https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გიორგი, გეგი, შოთა, მასიმილიანო _ პროკურატურიდან ყველა გზა გიგი უგულავასკენ მიდის?

18:11; 24.11.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

15 ნოემბერს დაკავებულ ყოფილ ვიცე- მერს, შოთა ხიზანიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ ფაქტის გამო, გიგი უგულავამ სასწრაფოდ შეწყვიტა თავისი ვიზიტი იტალიაში და შოთა ხიზანიშვილის მხარდასაჭერად სასამართლოშიც მივიდა. პროცესის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ სასამართლომ და მოსამართლემ ვერ გაუძლეს ზეწოლას. როგორც ჩანს, მაშინ უგულავას სულ არ გახსენებია ის ფაქტი, რომ წინა ხელისუფლების საამაყო და რეფორმირებულ სასამართლოს ისევ ის ხელმძღვანელი ჰყავს, რომელსაც აქამდე სრულ ნდობას უცხადებდნენ.

21 ნოემბერს, შსს თბილისისი მერის გიგი უგულავას მეგობარი, გიორგი ქელბაქიანი დააკავა . რომელიც შპს “ენსისის” მეწილე და გენერალური დირექტორია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით კომპანია “ენსისის” 70% წილი ქელბაქიანს ეკუთვნის, 30% წილის მფლობელი კი გიორგი გიორგაძეა. შსს სამინისტრომ ქელბაქიანთან ერთად დააკავა კომპანია “ენსისის” ფინასური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე. მათ ბრალად სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისება ედებათ. გარდა ამისა, მათ მიმართ მიმდინარეობს გამოძიება რიყეზე მდებარე “ბუდაბარის” საკუთრების კანონიერების შესახებ, აგრეთვე თბილისის შემოგარენში მშენებარე ფეშენებელური აგარაკების სამშენებლო სახსრების წარმომავლობასთან დაკავშირებით.

“თბილისის წყლის” ყოფილი გენერალური დირექტორის, თავისი მეგობრის, გეგა ქელბაქიანის დაკავებას კი უგულავას მორიგი განცხადება მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მისამართით, _ მე დამიჭირეთ შეთითხნილი ბრალდებითო…

როგორც ჩანს, ხიზანიშვილის დაკავების შემდეგ, ზოგიერთმა სამშენებლო კომპანიამ მოსალოდნელი საფრთხე იგრძნო. თბილისის მერიაში, პროკურატურის თანამშრომლების მიერ შოთა ხიზანიშვილის კაბინეტის ჩხრეკის დასრულებისთანავე, მერიასთან თეთრი ფერის “ჯიპი” გამოჩნდა.

ამ დროს “გურია ნიუსი” ქალაქის მერიის შენობასთან იმყოფებოდა. მანქანიდან ერთი მამაკაცი გადმოვიდა წიგნაკით ხელში. რამდენიმე წუთში, მას მეორე მამაკაცი შეუერთდა. ორივე მათაგანი მერიის შენობაში შევიდა. დაცვის 10-მდე თანამშრომელმა ისინი შენობაში უპრობლემოდ შეუშვა.

“გურია ნიუსის” კითხვა, _ იყვნენ თუ არა ისინი პროკურატურის თანამშრომლები, _ მათ უპასუხოდ დატოვეს. მძღოლმა, რომელმაც ერთ-ერთი მათგანი უგულავას უწყებაში მოიყვანა, გვითხრა, რომ ისინი სამშენებლო კომპანიიდან არიან და საქმეზე არიან მოსულები. მან სამშენებლო კომპანიის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ამ ისტორიების ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილმა დირექტორმა გიორგი საბანაძემ ყველაზე ადრე იგრძნო მოახლოებული საფრთხე და არჩევნების დასრულების შემდეგ, საქართველოდან გაიქცა. ინფორმაცია ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ გაავრცელა. მისივე თქმით, საბანაძემ ქვეყნიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია გაიტანა.

2 535 000 მილიონიანი “ატკატი”

თუმცა, გაუტანელი დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ თბილისის მთავრობის დაკვეთით. დედაქალაქში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს „ენსისი“ ექსკლუზიურად ასრულებდა, რომელთა ღირებულებამ 2009-2012 წლებში 200 მილიონ ლარამდე შეადგინა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება შსს-ს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა გააკეთა. მან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით გიორგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის საქმეზე ახალი მტკიცებულებები გაავრცელა.

სამინისტროს ინფორმაციით – “ენსისის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ქელბაქიანმა და ამავე საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა არჩილ ჩოგოვაძემ სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების მიზნით, ერთ-ერთ ფიზიკურ პირს კონტრაქტის გარეშე ჩაურიცხეს 6 309 885 ლარი, საიდანაც აღნიშნულმა პირმა 3 032 091 ლარი ნაღდი ფული, უკან დაუბრუნა გიორგი ქელბაქიანს და არჩილ ჩოგოვაძეს.”

გიორგობიანის განმარტებით, გიორგი ქელბაქიანის პირადი კომპიუტერის დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შპს „ენსისის“ ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე ქელბაქიანს ცხრილებს უგზავნიდა, სადაც ჩანს თუ რა მოცულობის თანხებს ურიცხავდნენ ფიზიკურ პირს, გოჩა დარსაძეს 2009-2012 წლებში სამშენებლო სამუშაოებისთვის.

აუდიტორების მიერ მომზადებული შუალედური დასკვნის თანახმად, “ლეპტოპის” დათვალიერებისას მოპოვებულ ინფორმაციასა და საბანკო ამონაწერს შორის რადიკალური სხვაობაა. “ფაქტიურად შპს “ენსისის” მიერ 2009 – 2012 წლებში გოჩა დარსაძისა და მისივე კონტროლის ქვეშ მყოფ შპს „გვირაბ გამყვანისათვის“ კონტრაქტის გარეშე სულ ჩარიცხულია 6 589 000 ლარი, საიდანაც შპს „ენსისის“ დირექტორმა გიორგი ქელბაქიანმა და ფინანსურმა დირექტორმა, არჩილ ჩოგოვაძემ ე.წ. “ატკატის” სახით უკან დაიბრუნეს 2 535 000 ლარი,” – აცხადებს ნინო გიორგობიანი.

გამოძიების მიერ მოწმის სახით დაკითხულმა არჩილ ჩოგოვაძემ და გოჩა დარსაძემ თავდაპირველ ჩვენებაში სამუშაოების შესრულების შემდეგ ფინასური ანგარიშსწორების დროს რაიმე სახის სამართალ დარღვევის ჩადენის ფაქტი უარყვეს. დამატებითი დაკითხვის შემდეგ კი, “გოჩა დარსაძემ განაცხადა, რომ ვიდრე პირველ დაკითხვაზე გამოცხადდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ის და შპს “გვირაბგამყვანის” დირექტორი იმედა ბოჭორიშვილი არჩილ ჩოგოვაძემ თავისთან დაიბარა და გააფრთხილა, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენება მიეცათ, რომ თითქოს და საბანკო ამონაწერებში ნაჩვენები თანხები მათ სრულად ჰქონდათ მიღებული. ამასთანავე შეჰპირდა, თუ კი მოხდებოდა მათი დაკავება, ის და გიორგი ქელბაქიანი აუცილებლად დაიხსნიდნენ მათ საპატიმროდან. შესაბამისად, გოჩა დარსაძემ თავდაპირველ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა,” – ამბობს გიორგობიანი.

გოჩა დარსაძემ გამოძიებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა, რომ მას გიორგი ქელბაქიანმა სოფელ წავკისში 3 სააგარაკე სახლის მშენებლობა შეუკვეთა. პირველი ორისგან განსხვავებით, მესამე მშენებარე სახლის მეპატრონის ვინაობა დარსაძისთვის უცნობია.

“ნიშანდობლივია, რომ აგარაკების მშენებლობა მიმდინარეობდა კომპანია “ენსისის” კუთვნილი თანხებით, რომელიც 100 პროცენტით საბიუჯეტოა, ვინაიდან, კომპანია მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია “ენსისის” ჰყავს ორი დამფუძნებელი, გიორგი ქელბაქიანი და გიორგი გოგიბერიძე, ხოლო კომპანიის სახსრებით შენდებოდა 3 აგარაკი. აქედან გამომდინარე, გამოძიება დაადგენს, ხომ არ ჰყავდა კომპანიას ფარული ბენეფიციარი სახელმწიფო მოხელის სახით, რომელსაც ეკუთვნოდა მესამე გასაიდუმლოებული აგარაკი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. კომპანია წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს და დეკლარაციებს ნულოვანი მოგებით აბარებდა. შეკრებილი მტკიცებულებებით შეიქმნა გიორგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი. შესაბამისად, მოხდა მათი დაკავება,”– განაცხადა საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

იტალიელი მასიმილიანოს მუსიკალური ცენტრი და 89 მილიონიანი რიყე

შსს–მ ასევე წარმოადგინა ოთხი ხელშეკრულება, რომლებიც დედაქალაქში განხორციელებულ თუ მიმდინარე სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, შპს “ენსისისსთან” არის გაფორმებული. ოთხივე ხელშეკრულებას ხელს თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარი და შპს “ენსისის” დირექტორი გიორგი ქელბაქიანი აწერს.

2010 წლის 10 მაისს უშუალოდ თბილისის მერის მოადგილემ დავით ალავიძემ შპს „ენსისისთან“ ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტის თანახმად, სამშენებლო კომპანიას დიღმის მასივში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან მრავალწლიანი უფლებით საავტომობილო გვირაბის მოწყობის სამუშაოების შესრულება დაევალა. პროექტის ღირებულება 8 465 000 ლარს შეადგენს.

მომდევნო ხელშეკრულება 2011 წლის 16 მარტს ამჯერად “თბილისის განვითარების ფონდის” თავმჯდომარე გიორგი საბანაძესა და შპს “ენსისის” დირექტორ გიორგი ქელბაქიანს შორის, რიყის ტერიტორიაზე მიწისქვეშა სამუშაოების შესასრულებლად გაფორმდა. 2012 წლის 30 მაისს დასრულებული პროექტისთვის კომპანიის ანგარიშზე 16 141 756 ლარი ჩაირიცხა.

ასევე ქელბაქიანისა და საბანაძის ხელმოწერებია 2011 წლის 20 სექტემბრით დათარიღებულ ხელშეკრულებაზე. დოკუმენტის თანახმად, რიყის ტერიტორიაზე შენობა–ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები კომპანია „ენსისის“ 2012 წლის 20 სექტემბრისთვის უნდა დაესრულებინა. კერძოდ, რიყეზე უნდა აშენებულიყო მუსიკალური ცენტრი და საგამოფენო დარბაზი, თუმცა ის ჯერაც დაუმთავრებელია. პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასია.

როგორც ჩანს, თბილისის მერი გიგი უგულავა, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის დროს, მასიმილიანო ფუქსასს შემთხვევით სულაც არ “გადაყრია”. მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია მუსიკალური ცენტრის და საგამოფენო დარბაზის მშენებარე კონსტრუქციის შესაძლო დემონტაჟთან დაკავშირებით ვკითხულობთ:

“მასიმილიანო ფუქსასი შეშფოთებულია ობიექტის დემონტაჟთან დაკავშირებით, გავრცელებული ინფორმაციით და მზადყოფნას გამოთქვავს პროექტის დასაცავად და მხარდასაჭერად, მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორების მობილიზაცია მოახდინოს და თავადაც ჩამოვიდეს საქართველოში. თბილისის მერმა არქიტექტორი დაამშვიდა და მასთან საუბარში აღნიშნა, რომ მიუხედავად მუქარისა იმედოვნებს, მსგავსი ვანდალიზმი არ განხორციელდება,”– აღნიშნულია მერიის ოფიციალურ განცხადებაში.

“თბილისის განვითარების ფონდიდან” კომპანია FUKSAS–ის პირობების შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „ენსისის“ ანგარიშზე 89 მილიონი ლარი ჩაირიცხა.

გრაფიკი ასეთია: 2011 წლის 30 სექტემბერი _ 11 მილიონი ლარი; 2011 წლის 31 დეკემბერი _ 11 მილიონი ლარი; 2012 წლის 15 თებერვალი _ 8 მილიონი ლარ; 2012 წლის 31 მარტი _ 8 მილიონი ლარი; 2012 წლის 30 აპრილი _ 12 მილიონი ლარი; 2012 წლის 30 მაისი _ 6 მილიონი ლარი; 2012 წლის 30 ივნისი _ 6 მილიონი ლარი; 2012 წლის 30 ივლისი_ 6 მილიონი ლარი; 2012 წლის 30 აგვისტო _ 12 მილიონი ლარი, ბოლო ჩარიცხვა კი 2012 წლის 9 ოქტომბერს განხორციელდა _ 6 მილიონი ლარი.

თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე გიორგი საბანაძესა და “ენსისის” დირექტორ გიორგი ქელბაქიანს შორის 2011 წლის 21 სექტემბერს კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც სამშენებლო კომპანია „ენსისის“ თბილისის ზღვაზე სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. პროექტის ჩაბარების ბოლო ვადა 2014 წლის 31 დეკემბერია. მისი ღირებულება კი 20 580 136 ლარს შეადგენს.

მივა თუ არა პროკურატურა გიგი უგულავას სამეგობროდან თავად ქალაქის მერამდე, ეს ალბათ უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

გურიაში აფეთქება მოხდა- რა არის ცნობილი

19:52; 17 თებერვალი, 2026
სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17 თებერვალი, 2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ზურაბ ჟვანიას შვილზე ძებნა გამოცხადდა

11:26; 17 თებერვალი, 2026
სამართალი

კადრები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებიდან – რა ახალ გარემოებაზე საუბრობს პროკურატურა

11:22; 17 თებერვალი, 2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

10:12; 17 თებერვალი, 2026

ოქრუაშვილის საქმე

გადადგება თუ არა წლის ბოლომდე ლელა იმედაშვილი

ყველა სიახლე

საზოგადოება

აფეთქება ოზურგეთში რესტორანთან- რას ამბობენ მომხდარზე ჩოხატაურში

22:31; 17.02.2026
საზოგადოება

Hello Tech გოგოებისთვის

20:27; 17.02.2026
სამართალი

გურიაში აფეთქება მოხდა- რა არის ცნობილი

19:52; 17.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:28; 17.02.2026
სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17.02.2026
პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17.02.2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

14:03; 17.02.2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17.02.2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17.02.2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17.02.2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო