაუთვალისწინებია და მერე მეორეც, კანონის თანახმად, თვითმმართველს ერთეულს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მხოლოდ ისეთი ღონისძიებების შემუშავება და გახორციელება შეუძლია, როგორებიცაა: ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკფაქტორების იდენტიფიცირება, _ ეს არის და ეს  (ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, მუხ. 16.2, “ღ” ქვეპუნქტი). აქედან გამომდინარე, იმას, რასაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საკუთარ სოცპაკეტში ითვალისწინებს, ნებაყოფლობით ახორციელებს და მთლიანად მასზეა დამოკიდებული ქულობრივი სისტემის შემოღებაცა და გაუქმებაც”, _ გვითხრა პაპავამ.
სოციალური დახმარებების გაცემის და მიღების წესების დამტკიცება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მომდევნო თვის დასაწყისისთვის დაიგეგმა, მანამდე კი აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა კიდევ ერთხელ უნდა მოეწყოს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ კურსი დაემატა

18:01; 27 იანვარი, 2026
ფინანსები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

14:24; 27 იანვარი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე” რეგისტრაცია გრძელდება

14:03; 27 იანვარი, 2026
ფინანსები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

13:31; 27 იანვარი, 2026
ფინანსები

Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა – ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა

17:05; 26 იანვარი, 2026

სწავლა სიცოცხლისთვის სახიფათოა!!! _ ფოტორეპორტაჟი

ოზურგეთში ეკლესიის გალავნის ნაწილი ჩამოინგრა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ კურსი დაემატა

18:01; 27.01.2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27.01.2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27.01.2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27.01.2026
სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27.01.2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27.01.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

16:05; 27.01.2026
სამართალი

და-ძმის ცხედრები იპოვეს

15:21; 27.01.2026
პოლიტიკა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე აღსრულების პროგრესზე კრიტიკული ანგარიში წარუდგინეს

15:12; 27.01.2026
სამართალი

პროკურატურამ უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

14:54; 27.01.2026
ფინანსები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

14:24; 27.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 1 086 000 ლარია გამოყოფილი

14:18; 27.01.2026
სამართალი

რატომ დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

14:14; 27.01.2026
საზოგადოება

“საქართველოს რკინიგზა” თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

14:08; 27.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო