ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით ინფიცირების 65 შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის covid დადებითი სულ 2256 სამტრედიელს დაუდასტურდა. აქედან 915 უკვე გამოჯანმრთელდა, თვითიზოლაციაში რჩება 574 მოქალაქე; სხვადასხვა კოვიდკლინიკებში 106 ადამიანი მკურნალობს. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 23 შეადგინა.