https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სამონადირეო ტურიზმზე მეოცნებეები მთას ესტუმრნენ

7:12; 9.12.2012
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამონადირეო ტურიზმის განვითარების მოყვარულები გურიას მრავლად ჰყავს. მათ შორის, ერთ-ერთი თავგადაკლული მოტრფიალის, ენვერ კომახიძის შესახებ ჩვენს გაზეთში ერთი წლის წინ ვსაუბრობდით. იგი “გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის” დამფუძნებელია, დიდი ხნის სტაჟის მქონე მონადირე, რომელსაც უდიდესი სურვილის და არა ერთი მცდელობის მიუხედავად, მაინც განუხორციელებელ ოცნებად რჩება სამონადირეო ტურიზმის ამოქმედება. ამის უმთავრესი მიზეზი დაფინანსების არქონაა, ცარიელი თანამოაზრეების იმედად და გვერდში დგომით კი, საქმე მაინც ვერ დაიძრა; მიუხედავად არა ერთი თხოვნისა თუ ოფიციალური განცხადებისა, ვერა და ვერ გაალხო ვერც ერთი ხელისუფლის გული.

ახლა, როცა ქვეყანაში, არჩევნების გზით, ხელისუფლება შეიცვალა და ხალხი იმედით შესცქერის ახალ მთავრობას, ენვერ კომახიძემ და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს, სცადონ ბედი და აღნიშნული იდეით ოფიციალურად მიმართონ ადგილობრივ ხელისუფლებას. მანამდე კი, ერთად შეიკრიბნენ ოზურგეთში და გომისმთის სანახები შემოიარეს.

ისინი “ტყის ძმების” სახელით გვეცნობიან და იმ მარშრუტზე გვიამბობენ, რომლითაც გომისმთა დალაშქრეს. როგორც ენვერ კომახიძე ამბობს, ეს მარშრუტი კურორტ გომისმთაზე სწორედ ტურისტების გზა უნდა იყოს. თუ ჩანაფიქრი განახორციელეს, გომისმთის ტყეებში მრავალი ფრინველისა და ცხოველის გაშვებას აპირებენ: _ ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ ხელისუფლების კეთილი ნების შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერია. თანხმობის შემდეგ, საქმის კარგი ორგანიზებით, დიდი ხნის ნატვრა აგვიხდება, _ მიიჩნევენ “ტყის ძმები”.

მათთან ერთად, ჩვენი ფოტოკორესპონდენტი რევაზ ცქვიტინიძეც იმყოფებოდა და ჭინჭაოს ტბისა და მისი შემოგარენის საინტერესო ფოტორეპორტაჟი მოგვაწოდა.

ჯგუფში იყო აგრეთვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან არსებული ა(ა)იპ-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ ჩხარტიშვილი. როგორც თვითონ ამბობს, მათი ორგანიზაცია სამთო კურორტის განვითარებაზეც ზრუნავს.

“ტყის ძმების” შემადგენლობაში ცხრა კაცია, რომელთა შორის ერთი, გია თავბერიძე, ექიმია. ენვერ კომახიძე ამბობს, რომ მათი წევრი აუცილებლად უნდა იყოს ექიმიც, რადგან ადამიანი, რომელიც მთისკენ იღებს გეზს, შესაძლოა, წინ ათას ფათერაკს გადაეყაროს.

მარშრუტი, რომელიც ახლა მასპინძლებმა გაიარეს და მომავალში სტუმარმა უცხოელებმა უნდა “დაკეცონ”, გომისმთაზე გადის და მშვენიერი ჭინჭაოს ტბის იქეთ, 12 კილომეტრ მანძილზე გრძელდება. კითხვაზე, განსაკუთრებით ახლა, მთავრობისგან ყურადღების მოპყრობის მიზნით მოაწყვეს უცხოელ ტურისტთა გასავლელი მარშრუტით სვლა თუ ეს უბრალოდ, ექსტრემალური სურვილი იყო, ენვერ კომახიძემ გვიპასუხა, რომ ახლა ტყეში სიარული უფრო დასაშვებია, ვიდრე “კეკიობის” ჟამს. ჩიტი, ზოგადად ფრინველი, ასეთ დროს არ უნდა დააფრთხო. ბატონი ენვერი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მართალია, ისინი ნებადართული სანადირო თოფებით იყვნენ მთაში, მაგრამ ერთხელაც არ გაუსვრიათ: “სანადიროდ წასვლა კი არ იყო ჩვენი მიზანი, არამედ კარგად დავათვალიერეთ და ჩვენს გარემოში ვიმსჯელეთ იმ მთავარ ნიუანსებზე, რაც ჩვენი პროექტის გახორციელებას უნდა მოჰყვეს.

კურორტ გომისმთის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებული არაერთი ფრინველი თუ ცხოველი, კავკასიური როჭო, შურთხი, გნოლი, შველი, ირემი, არჩვი თუ დათვი წითელ წიგნშია შეტანილი და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში, ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს”.

მეოცნებე “ტყის ძმების” ლიდერს ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

_ ბატონო ენვერ, ვიდრე თქვენს მიზანს ბოლომდე მიიყვანთ და სამონადირეო ტურიზმისთვის აუცილებელ სამონადირეო მეურნეობას შექმნით, რა უნდა იცოდეს თქვენს მარშრუტზე მოსიარულე სტუმარმა? აქ ხომ სპეციფიკური რელიეფია და კლიმატური პირობებიც ცვალებადი.

_ იქამდე მივიდეთ და მერე საქმე უპრობლემოდ წაიწევს წინ. ისე ჩვენს მთებში წამოპარული ნისლი ნადირზე უარესია. ყველაფერი როცა მოგვარდება, ამ საქმეს გიდი მიხედავს.

_ მაინც როგორი სამონადირეო მეურნეობა გახდება ტურისტების მოწვევის ადგილი?

_ როგორც არაერთხელ მითქვამს, სამონადირეო მეურნეობის შექმნას სჭირდება სპონსორი. ჯერჯერობით, ეს საქმე ჰაერშია გამოკიდებული. ძირითადად გვსურს ხოხობისა და გარეული ღორის გაშვება, გამრავლება. ამას სამი წელი მაინც დასჭირდება. მერე კი, უცხოელი რა ყოფილა, ჩვენს მონადირეებსა თუ ექსკურსიის მოყვარულებსაც ისეთივე შესვლის უფლება ექნებათ, როგორც სხვას.

_ ამ მარშრუტის გავლის შემდეგ, თემატურ გზამკვლევს ან მსგავს ლიტერატურას თუ შექმნით? ალბათ, სჭირდება ეს ყოველივე მოსამზადებელ სამუშაოებს.

_ რა თქმა უნდა, ჩვენ სურვილი გვაქვს, აღვწეროთ კონკრეტული მარშრუტი, რომელიც ჩვენ გავიარეთ, თორემ ისე მთაში უამრავი გზა და ბილიკია. გადავიღეთ უამრავი ფოტო, ვიდეო-მასალა. ყოველივე ამაზე დაყრდნობით, ვაპირებთ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე მომზადებული ლიფლეტის გამოცემას. მასში აღწერილი იქნება ძირითადი მარშრუტი. კიდევ მრავალი იდეა გვაქვს, ვნახოთ, ზოგი გამოვა, ზოგი – არა. უმთავრესი პირველი სერიოზული ნაბიჯის გადადგმაა, რასაც მთავრობის ან სპონსორის გარეშე ვერ შევძლებთ.

_ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ტიტულში “ბაზიერთა კლუბიც” იკითხება. გურიაში, კონკრეტულად ჩოხატაურში ამ საქმეს დიდი ტრადიცია აქვს. თქვენ რისი თქმა გსურთ?

_ ბაზიერთა კლუბზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ეს ცალკე თემაა. მიმინოსა თუ შევარდენის გაწვრთნა საკმაოდ რთული ხელოვნებაა, ძვირი სიამოვნება, ასე ვთქვათ. სამწუხაროდ, ოზურგეთში პროფესიონალ ბაზიერთა უმრავლესობა ძველი თაობიდან, ცოცხალი აღარაა. მე საგანგებოდ შევადგინე მათი სია, 25-მდე კაცი: გივი ცქვიტინიძე, ავთო ურუშაძე, ხარიტონ გოგიბერიძე, კუკა ხავთასი, ანდრო კვაშალი, ლეო გიორგაძე, რობერტ ჟღერია, ფაკუ მახარაძე და არაერთი სხვა. გვყავდა აგრეთვე შესანიშნავი ქალი ბაზიერი ასმათ მახარაძე. ამ ადამიანების ხსოვნას პატივის მიგება უნდა. გვყავს ძველი თაობის ცოცხალი ბაზიერები _ ბიჭიკო და ზაურ მეფარიშვილები, მიხო გიორგაძე, ქალბატონი კლარა თავართქილაძე, მიტო ქობულაძე… ეს სია უბრალოდ არ შემიგროვებია. ბაზიერთა კლუბი ცალკე თემაა, ამ საკითხზეც ვაპირებთ თავყრილობას. აუცილებლად მოგიწვევთ, თქვენი გაზეთი ძალზე სერიოზულ საქმეს აკეთებს და იმედია, გააშუქებთ.

_ ბატონო ენვერ, თქვენ ამბობთ, რომ ლიტერატურითა თუ ვიდეომასალით არაერთი ქვეყნის გამოცდილებას ეცნობით. რომელიმეს გაზიარებას ხომ არ ფიქრობთ მომავალ პრაქტიკაში?

_ ნამდვილად მომეწონა ბულგარეთის გამოცდილება. უფრო მეტიც, ეს ჩვენი იდეის იდენტურია. ვიდეომასალით გავეცანი და თუ საქმე გამოგვივიდა, მათ პრაქტიკას გამოვიყენებთ.

_ და მაინც, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას როგორ აპირებთ? ვთქვათ და მთავრობა ვერ დაგეხმარათ, ამ ეტაპზე მაინც.

_ ჩვენ ოპტიმისტი ხალხი ვართ. ნამდვილად ვაპირებთ ასეთი ფორმის დანერგვას, _ “ტყის ძმები”, წესდების გათვალისწინებით, საწევრო შემონატანს დავაწესებთ, რომელსაც ნებაყოფლობითი წევრები გადაიხდიან. შერჩეული გვაქვს ადგილები, სადაც საცდელად, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გავუშვებთ ხოხობს, გარეულ ღორს. სად, ამას ჯერ ვერ ვიტყვით. სათხოვარი, რა თქმა უნდა, მუდამ გვექნება მთავრობასთან, _ უნდა გამონახოსსაშუალება და დაგვეხმაროს. ასეთ საქმეს როცა წარმატება მოჰყვება, ის ქვეყნის ბიუჯეტშიც საკმაო შემოსავალს შემოიტანს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

მგელი კვლავ გამოჩნდა

ბიუროს უფროსი მუშაობას შეუდგა

ყველა სიახლე

სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27.02.2026
ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27.02.2026
სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო