“ის დამოკიდებულება, რომ მონიტორინგის მექანიზმი სამინისტროსგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, აბსოლურურად გამართლებულია. საბჭო მინისტრის ბრძანებით, ჩემამდე არის შექმნილი და შესაბამისად, ადამიანებისთვის, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ, მე რატომ არ ვარ მონიტორინგის საბჭოს წევრიო, პასუხის გაცემა გვიძნელდება… მექანიზმი არ არსებობს, თუ როგორ შეიძლება ეს გამოვასწოროთ. საბჭოს შემადგენლობაში ჟურნალისტები არიან. მოდის სხვა ჟურნალისტი და მეუბნება, ის რომ შედის და ინტერვიუს იღებს, მე რატომ არ მაქვს ამის უფლებაო? ბუნებრივია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველა ჟურნალისტი ვერ შევა,” _ აღნიშნა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა.
მინისტრი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს გაუქმებას მანამ არ აპირებს, სანამ მოქმედების ვადა არ ამოეწურება. „არ მინდა, რომ ამით დამატებითი მითქმა-მოთქმა გამოვიწვიოთ და მეორეც, ყველაზე კრიზისულ პერიოდში, ამ საბჭომ ვითარების განმუხტვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. როცა ვრცელდებოდა ჭორი, თითქოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რაღაც ხდებოდა, საბჭოს წევრები, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები შედიოდნენ და ერთი და იგივე ინფორმაცია გამოჰქონდათ, რომ შიგნით ყველაფერი მშვიდ იყო და არაფერი ხდებოდა,“ – აღნიშნავს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
სოზარ სუბარის განცხადებით, საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, ის მაღალპროფესიული კადრებით დაკომპლექტდება.