სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ ფინანსურმა პოლიციამ მას მოსთხოვა ყველა დოკუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ხარისხიანად და მიზნობრივად არის გახარჯული თანხა, რომელიც სამშენებლო კომპანიამ შეასრულა:
_ ფინანსური პოლიცია არის დაინტერსებული ერთ-ერთი სამშენებლო ფირმით, რომელმაც 2011 წელს # 1საჯარო სკოლაში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, ამ ფირმასთან დაკავშირებით აინტერესებდათ ყველაფერი, რაც მოიპოვებოდა, ანუ გაიმარჯვეს თუ არა ტენდერში, ჩვენ რა თანხა გადავურიცხეთ, ნახეს ექსპერტიზის დასკვნები, რამდენად კმაყოფილი ვიყავი ამ სამუშაოებით და მეც მივაწოდე მათ ყველნაირი ინფორმაცია ამის შესახებ.
_ ხომ არ უკავშირდება ფინასური პოლიციის შესვლა სკოლაში, რამდენიმე წლის წინ წამოწყებულ სარემონტო სამუშაოებს, ეს იყო რამაზ ნიკოლაიშვილის გუბერნატორობის დროს გურიაში, საპარლამენტო არჩენების დროს, რომელიც მალე შეჩერდა, წელს ისევ განახლდა საარჩევნოდ და ისევ გაჩერდა.
_არა, არანაირად არ უკავშირდება. ეს არის ერთ-ერთი ფირმის სამუშაოთი დაინტერესება, ეს არ უკავშირდება მაგ საკითხს. ამ ფირმასთან დაკავშირებით ჰქონდათ მათ კითხვები. ორი კვირა დაგვჭირდება ეს მასალებიო, მითხრეს. მერე არავინ შემხმიანებია და ახალი არაფერი არ არის ამასთან დაკავშირებით, _ გვითხრა მაია თავართქილაძემ.